თბილისი (GBC) - თიბისი კონცეპტმა Visa სადებიტო ბარათების მფლობელებს გამორჩეული საზაფხულო შეთავაზება მოუმზადა. 20 და 21 ივნისს, პარტნიორი ობიექტების ფიზიკურ მაღაზიებში შოპინგისას, მათ გადახდილი თანხის 30%, ჯამში მაქსიმუმ 200 ლარი, მომენტალურად დაუბრუნდებათ. 

შეთავაზება ვრცელდება როგორც ძველ, ისე ახალ Visa თიბისი კონცეპტ ბარათებსა და მათ ციფრულ ანალოგებზე: TBC Concept Visa Signature და Visa Platinum.

პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალი კი, ტრადიციულად, მრავალფეროვანია:

  • რონიკო
  • კენარი
  • ოპტიმისტი 
  • თორელი 
  • Afflelou Paris
  • Yamamay 
  • Etam 
  • Dressup.ge (ონლაინ, Summerstory კატეგორიაში)

შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ აღნიშნული მაღაზიების ფიზიკურ ობიექტებში, თიბისის POS ტერმინალზე გადახდისას.

ერთადერთი გამონაკლისია Dressup.ge, სადაც შეთავაზებით სარგებლობა Summerstory-ის კატეგორიაში, ონლაინ შეგიძლიათ (ამ შემთხვევაში გადახდა უნდა განხორციელდეს თიბისის საგადახდო მეთოდით და არა Apple ან Google pay-ით).

შეთავაზების დეტალური პირობები იხილეთ ბმულზე