თბილისი (GBC) – კომპანია OpenAI–ს ხელმძღვანელმა სემ ალტმანმა კომპანიის ბლოგში ChatGPT–ის მიერ რესურსების მოხმარების მონაცემებზე ისაუბრა.
ალტმანის თქმით, მომხმარებლის საშუალო მოთხოვნის დასამუშავებლად საჭიროა 0,34 ვტ/სთ ელენერგია – ეს დაახლოებით იმდენივეა, რამდენსაც ელექტროღუმელი ერთ წამში ხარჯავს. გარდა ამისა, მონაცემების დამუშავების ცენტრების გასაგრილებლად თითოეულ მოთხოვნაზე საშუალოდ 0.00038 ლიტრი წყალი იხარჯება, რაც ერთი ჩაის კოვზის მეთხუტმეტედია.
ალტმანმა ისიც აღნიშნა, რომ მომავალში ხელოვნური ინტელექტის მუშაობის ღირებულება ელექტროენერგიის ღირებულებას უნდა გაუტოლდეს, თუმცა მას დაანგარიშების მეთოდიკა არ დაუკონკრეტებია.
კომპანიის ხელმძღვანელი თავის ბლოგში ასევე აღნიშნავს, რომ 2025 წელს უკვე გამოჩნდა AI-პროგრამები, რომლებსაც ნამდვილი სამუშაოს შესრულება შეუძლია და ამიერიდან კომპიუტერული კოდის წერა ისეთი აღარასდროს იქნება, როგორიც მანამდე იყო.