თბილისი (GBC) - Visa, ციფრული გადახდების გლობალური ლიდერი, Reinvantage-თან პარტნიორობით, იწყებს პირველ She's Next ჰაკათონს ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად.
პროგრამა She's Next, Empowered by Visa ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონში, მათ შორის საქართველოში.
პროგრამის მონაწილეებს მენტორობას გაუწევს და ცოდნას გაუზიარებს 20-მდე სპიკერი. ქალ მეწარმეებს ექნებათ შესაძლებლობა, გაზარდონ თავიანთი ბიზნესის ცნობადობა და მოიპოვონ 20,000 დოლარის ოდენობის დაფინანსება.
She’s Next-ის მიზანია წაახალისოს თამამი იდეები, პრაქტიკული გადაწყვეტილებები და ინოვაციები. ტრადიციული ჰაკათონისგან განსხვავებით, კოდირება საჭირო არ არის, აქ ყურადღება ექცევა ბიზნეს სტრატეგიებსა და პრობლემების გადაჭრის გზებს.
მონაწილეები იმუშავებენ ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა ფინანსური მდგრადობა, ბიზნესის გარდაქმნა და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა, ბაზრების გაფართოება, ტენდენციების პროგნოზირება...
პროგრამა რამდენიმე ეტაპისგან შედგება:
·30 ივნისი – 29 აგვისტო: მონაწილეთა რეგისტრაცია
·3 – 12 სექტემბერი: საგანმანათლებლო ეტაპი
16 სექტემბერი: მონაწილეობის დადასტურება და გუნდების ფორმირება
18 სექტემბერი – 1 ოქტომბერი: ჰაკათონის ეტაპი
ყველა აქტივობა ჩატარდება ონლაინ, ინგლისურ ენაზე.
ჰაკათონი 3 ოქტომბერს გრანდიოზული ფინალით - ღია ვირტუალური შეხვედრით დასრულდება, რომელიც She's Next-ის მონაწილეებს და ფართო საზოგადოებას უმასპინძლებს. ღონისძიებაში ჩაერთვებიან წარმატებული მეწარმეები, ბიზნესის ლიდერები და Visa-ს წარმომადგენლები, რომლებიცგააზიარებენ თავიანთ გამოცდილებას. ღონისძიებაზე გაიმართება, ჰაკათონის ფარგლებში შექმნილი, ბიზნეს კონცეფციების პრეზენტაციები, ჩატარდება ბიზნეს ვიქტორინა და დისკუსიები, მოწვეულ სპიკერებთან ერთად.
პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები დაესწრებიან ოთხ ვებინარს, რომლებსაც ბიზნეს პროფესიონალები გაუძღვებიან და პრაქტიკულ ცოდნას გააზიარებენ. ჰაკათონის ფაზაში გადასული გუნდები გაივლიან მინიმუმ სამ მენტორულ სესიას წარმატებულ დამფუძნებლებთან, მრჩევლებთან და ინოვაციის სფეროს ექსპერტებთან. გარდა ამისა, ყველა მონაწილეს მიეცემა შესაძლებლობა დაამყაროს საერთაშორისო ბიზნეს კავშირები და შეუერთდეს She’s Next-ის ციფრულ პლატფორმას, საერთო ხედვის მქონე ქალი მეწარმეების ენერგიულ ქსელს, რომელიც მთელ რეგიონს მოიცავს.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან სამ ნომინაციაში:
მთავარი გამარჯვებული – 10,000 დოლარი
·ყველაზე ინოვაციური იდეა – 5,000 დოლარი
·საუკეთესო სოციალური გავლენა – 5,000 დოლარი
ფინანსური გრანტების გარდა, გამარჯვებულებს, სამი თვის განმავლობაში, მენტორობას გაუწევენ ინდუსტრიის ლიდერები. ხილვადობის გასაზრდელად, ქალ მეწარმეებს დაეთმობათ ადგილი Visa-ს, She’s Next-ის და Reinvantage-ის პლატფორმებზე, ისინი ასევე მიწვეული იქნებიან ღონისძიებებზე. გარდა ამისა, გამარჯვებულებს ახსენებენ ოფიციალურ პრესრელიზში, რომელიც გავრცელდება რეგიონულ მედიასაშუალებებში.
ქალ მეწარმეებს She’s Next ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ მათი ბიზნესის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს ახალი თუ უკვე დიდი ხნის დაარსებული ბიზნესი. რეგისტრაცია შესაძლებელია ინდივიდუალურად ან გუნდურად (მაქსიმუმ ხუთი წევრი). გუნდებში გენდერული მრავალფეროვნება მისაღებია, თუმცა მათ ქალები უნდა ხელმძღვანელობდნენ.
მონაწილეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და She’s Next ჰაკათონზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ - https://shesnext.emergingeurope.org/hackathon2025/ . რეგისტრაცია გაგრძელდება 29 აგვისტომდე.
Visa-ს შესახებ
Visa (NYSE: V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური,მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge
Reinvantage-ისშესახებ
Reinvantage არის სტრატეგიული ინოვაციის კომპანია, რომელიც ეხმარება ადამიანებსა და ორგანიზაციებს წინასწარ დაინახონ ცვლილებები, დარჩნენ აქტუალურნი და შექმნან მომავალი. იგი აერთიანებს კონსულტაციას და მომავალზე ორიენტირებულ ხედვას, რათა დაეხმაროს ინოვაციას ყველა დონეზე — აზროვნებიდან სტრატეგიამდე. Reinvantage ასევე მართავს Emerging Europe-ს, რეგიონის ინოვაციასა და მდგრად ზრდაზე ორიენტირებულ წამყვან ინიციატივას. Emerging Europe-ს საშუალებით Reinvantage განაგებს She’s Next პლატფორმას. ეს ინტეგრირებული მოდელი უზრუნველყოფს, რომ ყოველი პროგრამა, პარტნიორობა თუ ინიციატივა იყოს რეალურ ცხოვრებაზე მორგებული და გრძელვადიანი გავლენით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: reinvantage.org