თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებულ ალკოჰოლური სასმელების სექტორის კვლევაში აღნიშნულია, რომ ღვინის სექტორში აქტიურ საწარმოთა რიცხვი ყოველ წელს მატულობს. მაგალითისთვის, 2024 წელს ღვინის სექტორში დარეგისტრირებული 2 367 საწარმოდან მოქმედი იყო 1 137, ანუ 44%, რაც გაუმჯობესებული მაჩვენებელია 2023 წელთან შედარებით, როდესაც ქვეყნის მასშტაბით აქტიური იყო სულ 1 026 (42%) საწარმო. 

სების კვლევის თანახმად, გასული წლის მონაცემებით, ღვინის სექტორში რეგისტრირებულ საწარმოთა წილი მთლიანად ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული საწარმოების 0.23%-ია.

სების მონაცემებით, ბოლო10 წლის განმავლობაში ღვინის სექტორი საქართველოში სტაბილურად მზარდია.

ამასთან, ღვინის მწარმოებელი კომპანიების ბრუნვა 2014-2023 წლებში 11.6%–ით იყო გაზრდილი.

ბრუნვა საშუალოდ ერთ მოქმედ ღვინის საწარმოზე 2024 წელს ₾1 მლნ იყო, 2023 წელს კი ₾1.1 მლნ.