ოქრო NYMEX(უნც.)  1204.40  -0.12%    |    პლატინა (უნც.)  803.20  +0.29%    |    ვერცხლი (უნც.)  14.19  -0.23%    |    პალადიუმი NYMEX  983  +0.61%    |    ნიკელი (ტონა)  12340  +0.55%    |    ალუმინი (ტონა)  2034  -0.07%    |    ნავთობი (Brent)  77.78  -0.35%    |    გაზი(NYMEX)  2828  +0.50%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  10.68  -3.09%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  97.25  -2.56%    |    ხორბალი (ტონა)  508.50  +0.30%    |   
 USD 2.6226        EUR 3.0868        GBP 3.4416        RUB 3.9814        UAH 0.9336        AZN 1.5473        AMD 5.4411      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ჰონგ-კონგის სავაჭრო ცენტრში Harbour City -ში გეფერინის მაღაზია გაიხსნა
10 ივლისი, 2018, 17:25
ჰონგ-კონგის სავაჭრო ცენტრში Harbour City -ში გეფერინის  მაღაზია გაიხსნა

თბილისი (GBC) - ჰონგ-კონგის სავაჭრო ცენტრში Harbour City -ში "გეფერინის"  მაღაზია გაიხსნა.

ქართულმა კომპანიამ ჰონგ-კონგში მაღაზია  სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გახსნა.

კომპანიამ კონტაქტი InterBlock Hong Kong Limited-თან მარტში,  ჰონგ-კონგში გამართულ ტყავის პროდუქტების გამოფენაზე APLF -ზე დაამყარა. მხარეებმა  კონტრაქტი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც ქართული კომპანია ჰონგ-კონგის ტერიტორიაზე ერთი წლის განმავლობაში ექსკლუზიური წარმომადგენელი იქნება.

"სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ამასთანავე, სათანადო პლატფორმას ქმნის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების კუთხით", - აცხადებენ სააგენტოში და აღნიშნავენ, რომ ქართული პროდუქტების წარმატებით ექსპორტს ხელს შეუწყობს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები.

შეგახსენებთ,  საქართველოს აქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA). ასევე 2018 წლიდან ძალაშია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სპონსორები