






USD | 3.3265 |
EUR | 4.0680 |
GBP | 4.7100 |
TRY | 0.4622 |

თბილისი (GBC) - ALTCOM -სა და TODINI -სთან დავისთვის გზების
დეპარტამენტი 4.72 მილიონი ლარის
გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს.
თანხა 2020 წლის განმავლობაში
იმ იურიდიული კომპანიების მომსახურების შესყიდვისთვის დაიხარჯება, რომლებსაც აქვთ
დავების
განმხილველ საბჭოში და საერათშორისო არბიტრაჟში წარმომადგენლობის გამოცდილება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტსა
და Road Building ALTCOM შორის დავა უკრაინის
სასამართლოში მიმდინარეობს. კომპანია სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე I ლოტის სამუშაოებს
აწარმოებდა, თუმცა ვალდებულებები არ შეასრულა.
კომპანია TODINI კი,
სამუშაოებს ასევე სამტრედია-გრიგოლეთის გზის
მე-3 მონაკვეთზე ასრულებდა. ამ კომპანისთან დავა ყაზახეთში მიმდინარეობს.
კონტრაქტორ ტოდინს დეპარტამენტი ედავება
ასეული მილიონის ოდენობით თანხას მიყენებული ზიანის სახით. დავა საერთაშორისო არბიტრაჟში
გაგრძელდება.