ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0743        EUR 3.6138        GBP 4.0061        RUB 4.1709        UAH 1.1142        AZN 1.8084        AMD 6.3338      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ირაკლი პეტრიაშვილი: „ჯორჯიან მანგანეზთან" საკმაოდ საინტერესო სოციალური პარტნიორობა განვითარდა
25 ივლისი, 2020, 15:19
ირაკლი პეტრიაშვილი: „ჯორჯიან მანგანეზთან საკმაოდ საინტერესო სოციალური პარტნიორობა განვითარდა

დასაქმებულების შრომითი და სოციალური პირობები გაუმჯობესდა, გარემოს დაცვის მიმართულებით კი ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა", - ასე აფასებს საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებლის ჯორჯიან მანგანეზისსაქმიანობას, შვეიცარიული ორგანიზაცია -  IndustriALL Global Union-, რომელიც 140 ქვეყანაში ენერგეტიკისა და წარმოების მრეწველობის დარგებიდან 50 მილიონზე მეტ მუშაკს აერთიანებს.

შვეიცარიელების შეფასებას ეთანხმება და იზიარებს საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილიც.

როგორც ჩემთვის არის ცნობილი, IndustriALL Global Union-ის ეს შეფასება განაპირობა იმ გარემოებათა ერთობლობამ, რომელსაც პანდემიის პირობებში და მანამდეც, „ჯორჯიან მანგანეზისსაქმიანობაში ჰქონდა ადგილი. ეს გამოიხატება იმაში, რომ სოციალურ თემატიკასთან დაკავშირებით, დარგობრივ პროფკავშირებთან ერთად, ერთობლივი ღონისძიებები დაიგეგმა. საუბარია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ხელფასის შენარჩუნებაზე. მათ, ვისაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებით, პამდემიის პირობებში სამსახურში არ უნდა ევლოთ, ხელფასი შეუნარჩუნდათ. ახლა მიდის მოლაპარაკებები, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილი, რომელიც მთავრობამ წარმოებას შეუნარჩუნა, დასაქმებულებზე გადანაწილდეს“, - აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.

მისი თქმით, დამსაქმებლისა და დასაქმებულების ურთიერთობაში არსებული პროგრესის მიუხედავად, არის რიგი საკითხები, რაც პროფკავშირებსა და დამსაქმებელს შორის მუდმივ და ყოველდღიურ კომუნიკაციას საჭიროებს.

პეტრიაშვილის განცხადებით, იყო დრო, როცა პროფკავშირები დაჯორჯიან მანგანეზისადმინისტრაცია, მუდმივად, ბარიკადების სხვადასხვა მხარეს იდგა. თუმცა, მისი თქმით, ბოლო ერთი წელია, რაც ვითარება უკეთესობისაკენ შეიცვალა.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები