ოქრო NYMEX(უნც.)  1204.40  -0.12%    |    პლატინა (უნც.)  803.20  +0.29%    |    ვერცხლი (უნც.)  14.19  -0.23%    |    პალადიუმი NYMEX  983  +0.61%    |    ნიკელი (ტონა)  12340  +0.55%    |    ალუმინი (ტონა)  2034  -0.07%    |    ნავთობი (Brent)  77.78  -0.35%    |    გაზი(NYMEX)  2828  +0.50%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  10.68  -3.09%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  97.25  -2.56%    |    ხორბალი (ტონა)  508.50  +0.30%    |   
 USD 2.6193        EUR 3.0693        GBP 3.4651        RUB 3.9538        UAH 0.9336        AZN 1.5449        AMD 5.423      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
რეიტინგები << უკან
მსოფლიოში ფიშინგდაქვემდებარებულ მომხმარებელთა შორის საქართველო მე-3-ე ადგილზე დგას
11 სექტემბერი, 2018, 11:12
მსოფლიოში ფიშინგდაქვემდებარებულ მომხმარებელთა  შორის საქართველო მე-3-ე ადგილზე დგას

თბილისი (GBC) - მსოფლიოში ფიშინგდაქვემდებარებულ მომხმარებელთა  შორის საქართველო მე-3-ე ადგილზე დგას , - ასეთია  „კასპერსკის ლაბორატორიის“   კვლევის შედეგი.

კომპანიის ცნობით, 2018 წლის აპრილ-ივნისში საქართველოში მომხმარებელთა 14,44% დაექვემდებარა ფიშინგს.   2018 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი ადგენდა 11,56% -ს, მე-8-ე ადგილს, მეორე კვარტალში კი საქართველო არ შედიოდა იმ ქვეყნების ათეულში, რომელთა მომხმარებლები დაექვემდებარნენ ფიშინგს. 

 

ქვეყანა

2018წ.  აპრილ-ივნისი

%*

1.

ბრაზილია

15,51

2.

ჩინეთი

14,77

3.

საქართველო

14,44

4.

ყირგიზეთი

13,60

5.

რუსეთი

13,27

6.

ვენესუელა

13,26

7.

მაკაო

12,84

8.

პორტუგალია

12,59

9.

ბელორუსია

12,29

10

სამხრეთ კორეა

11,66

*ქვეყანაში „კასპერსკის ლაბორატორიის“ პროდუქტის მომხმარებელთა  იმ ნაწილისთვის, რომელთა კომპიუტერზეც ამუშავდა  ანტიფიშინგური სისტემა.

2018 წლის მეორე კვარტალში მთელს მსოფლიოში ანტიფიშინგური სისტემის დახმარებით  თავიდან იქნა აცილებული მომხმარებელთა  თაღლითურ  საიტზე გადასვლის  107 785 069 შემთხვევა, რაც 2018 წლის  პირველ კვარტალთან შედარებით 17 მილიონზე მეტია. მსოფლიოში „კასპერსკის ლაბორატორიის“ პროდუქტის გამომყენებელთა საერთო რაოდენობიდან  უნიკალურ  შეტევადაქვემდებარებული მომხმარებლების რიცხვმა შეადგინა 9,6 %.

 „ინტერნეტ ფიშერების ასეთი დაინტერესება საქართველოსადმი განპირობებულია ქვეყანაში ინტერნეტ-ინდუსტრიის ზრდით, ისევე როგორც  ელექტრონული კომერციით, ონლაინ-ბანკინგით, კრიპტოვალიუტით, სოციალური ქსელებითა და მესენჯერებით გატაცების  გამო. თუ ადრე ფიშერების ძირითად ობიექტს წარმოადგენდა ელექტრობული ფოსტა, ახლა მომხმარებლები მეტად ყურადღებით უნდა მოეპყრან  ყველა მესიჯს, განცხადებასა და „თხოვნას“ ნებისმიერ რესურსზე. უნდა გვახსოვდეს, რომ უფასო, ან ძალიან იაფი ავიაბილეთები, ადგილები სასტუმროებში და დისკონტური კუპონები არ არსებობენ. ხოლო ფიშინგ-საიტებზე ასეთი წინადადების შემომთავაზებელი კიბერ-თაღლითების განზრახვაა  —  მიიღონ მომხმარებლების საბანკო ბარათების მონაცემები ფულის მოპარვის მიზნით. რომ არ მოვხვდეთ ფიშერების ანკესზე და არ გადავიდეთ მათ მიერ გაყალბებულ საიტებზე, მომხმარებლები უნდა დარწმუნდნენ, რომ იმ საიტის მისამართი, რომელზეც ისინი გადადიან ელექტრონული ფოსტის, მესენჯერის, სხვა საიტის ან SMS-შეტყობინების  მეშვეობით -ყალბი არ არის. უფრო კარგი იქნება,  თუ ვისარგებლებთ   ანტიფიშინგისა და ანტისპამის ფუნქციით აღჭურვილი ანტივირუსული  ეფექტური გადაწყვეტილებით“, - აღნიშნავს კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, „კასპერსკის ლაბორატორიის“ რეგიონალური წარმომადგენელი  საქართველოსა და სომხეთში არმენ კარაპეტიანი.

უფრო დაწვრილებით ინფორმაციას 2018 წლის მეორე კვარტალის სპამისა და ფიშინგის შესახებ გაეცნობით „კასპერსკის ლაბორატორიის“ ანგარიშში:  https://securelist.com/spam-and-phishing-in-q2-2018/87368/.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სპონსორები