თბილისი (GBC) – თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ხუთშაბათს მოულოდნელად გაზარდა 42,5%–დან 46%–მდე.

თურქული მედიის ცნობით, ამის შესახებ თურქული რეგულატორი ხუთშაბათის სხდომის დასრულების შემდეგ ავრცელებს ინფორმაციას.

საფინანსო ბაზრის ანალიტიკოსების უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთის არსებულ ნიშნულზე შენარჩუნებას ელოდა.

თურქსტატის მონაცემებით, თურქეთში მარტში წლიური ინფლაცია 38,1%–მდე შენელდა. ეს მაჩვენებელი იანვარში 42,12%–ს, ხოლო თებერვალში 39,05%–ს შეადგენდა.