თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე, 2023 წელთან შედარებით, 2.5 პ.პ.-ით შემცირდა და 13.9% შეადგინა.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია უმუშევრობის დონე 2010-2024 წლებში
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წელთან შედარებით 1.5 პ.პ.-ით გაიზარდა და 54.8%-ით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.6 პ.პ.-ით გაიზარდა და 47.1% შეადგინა.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.6 პ.პ.-ითაა გაზრდილი, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.4 პ.პ.-ით. დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 3.1 და 1.9 პ.პ.-ით და 48.5 პროცენტს და 45.3%-ს შეადგენს.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე და დასაქმების დონე 2010-2024 წლებში
2024 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.5%-ს შეადგენდა, რაც 0.5 პ.პ.-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.
2024 წელს უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში წინა წელთან შედარებით შემცირებულია 3.2 პ.პ-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.4 პ.პ.-ით.
საქსტატის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით 2024 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირებულია რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, შესაბამისად 5.6, 5 და 3.5 პ.პ.-ით.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2024 წელს 2023 წელთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 2.8 პ.პ-ით, ხოლო კაცებში - 2.2 პ.პ-ით.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია უმუშევრობის დონე სქესის მიხედვით 2010 - 2024 წლებში
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2024 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 44.9%-ს, ხოლო კაცებში 66.2%-ს შეადგენდა. წინა წელთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში 1.8 პ.პ.-ითაა გაზრდილი, ხოლო კაცებში - 1.1 პ.პ.-ით.
2024 წელს, წინა წელთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში, შესაბამისად 2.8 და 2.3 პ.პ.-ით.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში (36.3%), ხოლო ყველაზე დაბალი ტრადიციულად 65+ ასაკობრივ ჯგუფშია (4.2%), რის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში აქტიურობის დაბალი მაჩვენებელი.