ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0719        EUR 3.6021        GBP 4.0008        RUB 4.1678        UAH 1.1046        AZN 1.807        AMD 6.3223      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ხარისხიანი აქტივი ავსებს განახლებადი ენერგიის პორტფელს - გილაური
მარიამ მინაძე
15 ნოემბერი, 2019, 14:38
ხარისხიანი აქტივი ავსებს განახლებადი ენერგიის პორტფელს - გილაური

თბილისი (GBC) - ჯორჯია კაპიტალს ქართლის ელექტროსადგურის შესყიდვა $31.8 მლნ უჯდება. Georgia Capital PLC-მ დღეს სს ქართლის ქარის ელექტროსადგურის 100%-იანი წილი იყიდა. ჯგუფი $14.4 მილიონს ნაღდი ანგარიშსწორებით გადაიხდის,  $17.4 მილიონიან სესხს გადაიბარებს.

აუდირებული ფინანსური ანგარიშის შესაბამისად, კომპანიის ჯამური აქტივების ღირებულება 2018 წლის 31 დეკემბრისთვის $31 მილიონადაა შეფასებული, ამავე პერიოდისთვის კი კომპანიამ $4 მილიონის EBITDA გამოიმუშავა. 50.1%-ს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ფლობს  49.9%-ს  ნავთობის და გაზის კორპორაცია ყიდის.  

20.7 მგვ ქართლის ქარის ელექტროსადგური ერთადერთია საქართველოში, რომელიც 2016 წლის 20 დეკემბერს ოფიციალურად შევიდა ექსპლუატაციაში. მისი ღირებულება ჯამში $34 მილიონი იყო, საიდანაც $24 მლნ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სესხი, ხოლო $10 მლნ კი ენერგეტიკის განვითარების ფონდმა და ნავთობისა და გაზის კორპორაციამ დააფინანსა.


Georgia Capital-ის თავმჯდომარის და აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი გილაურის განცხადებით მაღალი ხარისხის აქტივის შეძენა, რომელსაც დოლართან დაკავშირებული ძლიერი ფულადი სახსრების ნაკადები გააჩნია, ავსებს მათ განახლებადი ენერგიის პორტფელს, საშუალო ვადიანი მიზნის მისაღწევად.


კომპანიის ცნობით, 2020 წლისთვის, მოსალოდნელია, რომ ელექტროსადგური განახლებადი ენერგიის ბიზნესს $4 მილიონის EBITDA-ს შემატებს, 85 გგვტ.სთ-მდე წლიური გენერაციით. უკუგება ინვესტირებულ კაპიტალზე კი ($-ში) მოსალოდნელია, რომ დაახლოებით 12% იქნება.


ელექტროსადგურს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, გარანტირებული შესყიდვის ფასი გააჩნია, $65/მგვტ.სთ.

შესყიდვის შედეგად, ჯგუფის განახლებადი ენერგიის ბიზნესი 91 მგვტ დადგმულ სიმძლავრეს გააერთიანებს.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები