ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.2896        EUR 3.6232        GBP 4.033        RUB 4.2168        UAH 1.1736        AZN 1.9425        AMD 6.6457      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გიორგი ქადაგიძე ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის დეკანის პოსტიდან გაათავისუფლეს
31 იანვარი, 2019, 21:50
გიორგი ქადაგიძე ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის დეკანის პოსტიდან გაათავისუფლეს

თბილისი (GBC) - გიორგი ქადაგიძე ილიას უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის  დეკანის პოსტიდან გაათავისუფლს. 

"ზუსტად ერთი წლის წინ მივიღე გადაწყვეტილება ჩემი დროის დიდი ნაწილი დამეთმო განათლების სექტორისთვის, კერძოდ კი ილიას ბიზნესის სკოლის რეფორმირებისთვის.

პირადი მიზეზების გამო მომიწია ერთი კვირით ქვეყნის დატოვება. ამ პერიოდს „მომზადებული“ ხვდება უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ატარებს ე.წ. რეორაგანიზაციას რომლის შედეგად სამწუხაროდ აღარ ვარ სკოლის დეკანი.

მიზეზი ძალიან მარტივი და ამავე დროს ფუნდამენტურია. მისი სახელია ცვლილებების შიში და ძირეული სიახლეების მიუღებლობა. არადა სწორედ რომ სიახლეების და რეალური რეფორმების დაგვიანების ფასს ყოველწლიურად ჩვენი ათასობით სტუდენტი იხდის.

ცხადია ეს ამბავი ჩემთვის მხოლოდ ახლა იწყება. მეტის დაწერა სამწუხაროდ პირადი მიზეზების გამო არ შემიძლია, მაგრამ ორშაბათიდან ყველაფერი იქნება საჯარო.

მანამდე კი ვისაც ეს თემა მართლაც აღელვებს და აინტერესებს, ვდებ რამდენიმე კვირის წინ აკადემიური საბჭოსთვის მიწერილ წერილს რომელიც ე.წ. რეორგანიზაციის მიზეზს ნათელს ხდის  ", - წერს გიორგი ქადაგიძე და ლინკს ავრცელებს 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები