თბილისი (GBC) - SEPA-ში საქართველოს გაწევრიანებისთვის მოთხოვნების ძირითადი ნაწილი შესრულებულია,-  

სების პრეზიდენტს მიაჩნია, რომ პროცესი დასაჩქარებელია. მან ანგარიშგებისას (2024-ის ანგარიშის წარდგენა პარლამენტში) აღნიშნა, რომ საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა მიმართა SEPA-ს. მას შემდეგ, თურნავას თქმით, ბევრი გაკეთდა. მან მოიხმო ევროკომისიის შეფასება, ევროდირექტივების გადმოღებისთვის სებ-ის გაწეულ დიდ ძალისხმევაზე.

ფიქრობს, რომ შესაძლოა რჩება რაღაც ნიუანსები, რაც გამოსწორებადია. ძირითადი ნაწილი შესრულებულია.

"ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რომ ჩვენმა კოლეგებმა პროცესი დააჩქარონ. იქაც ეს დაკავშირებულია ტექნიკურ პარამეტრებთან, ასე სწრაფად არ ხდება. ვიცი კოლეგებისგან, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ცენტრალური ბანკირებისგან, რამდენად რთული და კომპლექსურია.

"ვართ განწყობილი ოპტიმისტურად, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავაუმჯობესოთ და გავაიაფოთ ევროკავშირთან საფინანსო გზავნილები  თუ სხვა ტიპის ტრანზაქციები და SEPA სწორედ ამას ემსახურება, ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტი",- თქვა თურნავამ

სტატისტიკა :

6 მარტი /2025 - SEPA-ში გაწევრიანდა მოლდოვა, რომელმაც განაცხადი 2024 წლის 30 იანვარს გააკეთა.

              2022 -  ------------------------სებ-მა SEPA-ში საქართველოს გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა.

წყარო: BMG