თბილისი (GBC) - საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა, წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 4.9%-ით შემცირდა და 861.1 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 396.3 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 4.3%-ით ჩამორჩება.
ღორის რაოდენობა 152 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 2.2%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 11.3%-ით გაიზარდა და 8.5 მილიონი ფრთა შეადგინა.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში რძის წარმოებამ 108.5 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 3.4%-ით ნაკლებია. ხორცის წარმოებამ 17.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 6.4%-ით ნაკლებია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 172 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.2%-ით მეტია.