თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $7.75 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.3%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი $2 მლრდ იყო (გაიზარდა 14.2%-ით), ხოლო იმპორტი $5.7 მლრდ (გაიზარდა 15.7%-ით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-აპრილში $3.7 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.1%-ია.
საგარეო ვაჭრობის დეფიციტი 50%-თან ახლოს რჩება

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

„მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას Citi-სთან, რაც 45 მილიონი დოლარის სავაჭრო დაფინანსების გარიგებითაც გამოიხატება. ჩვენ თვალს ვადევნებთ ქართული ბიზნესის მზარდ მოთხოვნებს, განსაკუთრებით კორპორაციულ, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორებში, და ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით მაღალი დონის ფინანსური სერვისები შევქმნათ და ბიზნესებს წარმატების მიღწევაში დავეხმაროთ. ეს ტრანზაქცია ხაზს უსვამს ჩვენი შესაძლებლობების მიმართ საერთაშორისო პარტნიორების ნდობას. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ Citi-სთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენ ერთობლივი ძალებით ვმუშაობთ ბიზნესების ზრდაზე ორიენტირებულ ინიციატივებზე როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ დონეზე”, — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.„ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საქართველოსა და კავკასიის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან, საქართველოს ბანკთან გვაქვს ჩამოყალიბებული. აღნიშნულ გარიგებას, ერთი მხრივ, წვლილი შეაქვს ჩვენი მომხმარებლების ზრდაში და მხარს უჭერს აქტივობებს ვაჭრობის დაფინანსების კუთხით, მეორე მხრივ კი, ადასტურებს Citi-ის უწყვეტ მხარდაჭერას ქვეყნისა და რეგიონისადმი”, — განაცხადა ემრე უმუტმა, Citi-ის სახაზინო და სავაჭრო გადაწყვეტილებების დეპარტამენტის ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელმა ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში.
1747142635

უწყების ცნობით, თბილისის პროკურორად გიორგი გვარაკიძე დაინიშნა. გვარაკიძე აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნამდე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. გიორგი გვარაკიძე საქართველოს პროკურატურაში წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა.რაც შეეხება თბილისის პროკურორს ლევან გეგეჭკორს, იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში, თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა, ხოლო აღნიშნული დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ კაპანაძემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა დაიკავა.საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გაბიტაშვილმა ახალ მოადგილესთან, თბილისის ახალ პროკურორთან და დეპარტამენტის უფროსებთან საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.
1747140050

ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი TIBR 3M + 4.0%-ით განისაზღვრა, რაც წინა ემისიასთან შედარებით 0.25 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული. ხაზგასასმელია, რომ ობლიგაციების ერთ-ერთი ინვესტორი საქართველოს საპენსიო ფონდია - ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს საპენსიო ფონდი მიკრობანკის ფასიან ქაღალდებს ყიდულობს.„ემბისიმ“ წარმატებით განახორციელა 21.3 მილიონი ლარის ობლიგაციების პირველი ტრანში თიბისი კაპიტალის ხელშეწყობითა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ ფაქტს, რომ ობლიგაციების ინვესტორი საქართველოს საპენსიო ფონდი გახდა. აღსანიშნავია, რომ „ემბისი“ პირველი მიკრობანკია ქართულ ბაზარზე, რომელმაც საქართველოს საპენსიო ფონდის მსგავსი მხარდაჭერა მიიღო, რაც კომპანიის ფინანსურ სტაბილურობასა და საინვესტიციო პოტენციალზე მიუთითებს და მისი შემდგომი განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.“ - გია პეტრიაშვილი, „ემბისის“ გენერალური დირექტორი“მოხარულები ვართ, რომ თიბისი კაპიტალსა და მიკრობანკ „ემბისის“ შორის პირველი წარმატებული თანამშრომლობა შედგა. ემიტენტთან წარმატებული კოლაბორაციის შედეგად, კომპანიამ წინა ემისიასთან შედარებით 0.25 საპროცენტო პუნქტით გაუმჯობესებული პირობებით გამოუშვა ბონდები. ასევე, წარმატებით მოხერხდა ინვესტორთა ბაზის გაფართოება. თიბისი კაპიტალი აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებაში, წლის დასაწყისიდან დღემდე დაახლოებით 100 მილიონ ლარამდე მოცულობის ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში მივიღეთ მონაწილეობა, რითიც ხელს ვუწყობთ დაინტერესებულ მხარეებს, ახალი საინვესტიციო და დაფინანსების მექანიზმების მოძიებაში”,- ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.„სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს კაპიტალის ბაზრის სტრუქტურული რეფორმის პროცესში, რომლის მიზანია ფასიანი ქაღალდების სახეობებისა და რაოდენობის გაზრდა და მათი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. რეფორმა ასევე ხელს უწყობს ადგილობრივ ინვესტორთა ბაზის გაძლიერებას. კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა 2024 წლის აპრილიდან ამოქმედდა და მან საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია კომპანიებში. ამ მდგომარეობით პროგრამის ფარგლებში შემოსულია 16 კომპანიის 20 განაცხადი და მხარდაჭერილია 6 კომპანიის მიერ განთავსებული 8 ემისია. აღნიშნული ემისიების შედეგად, საფონდო ბაზარზე მოზიდულია დაახლოებით 241 მილიონი ლარის ოდენობის დამატებითი საინვესტიციო კაპიტალი. აღსანიშნავია, რომ კომპანია „ემბისი“ პირველი მიკრობანკია საქართველოში, რომელმაც აღნიშნული სახელმწიფო პროგრამით ისარგებლა.“ - მიხეილ ხიდურელი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი.„მოხარული ვართ, რომ საქართველოს საპენსიო ფონდმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ადგილობრივი კორპორატიული ობლიგაციების ბაზრის გაღრმავებისკენ და მონაწილეობა მიიღო მიკრობანკ „ემბისის" ობლიგაციების წარმატებულ განთავსებაში. ეს ჩვენი მეცხრე ინვესტიციაა ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში და ვაგრძელებთ საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციას ადგილობრივ ფინანსურ ინსტრუმენტებში. მივესალმებით, რომ ტრანზაქცია განხორციელდა სააგენტო „აწარმოე საქართველოში"-ს კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბაზრის სტიმულირებასა და ქართული კომპანიებისთვის დაფინანსების ახალი წყაროების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული წარმატებული განთავსება და მასში ჩვენი მონაწილეობა გახდება დამატებითი სტიმული ახალი ადგილობრივი ემისიებისთვის, რაც საშუალებას მოგვცემს, საპენსიო დანაზოგები დავაბანდოთ ქართული კომპანიების ფასიან ქაღალდებში და ხელი შევუწყოთ ქვეყნის კაპიტალის ბაზრის გრძელვადიან განვითარებას ჩვენი მონაწილეების საუკეთესო ინტერესების დაცვით", - ანა ნაჭყებია, საქართველოს საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელი."ემბისი" პირველი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში, რომელმაც მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას. „ემბისი“ 8 რეგიონში, 17 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მომხმარებლებს საკრედიტო პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. წამყვანი ევროპული სარეიტინგო სააგენტო Scope Rating-საგან ემბისის მინიჭებული აქვს B+ საკრედიტო რეიტინგი სტაბილური პერსპექტივით (B+ Stable).
1747136702

გადახდის განვადებაალბათ გქონიათ გამოცდილება, როდესაც გარკვეული ნივთის ან პროდუქტის შეძენის შემდეგ თანხა დაგჭირდათ. გადახდის განვადების მეშვეობით კი შეგიძლიათ ნებისმიერ ობიექტში (მათ შორის: მაღაზიებში, მარკეტებში, საკვებ ობიექტებში და სხვა.) დახარჯული თანხა უკან დაიბრუნოთ სესხის სახით და განავადოთ 12 თვეზე.თანხის დაბრუნება შესაძლებელია გადახდის განხორციელებიდან 14 დღის განმავლობაში. იმისათვის, რომ გადახდის განვადებით ისარგებლოთ, საჭიროა თქვენი საკრედიტო შესაძლებლობები იცოდეთ. (ნახეთ ხელმისაწვდომი თანხა აქ.)ინფორმაციისთვის, აღნიშნული პროდუქტით სარგებლობისთვის აუცილებელია თანხა საქართველოს ბანკის სადებეტო ბარათით გადაიხადოთ, თანხის ოდენობა კი 200-დან 5000 ლარამდე უნდა შეადგენდეს.გადახდის განვადების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.სესხის თარიღის ცვლილება მობილბანკიდანროგორც წესი, მომხმარებელი სესხის აღებისას ირჩევს კონკრეტულ თარიღს თუ როდის სურს რომ გადაიხადოს. ამ დრომდე თარიღის შეცვლა მხოლოდ ფილიალში შეიძლებოდა. ამიერიდან, ამ ოპერაციის შესრულება სწრაფად და მარტივად, საქართველოს ბანკის მობილბანკიდან არის შესაძლებელი.აღსანიშნავია, რომ სასურველი თარიღის ცვლილებას მომხმარებლები წელიწადში ორჯერ შეძლებენ.სესხის თარიღის ცვლილების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.AmEx საკრედიტო ბარათის შეკვეთაამიერიდან, ლარში საკრედიტო AmEx ბარათის მფლობელები, ვადის გასვლის, ბარათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მის აღდგენას პირდაპირ მობილბანკიდან შეძლებენ.მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს
1747135435

საინტერესო ისტორიები, ჩაღრმავებული კითხვები, ახალი აღმოჩენები და თვითრეფლექსიების უსაზღვრო შესაძლებლობა - ეს გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქეა. პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.“წესი, საიმისოდ რომ არ გაჩერდე ასეთია - რომ... ერთ ცხოვრებაში იცხოვრო რამდენჯერმე... ძალიან ხშირად ვუყურებ ჩემს თავს, როგორც პერსონაჟს“, - სალომე ბენიძე.ეპიზოდის ნახვა მაყურებელს 14 მაისს, 21:00 საათზე „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ Youtube არხზე შეეძლება.იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ ახალი ეპიზოდები და გაიგოთ ვინ იქნებიან ევროპული თავგადასავლების მეგზურები, გამოიწერეთ Youtube არხი – „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“.
1747133330

თიბისი კაპიტალი წერს, მიუხედავად იმისა, რომ 2025 წელს მიზნობრივზე მცირედით მაღალი ინფლაცია ჯერ კიდევ შარშან ჩვენს საბაზო სცენარს წარმოადგენდა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ინფლაციური წნეხი შედარებით გაზრდილია.კერძოდ, სეზონურად შესწორებული და გაწლიურებული თვიური ინფლაცია ბოლო 6 თვეში, წინა პერიოდებთან შედარებით, საკმაოდ მაღალია. გარდა ამისა, ნაწილობრივ ამოწურვის მიუხედავად, წლიური ინფლაციის მაჩვენებლებზე ჯერ კიდევ შემცირების მიმართულებით მოქმედებს ფასების ერთჯერადი ცვლილების ეფექტები რიგ პროდუქტებზე.თიბისი კაპიტალის პროგნოზით, ინფლაცია წლის განმავლობაში მცირედით კვლავ გაიზრდება და დეკემბრისთვის, დაახლოებით, 4%-ს მიაღწევს.2025 წლის პირველ ოთხ თვეში საშუალო ინფლაციამ 2.8% შეადგინა. შედარებისთვის, 2024 წელს საშუალო ინფლაცია 1.1% იყო. რასაკვირველია, ინფლაციის აჩქარება, გარკვეულწილად, შარშანდელი დაბალი საბაზო ეფექტითაც არის განპირობებული. 2024 წლის საშუალოსთან შედარებით, ინფლაცია ყველაზე მეტად შერეულ პროდუქტებზეა გაზრდილი, ხოლო იმპორტულ პროდუქციაზე ინფლაცია, პირიქით, შემცირებულია. პარალელურად, ადგილობრივ პროდუქტებზე ფასების ზრდა, უკვე სამი თვეა, მიზნობრივ მაჩვენებელს აჭარბებს. აღნიშნულში საკუთარი წვლილი მარტსა და აპრილში პურის გაძვირებამაც შეიტანა, თუმცა ადგილობრივი ინფლაცია ამ ეფექტის გარეშეც მიზნობრივზე მაღალი იქნებოდა. ფასების დინამიკა ადგილობრივ პროდუქციაზე საყურადღებო ინდიკატორია, რადგან იგი შედარებით ხისტია და უკეთ ასახავს ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ტენდენციებს.თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკური განახლების თანახმად, ადგილობრივად წარმოებული პროდუქცია შუალედური მოხმარებისთვის იმპორტის საკმაოდ მაღალ კომპონენტსაც მოიცავს. შესაბამისად, თიბისი კაპიტალის აზრით, ინფლაციური მოლოდინებისა და გრძელვადიანი ტრენდის შეფასებისთვის ყველაზე შესაფერისი მომსახურების ინფლაციაა, რადგან იგი ნაკლები მერყეობითა და იმპორტული კომპონენტის შედარებით მცირე წილით ხასიათდება. ინფლაციის ამ კუთხით ანალიზი აჩვენებს, რომ 2025 წელს ჯამური ინფლაციის აჩქარება მთლიანად საქონლის ინფლაციის ზრდით იყო განპირობებული, მაშინ როდესაც მომსახურების ინფლაცია ფაქტობრივად არ შეცვლილა. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია ინტერნეტის გადასახდელის შემცირების ერთჯერადი ეფექტი, რომლის გარეშეც მომსახურების ინფლაცია აპრილში მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე მცირედით მაღალი იქნებოდა. საყურადღებოა, რომ მომსახურების ინფლაციაში აჩქარება შეინიშნება სეზონურად შესწორებულ თვიურ ჭრილში, რაც, თუ ეკონომიკური ზრდის მიმდინარე შეფასებას გავითვალისწინებთ, ამ არხიდან ფასებზე გადაცემის მექანიზმთან თანხვედრაშია. რაც შეეხება საქონლის ინფლაციას, ზრდაში ერთ-ერთი მსხვილი წვლილი საკვებზე ფასების მატებამ შეიტანა.თავის მხრივ, საკვებზე ფასების ზრდა განპირობებულია როგორც ადგილობრივი, მათ შორის ზემოაღნიშნული პურის ფასების, ასევე გლობალური ფაქტორებით. მიუხედავად იმისა, რომ სამომხმარებლო კალათაში საკვები პროდუქციის უმრავლესობა ადგილობრივად წარმოებულად არის კლასიფიცირებული, როგორც ზემოთ ითქვა, მრავალი პროდუქტი იმპორტულ კომპონენტებს მოიცავს. რაოდენობრივი შეფასებით, ვლინდება მჭიდრო კავშირი სურსათზე გლობალურ ფასებს, ლარის გაცვლით კურსსა და ადგილობრივ ბაზარზე სურსათის ფასებს შორის. თავისთავად, ცალკეული საკვები პროდუქტის შემთხვევაში ეს კავშირი კიდევ უფრო ძლიერია. რასაკვირველია, გლობალური ფასებისა და გაცვლითი კურსის გადაცემის მექანიზმი ძალზე გამოკვეთილია სრულად იმპორტული პროდუქტების მაგალითზე, როგორიცაა საწვავი. აპრილში ბენზინის ფასების კლებამ წლიური ინფლაციის შემცირებაში 0.2 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა, რაც ჩვენს მოლოდინებთან თანხვედრაშია. თუ გლობალური ფასები არსებულ დონეზე შენარჩუნდა, ინფლაციის შემცირების კუთხით კონტრიბუცია პოტენციურად 0.5 პროცენტულ პუნქტს ან მცირედით მეტსაც კი მიაღწევს.რაც შეეხება ინფლაციის უფრო ანალიტიკურ მაჩვენებლებს, როგორიცაა სხვადასხვა მეთოდით გაანგარიშებული საბაზო ინფლაცია, ბოლო 6 თვის განმავლობაში აჩქარება ამ კუთხითაც შეინიშნება, თუმცა აპრილში, წინა თვეებთან შედარებით, ინფლაციური ზეწოლა ნაკლებად გამოკვეთილი იყო. გარდა ამისა, გამოვყოფთ მწარმოებელთა ფასების ინდექსის დინამიკას, რომელიც ხშირად სამომხმარებლო ფასების წინმსწრები მაჩვენებელია და, მარტის მდგომარეობით, შედარებით მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება.თიბისი კაპიტალის ანგარიშით, საერთაშორისო ფასების კუთხით, აღსანიშნავია, რომ, მარტის მდგომარეობით, გაზრდილია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის ფასების ინდექსები. ამავე დროს, საერთაშორისო ბაზრებზე ბოლო პერიოდში ფართო მოხმარების საქონელი კლების ტენდენციით ხასიათდება, რაც ინფლაციაში, სავარაუდოდ, სრულად ჯერ არ ასახულა. რაც შეეხება ლარს, მართალია, დოლარის გლობალური გაუფასურების ფონზე ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა, თუმცა კიდევ უფრო მეტად გამყარდა საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები. ამდენად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი, შეწონილი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების მიმართ, პირიქით, გაუფასურდა. გრძელვადიან ტრენდზე დაკვირვებით, ლარი მიმდინარე პერიოდში წონასწორულთან შედარებით მცირედით გაუფასურებულია, რაც იმპორტული პროდუქციის გაძვირების გარკვეულ რისკს შეიცავს.დასასრულს, თიბისი კაპიტალი გამოყოფს ორ შედარებით უფრო სტრუქტურულ საკითხს. პირველი; მიმდინარე მდგომარეობით, შრომის ბაზრიდან ინფლაციაზე ზეწოლა არ იკვეთება. მიუხედავად ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ეკონომიკაში რეალური ხელფასების მნიშვნელოვანი მატებისა, გაზრდილია შრომის პროდუქტიულობის მაჩვენებელიც, რის გამოც წარმოების ერთეულზე სახელფასო ხარჯი რეალურ გამოსახულებაში განსაკუთრებულად არ შეცვლილა. შესაბამისად, ამ კუთხით ინფლაციური ზეწოლის წარმოქმნის წინაპირობა რეალური ხელფასების მხოლოდ დამატებით გამოკვეთილი ზრდა შეიძლება გახდეს. მეორე; ფართო რეგიონის ქვეყნების ინფლაციის მონაცემთა რაოდენობრივი ანალიზით ვლინდება, რომ როგორც საქართველოში, ასევე რეგიონის ქვეყნებში ბოლო ათი წლის განმავლობაში ინფლაციის დინამიკას ძირითადად საერთო რეგიონული ფაქტორები განსაზღვრავდა, ხოლო ადგილობრივ ფაქტორებზე შედარებით მცირე წვლილი მოდიოდა. კერძოდ, საქართველოს შემთხვევაში, ინფლაციის, დაახლოებით, 75% სწორედ ამ საერთო ფაქტორებით აიხსნება.
1747128959

პარტნიორობის ფარგლებში, ჯამში 6 სესია გაიმართება. ბიზნეს სესიები აუდიტორიას დაეხმარება, სწორად და სიღრმისეულად შეაფასონ იდეა, რომელსაც შემდგომში ბრენდად აქცევენ, აირჩიონ ოპტიმალური იურიდიული ფორმა, იპოვონ კონკურენტული უპირატესობა, მოიძიონ ფინანსები და რესურსები. შექნან საუკეთესო გუნდი, რომელიც ბიზნესის გაციფრულებაში, ოპერაციების ოპტიმიზაციასა და გაყიდვების ზრდაში დაეხმარება.იხილეთ ბიზნეს სესიების განრიგი:· 14 მაისი, 20:00 — ბიზნეს იდეის გენერირება, რეგისტრაცია და იურიდიული ფორმის შერჩევა (დავით მარკოზაშვილი);· 21 მაისი , 20:00 — ბაზრის კვლევა, სეგმენტაცია, კონკურენტული ანალიზი (ვასკა ჩუბინიძე);· 28 მაისი, 20:00 — გუნდის შექმნა და მართვა (ნინო ოხანაშვილი);· 4 ივნისი , 20:00 — ფინანსური პროექცია და დაფინანსების მოძიება (გიგა ფაიქიძე);· ივნისი, 20:00 — ბრენდინგი და კომუნიკაციის სტრატეგია (მარიამ ბებიაშვილი);· 18 ივნისი, 20:00 — ბიზნესის გაციფრულება და ელ-კომერცია (გიორგი ბერეჩიკიძე).პირველ სესიაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სესიები საქართველოს ბანკის ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. მასზე ხელმისაწვდომია 60-მდე კურსი სხვადასხვა თემატიკაზე. ხოლო ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.
1747128880

„მივიღე გადაწყვეტილება ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. ქალაქის ხელმძღვანელად ყოფნა იყო დიდი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის, მადლობა იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქართული ოცნების დიდ ოჯახს და, რა თქმა უნდა, ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად“, – წერს ჩიქოვანი.ჩიქოვანი თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა. 2020 – 2021 წლებში კი მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
1747127618
ნათია თურნავასადმი მიმართვაში BGA-ს დამფუძნებლები ირაკლი გილაურს მათი...
1746702106
🎥 კლინიკებს 20/21 წ.წ.-ის დავალიანების 75%-ს ჩამოაწერენ
1746092177
პეისერა მოგებაზე ვერც Q1/2025-ში გავიდა
1746702301
სასესხო პორტფელით TBC ლიდერობს - ბანკების რეიტინგი
1746188354
₾319 მლნ წმინდა მოგება და 23.2%-იანი ROE - TBC PLC 1Q25-ის შედეგებს აქ...
1746686813