თბილისი (GBC) - Lion Finance Group PLC-ში (LFG; ყოფილი Bank of Georgia Group PLC, BOGG) მემკვიდრეობითობის დაგეგმვის პროცედურების შესაბამისად და სების კომერციული ბანკების კორპორაციული მმართველობის კოდექსის შესაბამისად, ენდრიუ მაკინტაირი ჯონათან მიურს ჩაანაცვლებს.

მაკინტაირი აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, ასევე, ნომინაციისა და რისკების კომიტეტების წევრად 26 ივნისიდან დაინიშნა. 23 ივნისიდან მისი საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დანიშვნაზე თანხმობა სებ-საც გაცემული აქვს.

თავის მხრივ, 26 ივნისიდანვე პოსტები ჯონათან მიურმა იმავე დღიდან დატოვა კომპანიის დირექტორთა საბჭო როგორც დამოუკიდებელმა არააღმასრულებელმა დირექტორმა, აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარემ და ნომინაციების კომიტეტის წევრმა.

„დირექტორთა საბჭოს სახელით მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ჯონათანს წლების განმავლობაში გამოჩენილი მნიშვნელოვან მონდომებისა და შეტანილი წვლილისთვის, განსაკუთრებით აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარის რანგში. მოხარულები ვართ, რომ ენდრიუ უერთდება აუდიტის კომიტეტს თავმჯდომარის სტატუსით. მისი ფართო საერთაშორისო გამოცდილება ფინანსურ მომსახურებებში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კომიტეტის მიმდინარე მიზნების მიღწევაში“, - განაცხადა LFG-ის თავმჯდომარემ მელ კარვილმა.

ცნობისთვის, მაკინტაირი Ernst & Young-ის პარტნიორი იყო 1988-დან 2016 წლამდე, სპეციალიზირებული საერთაშორისო ფინანსურ მომსახურებებში. ის არის C. Hoare & Co.-ს უფროსი დამოუკიდებელი დირექტორი და Lloyds Bank Corporate Markets PLC-ის არააღმასრულებელი დირექტორი. მას ადრე ეკავა საბჭოს პოზიციები National Bank of Greece S.A.-ში, Ecclesiastical Insurance Group PLC-სა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში. აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი სამედიცინო მეცნიერებებსა და მუსიკაში. ის არის დიპლომირებული ბუღალტერი/აუდიტორი.