თბილისი (GBC) - ოსლოში, ღვინის დეგუსტაციაზე 14 ქართული კომპანიის ღვინო იყო წარმოდგენილი. 

ღვინის სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებას ადგილობრივი სომელიეები, ღვინის ექსპერტები, მედიისა და ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სკანდინავიის ქვეყნებში (ნორვეგია, შვედეთი, დანია) ქართული ღვინის პოპულარიზაციის აქტივობები 2022 წლიდან გააქტიურდა.

მათ შორის, დეგუსტაცია-პრეზენტაციები და სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის „საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენებები გაიმართა.

ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ საერთაშორისო გამოფენებში "RAW WINE“ (კოპენჰაგენი), Expovina(ციურიხი) და Stockholm Food and Wine (სტოკჰოლმი).