თბილისი (GBC) - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ახალ მინისტრად გივი მიქანაძის დანიშვნის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გივი მიქანაძეს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით და სიღრმისეული აკადემიური განათლება.

კობახიძემ განათლების უკვე ყოფილ მინისტრს ალექსანდრე წულაძეს, რომელმაც თანამდებობიდან საკუთარი გადაწყვეტილებით წასვლის შესახებ განცხადება ორშაბათს გაავრცელა, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.