ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.4521        EUR 4.1442        GBP 4.8081        RUB 4.5132        UAH 1.2269        AZN 2.0287        AMD 6.6147      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ანაკლიის პორტისთვის ახალ ინვესტორს აშშ-ში ეძებენ
4 მარტი, 2021, 12:19
ანაკლიის პორტისთვის ახალ ინვესტორს  აშშ-ში ეძებენ

თბილისი (GBC) - ანაკლიის პორტის ყოფილი ინვესტორისთვის, რომელიც მიიჩნევს, რომ პროექტის განხორცილებას მთავრობა უშლიდა ხელსდა რაზეც არბიტრაჟშიც დაობს, მინისტრი პასუხს არბ გასცემს. ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ არც იმსახურებს, რადგან პროექტი ინვესტორმა ჩააგდო. დაფინანსების შეკვრა რომ ვერ შეძლო. ეკონომიკის მინისტრმა საარბიტრაჟო დავის ნეგატივზეც აღნიშნა, რაც ინვესტორების განწყობაზე მოქმედებს, თუმცა მისი თქმით, დასავლელ ინვესტორებს მთავრობა მაინც მოიძიებს. სამართლებრივად შერჩევის პროცესში ხელი არ შეეშლებათ. პრიორიტეტია ინვესტორი აშშ-დან იყოს.

ხუთშაბათის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ მთავრობა ინტერესთა გამოხატვის პირობებზე მუშაობს, სააგენტოსთან ერთად. განახორციელებენ საკონსულტაციო შესყიდვას და მალე გმოცხადდებას ტენდერი.

ანაკლიის პორტის პროექტზე ინვესტორთა ინტერესის ხელახალი გამოხატვის პირობებზე მუშაობა, პანდემიამდე, ინფრასქტრუქტურის შინ დაბრუნებულმა მინისტმა 2020-ის იანვარში დაანონსა, ისიც რომ  ახალ ინტერესთა გამოხატვაში ის დათმობებიც აისახება, რაზეც მთავრობა წინა ინვესტორსა და საერთაშორისო ბანკებს დათანხმდა. შეგახსენებთ, " ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან მთავრობამ ხელშეკრულება" 2019 წლის 31 დეკემბერს შეწყდა.

მინისტრმა 10 წლიანი გეგმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომლის, მაისის ბოლოსთვის შემუშავება პრემიერმა დაანონსა. თურნავას მიაჩნია, რომ გრძელვადიანობა, გეგმნაზომიერება და განჭვრეტადობა სჭირდება ბიზნესს, საქმიანობის გეგმის გასაწერად. 10 წლიანი დოკუმენტი,  მისი თქმით, კერძო სექტორისთის უნდა გახდეს გზამკვლევი . 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები