თბილისი (GBC) - კრისტალი, მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგ, აქტიურად განაგრძობს დისტანციური საბანკო სერვისების განვითარებას, რომლის მიზანი მომხმარებლებისთვის უფრო ხელმისაწვდომი, სწრაფი, კომფორტული და უსაფრთხო საბანკო სერვისების შეთავაზებაა, რაც მათ საბანკო ოპერაციებში დროის დაზოგვას და მარტივ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგ, კომპანია ამჟამად მოსამზადებელ ეტაპს გადის და ივნისის თვიდან მომხმარებლებს სრულ საბანკო მომსახურებას ეტაპობრივად შესთავაზებს. ამ გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია სახის ამომცნობი სისტემის დანერგვა, რომლის დახმარებითაც კრისტალი კიდევ უფრო უახლოვდება საბანკო მომსახურების მაღალ სტანდარტებს. ეს სისტემა სრულად შეესაბამება როგორც ეროვნული ბანკის, ისე საერთაშორისო რეგულაციებს და ამასთან, უზრუნველყოფს მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაცვას.
სახის ამომცნობი სისტემა წარმოადგენს თანამედროვე ბიომეტრიულ ტექნოლოგიას, რომელიც მომხმარებლის სახის მახასიათებლებს იყენებს მისი იდენტიფიკაციისთვის.
ამ ტექნოლოგიის გამოყენებით მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ საბანკო მომსახურება სრულად დისტანციურად მიიღონ. შესაბამისად, აღარ იქნება საჭირო ფილიალებში ვიზიტი, რიგში დგომა, ან ხელშეკრულებაზე ფიზიკურად ხელმოწერა. მხოლოდ ინტერნეტის, კამერიანი მოწყობილობის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის - ID ბარათის ან პასპორტის საშუალებით, მისი იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია უმოკლეს დროში მოხდება.
ამას გარდა, სახის ამომცნობი სისტემა მაქსიმალურ უზრუნველყოფს პირადი მონაცემების უსაფრთხოებას, რადგან აღნიშნული ტექნოლოგიით, ბიომეტრიული მონაცემების გამეორება სრულად გამორიცხულია.
მომხმარებლის დისტანციური ონბორდინგისთვის, კომპანია იყენებს კორპორაცია Identomat-ის სერვისს.
სახის ამომცნობი სისტემის დანერგვა მნიშვნელოვნად გაამარტივებს და გააუმჯობესებს მომხმარებელთა მომსახურების პროცესს. ამასთან, აღნიშნული ტექნოლოგია ხელს შეუწყობს ბიზნესის ოპერაციების ავტომატიზაციას, რაც შეამცირებს მომსახურების დროს და რესურსს.
აღსანიშნავია ისიც, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, კრისტალი, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული, ლიდერი კომპანია, მნიშვნელოვნად გაამყარებს პოზიციას საფინანსო ბაზარზე.
#შენი შესაძლებლობების ბანკი