H&M განაგრძობს ხელოვნური ინტელექტის (AI) შესაძლებლობების შესწავლას და საზოგადოებას სთავაზობს თავის პირველ ვიზუალურ კოლექციას, რომელშიც წარმოდგენილია ბრენდის ციფრული ორეულები (Digital Twins) მსოფლიოს მოდის დედაქალაქების ფონზე. კოლექცია აერთიანებს სეზონურ, თუმცა კლასიკურ და დროში გამძლე ჯინსის სტილს.

პროექტი შეიქმნა H&M-ის ერთგულ კრეატიულ გუნდთან თანამშრომლობით და თან ახლავს კადრს მიღმა გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება გენერატიული AI გამოყენებულ იქნას კრეატიული პროცესის გასაძლიერებლად და გასამდიდრებლად.

„ჩვენ ვიკვლევთ ისეთ ახალ ტექნოლოგიებს, როგორიცაა გენერატიული AI, რათა გავაძლიეროთ კრეატიულობა და ამ გზით ახლებურად წარმოვაჩინოთ მოდა. ტექნოლოგია გვაძლევს საშუალებას გავაძლიეროთ მოდის ნარატივი და ვიპოვოთ ახალი გზები მომხმარებლებთან დასაკავშირებლად - იმავდროულად ვრჩებით ერთგულნი H&M-ის სტილის და ადამიანზე დაფუძნებული იდენტობის მიმართ. ჩვენ კვლავაც მტკიცედ ვუჭერთ მხარს თვითგამოხატვის თავისუფლებას და ვქმნით მოდას, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია.“ - ამბობს იორგენ ანდერსონი, H&M-ის კრეატიული დირექტორი.

„ძალიან მახარებს შესაძლებლობა, გამოვიკვლიო AI ჩემს ფოტოგრაფიულ საქმიანობასთან ერთად. ეს კიდევ ერთი უჩვეულო ინსტრუმენტია კრეატიულ განზავებაში,“ - ფოტოგრაფი ჯონი კანგასნიემი.

„ეს არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ AI-თან -პროფესიონალურად, თანასწორად და გამჭვირვალედ,“ - ამბობს მოდელი ვანესა მუდი.

პირველი ვირტუალური კოლექცია ონლაინ გაეშვა 2 ივლისს, ხოლო შემოდგომაზე H&M რამდენიმე განსხვავებული ციფრული ორეულის მონაწილეობით, სხვადასხვა მოდის დედაქალაქში, ახალ ვიზუალურ მასალებს წარადგენს.

 H&M Hennes & Mauritz AB  დაარსდა შვედეთში 1947 წელს და მისი აქციები განთავსებულია Nasdaq Stockholm-ზე. H&M-ის ბიზნეს იდეა არის მოდისა და ხარისხის შეთავაზება საუკეთესო ფასად მდგრადი გზით. H&M-ის გარდა, ჯგუფში შედის ბრენდები: COS, Cheap Monday, Weekday, Monki, H&M HOME, & Other Stories, ARKET, Singular Society და Sellpy.