ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1428        EUR 3.6519        GBP 4.3427        RUB 4.5287        UAH 1.1893        AZN 1.8496        AMD 6.5816      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ვოლვო ტყავს ეკომასალით ანაცვლებს
21 სექტემბერი, 2021, 12:59
ვოლვო ტყავს ეკომასალით ანაცვლებს

თბილისი (GBC) - ვოლვო ქარსი აცხადებს, რომ ელექტრომობილებში, რომელსაც მომავალში გამოუშვებს, ტყავს არ გამოიყენებს და მას ეკოლოგიურად სუფთა მასალით ჩაანაცვლებს.

ამ მეთოდით მზადდება სალონები ვოლვოს C40 და შემდეგი თაობის XC90 მოდელებისთვის.

სამომავლოდ კი ამ სიას 60-სერიის ავტომობილები და XC40 Recharge დაემატება. კომპანია აცხადებს, რომ ვოლვოს მიერ შექმნილი, ბუნებრივი და გადამუშავებული ნედლეულისგან დამზადებული, ახალი მასალები, მაღალი ხარისხისა და ლამაზი ინტერიერის ახალ სტანდარტს დანერგავს.

ვოლვო ქარსი ტყავის მასალის მაღალხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივების მოძიებაში ლიდერია. კომპანია არ ღალატობს აღებულ ვალდებულებებს და მუშაობს პრინციპით - „ცხოველებისთვის ზიანის მიყენების გარეშე“.

გარემოზე ზრუნვა მსოფლიო ტრენდად იქცა. სულ უფრო იზრდება მოთხოვნა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე, იცვლება დამოკიდებულებაც გარესამყაროს მიმართ. ვოლვოსა და მომავლის ლაბორატორიის ერთობლივ ახალ ანგარიშში ვკითხულობთ, -  მოდის  მიმდევრები ეძებენ ეკოლოგიურად სუფთა მასალით დამზადებულ ტანსაცმელს, დიზაინის მოყვარულებს სურთ ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივა თავიანთი საცხოვრებელი სახლისათვის, - შედეგად დასკვნა ასეთია: ბუნებრივი მასალები, როგორიცაა ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისგან მიღებული ბამბა, თეთრეული და აბრეშუმი, ყალიბდება, როგორც მომავლის, პრემიუმ ხარისხის მასალები.

ეს არის ცვლილებების ჯაჭვი, - დიზაინერები ყველა ინდუსტრიაში მოდიდან დაწყებული, ავტომობილის ინტერიერით დამთავრებული, სამუშაო მასალას ცვლიან.  ამ მიმართულებით, საავტომობილო ინდუსტრიაში ვოლვო ქარსი ლიდერია.  კომპანია მუდმივად ეძებს და აუმჯობესებს მასალას ახალი ელექტრავტომობილების ასორტიმენტისთვის. კომპანია  მოდისა და დიზაინის სამყაროს აჩვენებს, რომ ბუნებრივი არ ნიშნავს კომპრომისს, ხარისხის ან კომფორტის ხარჯზე. 

ვოლვოს აქვს ამბიცია და მზად არის გაამართლოს ახალი მოლოდინი პრემიუმ სექტორში, - მაღალი ხარისხი ეკომეგობრული მასალის გამოყენებით.  




მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები