






USD | 3.4359 |
EUR | 4.1351 |
GBP | 4.7735 |
TRY | 0.4258 |

თბილისი (GBC) – $916 მლნ გავყიდეთ 2020 წელს. წელს, იანვარში კი $ 80 მლნ, - დიახ საკმარისი რესურსი გვაქვს ბაზრისთვის მისაწოდებლად, თუმცა არა იმ რაოდენობით, რომ სებ-ის სავალუტო რეზრვები, სადაც დონორების დახმარება ილექება, საგრძნობლად შემცირდეს.
შემცირება ქვეყნის რისკპრემიას ზრდის, რაც დამაზიანებელია ეკონომიკისთვის, რადგან აძვირებს კაპიტალის შემოსვლის ფასს, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკის გაჯანსაღებას, -სებ-ის პრეზიდენტმა მპკ-ს შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სავალუტო ბაზარზე სებ-ი აქტივობას აგრძელებს, რაც დამოკიდებული იქნება სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის საგარეო სექტორის დინამიკაზე, ეკონომიკის აღდგენის ტემპზე.
მაგრამ ამის მიუხედავად კურსთან დაკავშირებული რაიმე კონკრეტული ნიშნული სებ-ს არ აქვს. ინარჩუნებს მცურავი გაცვლითი კურსის პოლიტიკას, შოკებთან გამკლავების მოქნილობის გათვალისწინებით
სებ-ის პრეზიდენტმა, ეკონომიკის გაჯანსაღებაში ტურიზმის როლზე გაამახვილა ყურადღება, საიდანაც ქვეყანამ 2020 წელს $3 მლრდ დაკარგა. მნიშვნელოვანწილად ტურიზმზე იქნება დამოკიდებული აღდგენაც. 2021 წელს 4% ზრდაა მოსალოდნელი. პესიმისტური სცენარით კი, +1%, თუ გაუთვალისწინებელი დამატებითი შოკებით, კრიზისი გახანგრლივდება.
სებ-მა 3 თებერლის მპ სხდომაზე რეფინანსირების 8% განაკვეთის შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო.