თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $15.5 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.5%-ით მეტია.
აქედან, ექსპორტი $4.6 მლრდ იყო (გაიზარდა 21.6%-ით), ხოლო იმპორტი $10.8 მლრდ (გაიზარდა 2.4%-ით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-ივლისში $6.1 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.8%-ია.

