ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1988        EUR 3.756        GBP 4.106        RUB 4.1413        UAH 1.1287        AZN 1.883        AMD 6.5479      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
სმარტის ქსელში დედა ხაჭაპური გამოჩნდა
14 აგვისტო, 2020, 14:01
სმარტის ქსელში დედა ხაჭაპური გამოჩნდა
თბილისი (GBC) - სმარტმა ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ კომპლექსზე „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა და ამიერიდან ყველაზე ეროვნული კერძს „სმარტის“ ქსელში „დედა ხაჭაპური“ გამარჯვებული ხაჭაპურის ავტორის რეცეპტით დააგემოვნებენ.

„დედა ხაჭაპური“ იგივე იმერული ხაჭაპურია, რომელიც კონკურსის მონაწილე „სმარტის“ თანამშრომლემა კომპეტენტური ჟიურის რეკომენდაციებით და წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით მოამზადეს. „გასტრონავტის“ დამფუძნებელმა და რესტორატორმა ლევან ქოქიაშვილმა, შეფმზარეულმა გურამ ბაღდოშვილმა და საქართველოს გასტრონომიული ასოციაციის პრეზიდენტმა დალი ცატავამ გამოავლინეს გამარჯვებულები, რომელთა ხაჭაპურისა და ლობიანის რეცეპტიც გახდება სტანდარტი „სმარტის“ საწარმოსა და ქსელში არსებული საცხობებისთვის, რომ მომხმარებელს ადვილად შეეძლოს „სმარტის“ მადისაღმძვრელი ხაჭაპურისა და ლობიანის გემოს გამორჩევა მთელი საქართველოს მასშტაბით.

“ხაჭაპურმა როგორც ნაციონალურ საკვებმა ოდითგან დაიმკვიდრა ადგილი და იმდენად ღრმადაა გამჯდარი ქართულ გენში, რომ ის ქართველობის ეთნიკურობის მახასიათებლად გვევლინება. გარდა ამისა, „სმარტის“ ქსელში ხაჭაპურის გაყიდვების მაღალი მაჩვენებელიც მეტყველებს, რომ ერთგული მომხმარებლისთვის ის დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. შესაბამისად, „ხაჭაპურის ფესტივალით“ გვსურს „სმარტში“ ხაჭაპურის ცხობის განახლებული სტანდარტი დავნერგოთ, რომ მივიღოთ გემო, რომელსაც ადვილად გამოარჩევს ჩვენი ერთგული მომხმარებელი. მინდა მადლობა გადავუხადო პროფესიონალ შეფმზარეულებს, რომელთა რეკომენდაციებითაც “სმარტის“ საწარმოსა და საცხობების ქსელის თანამშრომლებმა ერთმანეთზე გემრიელი ხაჭაპურები შემოგვთავაზეს და ვულოცავ გამარჯვებულს, რომლის რეცეპტითაც „სმარტი“ ერთი წლის მანძილზე იხელმძღვანელებს. გვსურს „ხაჭაპურის ფესტივალი“ ტრადიციულ ღონისძიებად ვაქციოთ და ჩვენს მომხმარებლებს და საზოგადოებას ვპირდებით, რომ ჩვენ მოვყვებით „ლეგენდებს ხაჭაპურზე“, რომელსაც „სმარტი“ შესთავაზებს“,- აცხადებს სმარტის გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

„სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის საკუთარი იმპორტის თუ ადგილობრივი პროდუქტებით და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „სმარტ კაფეები“ სუპერმარკეტების განუყოფელი ნაწილია, სადაც მომხმარებლებს „სმარტის“ საწარმოსა თუ საცხობების უგემრიელესი საკონდიტრო ნაწარმის, პურ-ფუნთუშეულისა და სხვა გამომცხვარი პროდუქტების დაგემოვნება კომფორტულ გარემოში შეუძლიათ. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. “სმარტი” ქსელის განვითარებას საწყის ეტაპზე შერჩეულ ფორმატში, ავტო და გაზ-გასამართ სადგურებზე და ავტობანებზე განაგრძობს. ~
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
სპონსორები