თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11,9 აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.7%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი $3,2 მლრდ იყო (გაიზარდა 13.7%-ით), ხოლო იმპორტი $8,7 მლრდ (გაიზარდა 12.4%-ით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-ივნისში $5,5 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.8%-ია.
საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდო 45,8%-მდე შემცირდა

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

8-16 აგვისტოს, თბილისი FIBA U16 EuroBasket-ს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას ევროპის 16 საუკეთესო ნაკრები მიიღებს და ერთმანეთს ჩემპიონობისთვის შეეჯიბრება.სულ, თბილისი არენასა და ოლიმპიურ სასახლეში 56 შეხვედრა გაიმართება. ყველა შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთს, გერმანიასა და სერბეთს — ევროპის კალათბურთის გრანდებს შეხვდება.ტურნირის ფორმატის თანახმად, მერვედფინალში ყველა გუნდი გადავა. ამის შემდეგ კი თითოეული მატჩი გადამწყვეტი იქნება როგორც ტიტულისთვის ბრძოლაში, ისე საბოლოო ადგილების განაწილებისთვის.ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს FIBA U16 EuroBasket-ზე. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
1754576520

ლარის მოცულობა 1 აგვისტოს მდგომარეობით, 6.9 მილიარდს აღწევს.სებ-ის განახლებული „თვის მიმოხილვით“ ივბნისში მთავრობის დეპოზიტებზე სახსრები 53.7 მლნ ლარით შემცირდა, 939 მლნ ლარამდე. სარეზერვო ფულის მოცულობამ 346.1 მლნ ლარით (-4.5%m.m) დაიკლო, 7.4 მლრდ ლარამდე. მონეტარული ბაზა, 2.8%-ით (-216 მლნ m.m) შემცირდა.სავალუტო აუქციონი არ გამართულა, (2024-ის ოქტომბრიდან, როცა სებ-მა 4 აუქციონზე (8.10; 18.10; 23.10; 25.10) $213 მლნ-ზე მეტი გაყიდა და სისტემა 600 მლნ ლარამდე ლიკვიდობა მოაკლდა.ოვნისში BMatch პლატფორმზე სებ-მა $266 მილიონი შიისყიდა (წმინდა შესყიდვა). რაზეც რეგულატორმა 25 ივლისსაც განაცხადა, როცა სავალუტო ოპერაციების ცხრილი განაახლა..მარტი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 101.7 მილიონი აშშ დოლარი.აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.4 მილიონი აშშ დოლარი.მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 245.4 მილიონი აშშ დოლარი.ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.0 მილიონი აშშ დოლარისებ-ის წმიმდა შესყიდვებმა სავალუტო რეზერვების $400 მლნ-მდე ზრდა განაპირობა. ივლისის ნავაჭრი 25 აგვისტოს გაცხადდება, ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ.ივნისში კი შიდა სამთავრობო კონვერტაციებით სებ-ის წმინდა სავალუტო გაყიდვები $55 მლნ-მდე იყო, რის გამოც წმინდა უცხოური აქტივები მხოლოდ 211.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
1754575860

ნებისმიერ დროსა და ადგილას ერთ აპლიკაციაში შესაძლებელია: კომპანიის ყველა ანგარიშის კონტროლი; დეტალური ამონაწერის ნახვა; საჭირო ტრანზაქციების შესრულება; ხელფასების ჩარიცხვა; დამატებითი ფინანსური რესურსების მოთხოვნა ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული პირობებით და სხვა. აპლიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციონალი გადარიცხვებია. მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი არჩევანის გასაზიარებლად და უკეთესი გამოცდილების შესაქმნელად, ბიზნეს მობილბანკიდან თანხის გადასარიცხად სამი მარტივი გზაა:კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდით, რომელიც საგადასახადო საქმიანობისთვის ბიზნესისთვის მიკუთვნებული ნომერია. მისი გამოყენებით გადარიცხვისას შეცდომის რისკი დაბალია და კომპანიის სრული საბანკო დეტალების მოძიება საჭირო აღარაა.პირადი ნომრით - თუ მიმღები ფიზიკური პირია – მომხმარებელი, სერვისის მიმწოდებელი, ინდ მეწარმე ან პარტნიორი - გადარიცხვისას მისი პირადი ნომერი შეგიძლიათ მიუთითოთ. სისტემა შესაბამის ანგარიშს ავტომატურად მოძებნის და გადარიცხვას რამდენიმე წამში დაასრულებთ.ანგარიშის ნომრით გადარიცხვა კი ტრადიციული, სტანდარტული გზაა. მისი დახმარებით შესაძლებელია გადარიცხვების შესრულება როგორც საკუთარ ანგარიშებს შორის, ისე სხვა პირებთან, სხვა ბანკებსა თუ ხაზინაში.„გადარიცხვების პროცესის გამარტივებით, საქართველოს ბანკი ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, ყოველდღიურ პროცესებში ნაკლები დრო დახარჯონ და ბიზნესის ზრდასა და სტრატეგიულ საკითხებს მეტი დრო დაუთმონ. რაც მთავარია, ბიზნეს მობილბანკი მუდმივად ვითარდება და რეგულარულად ემატება ფუნქციები, რომლებიც ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულია“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.გამოცადეთ ბიზნეს მობილბანკის შესაძლებლობები აქ. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად, 2 წუთში.
1754573559

სების განმარტებით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე - ივლისის მონაცემებით მიღწეული მაჩვენებელიც აღნიშნულის დასტურია.სებში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სები რეზერვების შევსებას განაგრძობს. მაგალითისთვის, მარტში 101.7 მლნ-ის, აპრილში 266.4 მლნ-ის, მაისში 245.4 მლნ-ის, ხოლო ივნისში 266 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორდიელდა, ჯამურად 2025 წლის იანვარ-ივნისში წმინდა შესყიდვებმა 879.5 მლნ შეადგინა. წმინდა შესყიდვების ივნისის სტატისტიკა კი 25 აგვისტოს გამოქვეყნდება.2025 წლის ივლისის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 15.1%-ს (757 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 257 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 8 სექტემბერს გამოაქვეყნებს.
1754573491

ევროკავშირის პრესსპიკერი აღნიშნავს, ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია.„7 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყებიდან 17 წელი შესრულდა. ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია.ვგმობთ რუსეთის გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონების ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე და მივიჩნევთ, რომ ამ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალების განგრძობადი ყოფნა არღვევს საერთაშორისო სამართალს და ეწინააღმდეგება 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად რუსეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა კვლავ იტანჯება ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, როგორიცაა „ბორდერიზაცია“, გადაკვეთის პუნქტების დაკეტვა და უკანონო დაკავებები. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები უნდა დასრულდეს, აუცილებლად უნდა ჩატარდეს გამოძიებები ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებთან დაკავშირებით, ყველა დაზარალებულისთვის სამართლიანობის უზრუნველსაყოფად. ლტოლვილთა და დევნილთა უფლებები კვლავ გამოწვევის წინაშეა და ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ მათ უფლებას მდგრადი გადაწყვეტის არჩევასთან დაკავშირებით, რომელიც ნებაყოფლობით, უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას მოიცავს.ევროკავშირი კვლავ აქტიურად არის ჩართული ამ კონფლიქტების მოგვარებაში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში (GID) თანათავმჯდომარის რანგში და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მიმდინარე მუშაობის საშუალებით. ეს მექანიზმი ისევ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) 200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებლის მონაწილეობით და 2026 წლის დეკემბრამდე გახანგრძლივებული მანდატით, კვლავაც გადამწყვეტ როლს ასრულებს უსაფრთხოების სიტუაციის სტაბილიზაციაში, რადგან ის ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო მისიაა. მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ყველა მონაწილეს კონსტრუქციულად ჩაერთონ განხილვებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების და ასევე 2008 წლის 8 სექტემბრის განხორციელების ზომების შესახებ შეთანხმების სრული განხორციელების მისაღწევად.ევროკავშირი კვლავ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რეგიონში სტაბილიზაციისა და კონფლიქტების მოგვარების ძალისხმევაში ჩართულობის ერთგული რჩება“, - აღნიშნულია ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებაში.2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.რუსეთს ოკუპირებული აქვს დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ამ ორი რეგიონის ოკუპაციიდან ორ თვეში რუსეთმა ისინი დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარა. რუსეთის შეიარაღებული ძალები დღემდე აკონტროლებენ საქართველოს ამ ორ რეგიონს, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 20%–ს შეადგენს.2008 წლის 12 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ და რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა მოსკოვში მოაწერეს ხელი საქართველოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების 6-პუნქტიან შეთანხმებას. ამ დოკუმენტის პირობებს რუსეთი დღემდე არღვევს და უარს ამბობს ომამდელ პოზიციებზე დააბრუნოს საკუთარი სამხედროები.„ქართული ოცნების" ხელისუფლება ომის დაწყების დღედ 2008 წლის 8 აგვისტოს მიიჩნევს. ის ომის დაწყებაში „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებას ადანაშაულებს და არა - რუსეთს.
1754569442

აზერბაიჯანული სააგენტო რეპორტის ცნობით, აქციონერთა რიგგარეშე კრება ბაქოში გაიმართა.Middle Corridor Multimodal Ltd არის საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის სარკინიგზო კომპანიების მიერ შექმნილი ერთობლივი საწარმო, რომლის დანიშნულებაცაა შუა დერეფანში სატრანზიტო გადაზიდვების განვითარება და ეფექტიანობის გაზრდა.
1754567663

GCAP-ის ანაზღაურების კომიტეტის თავმჯდომარის ნილ ჯანინის განცხადებით, დროთა განმავლობაში, ირაკლი გილაურმა Georgia Capital-ში მნიშვნელოვანი მფლობელობა დააგროვა, მიუხედავად იმისა, რომ მას ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ფულადი ანაზღაურება არ მიუღია.შესაბამისად, ჯანინის თქმით, ანაზღაურების კომიტეტმა გილაურს მოუწოდა, გაეყიდა თავისი აქციების ნაწილი Georgia Capital-ში.ჯანინის ცნობით, 1H25-ის ანგარიშის გამოქვეყნების დღეს, 6 აგვისტოს, გილაურმა დაადასტურა, რომ გეგმავს დროთა განმავლობაში გაყიდოს მაქსიმუმ Georgia Capital-ის 625 000 აქცია, ფინანსური დივერსიფიკაციის მიზნით. ეს იქნება მისი პირველი აქციების გაყიდვა მას შემდეგ, რაც კომპანია 2018 წლის მაისში დაარსდა.ამჟამად, გილაური ფლობს საერთო ჯამში 3,126,503 აქციას, რომელთაგან 2,131,709 აქცია მის საკუთრებაშია პირდაპირ და 994,794 აქცია ჯერ არ არის გადაცემული (ფლობს როგორც ნულოვანი ღირებულების ოფციონებს), რომლებიც გადაეცემა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ანაზღაურების პოლიტიკის განრიგის შესაბამისად.ჯანინის თქმით, გილაურმა ეს აქციები Georgia Capital-სა და მის წინამორბედში – საქართველოს ბანკში, თავისი 20 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში დააგროვა სხვადასხვა გზით: ნაღდი ფულით შეძენით (213 523 აქცია), გადავადებული ხელფასის აქციებით (ნულოვანი ღირებულების ოფციონებით) და აქციონერული ბონუსებით – თავდაპირველად საქართველოს ბანკში, შემდგომში კი Georgia Capital-ში.კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, გაყიდვის შემდეგ და 2025 წლის სახელფასე აქციების მინიჭების შემდეგ, გილაური დაახლოებით 2.7 მლნ აქციას დაიკავებს.მისივე თქმით, ჯგუფის CEO კვლავ ძალიან დარწმუნებულია როგორც Georgia Capital-ის, ასევე საქართველოს ეკონომიკის ძლიერ პერსპექტივებში და დარჩება კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქციონერი. ოჯახური ქონების დაგეგმარების მიზნით, მან ასევე შეატყობინა კომპანიას, რომ გეგმავს დარჩენილი აქციების გადატანას ცალკე სამართლებრივ სუბიექტში.
1754566407

„ვაცხადებთ ახალი, ₾700 მლნ-ის მოცულობის კაპიტალის დაბრუნების პროგრამის დაწყებას, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ 2027 წლის ბოლომდე. პროგრამა მოიცავს კაპიტალის დაბრუნებას აქციების უკან გამოსყიდვის, დივიდენდების გადახდისა და არსებული, მდგრადობაზე მიბმული ადგილობრივი ობლიგაციების (რომლებიც 2028 წელს იწურება) მაქსიმუმ $150 მლნ-ის ოდენობით ვადამდე წინასწარ დაფარვის მეშვეობით“, - აცხადებს გილაური.მისივე თქმით, პროგრამის დაწყება მხარდაჭერილია GCAP-ის წმინდა აქტივების კაპიტალთან (NCC) შეფარდების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით, რომელიც 2025 წლის მეორე კვარტალში რეკორდულად დაბალ ნიშნულზე — 7%-ზე დაფიქსირდა.პროგრამის დაფინანსება იგეგმება არსებული ძლიერი ლიკვიდური სახსრებისა და GCAP-ის მიერ გენერირებული მყარი თავისუფალი ფულადი ნაკადების კომბინაციით (საერთო ჯამში, პროგრამის მთლიანი პერიოდის განმავლობაში, ამ ორზე დაფუძნებული რესურსი ₾700 მლნ-ს გადააჭარბებს), - აცხადებს გილაური.ახალი პროგრამის განხორციელება მიმდინარე აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამის დასრულების შემდეგ, მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყება, საწყისი $50 მლნ-ის აქციების გამოსყიდვის პროგრამით.ასევე, 2025 წლის სექტემბერში, GCAP გეგმავს ისარგებლოს ოფციონით და ვადამდე გამოისყიდოს მინიმუმ $50 მლნ-ის ღირებულების ადგილობრივი ჰოლდინგის ობლიგაციები, რომელთა მთლიანი მოცულობა $150 მლნ-ს შეადგენს.
1754565616