ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.8657        EUR 3.0689        GBP 3.6108        RUB 4.3259        UAH 0.9727        AZN 1.689        AMD 6.3789      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პრეზიდენტი ნატოს გენმდივნის წარმომადგენელს შეხვდა
19 ოქტომბერი, 2021, 19:20
პრეზიდენტი ნატოს გენმდივნის წარმომადგენელს შეხვდა

თბილისი (GBC) - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს ხავიერ კოლომინას შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ხავიერ კოლომინას ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელად დანიშვნა მიულოცა და მომავალი მჭიდრო ურთიერთობის გაგრძელებისათვის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრისას, რომელიც ორბელიანების სასახლეში ჩატარდა, საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს გენერალური მდივნის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ადამიანთა უკანონო გატაცებებს, ჯანდაცვის სერვისებსა და ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას,  მშობლიური ენაზე სწავლების აკრძალვას და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის საკითხებს ეხება.

პრეზიდენტის განცხადებით, მაღალი დონის ვიზიტები და ნატოს მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები საქართველო - ნატოს მჭიდრო ურთიერთობებზე მეტყველებს. შეხვედრისას საუბარი შეეხო ნატოს მომავალი სამიტის მნიშვნელობას საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროცესში.

მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში შექმნილ მდგომარეობაზე, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და ამ მიმართულებით ალიანსთან სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობებზე. ხავიერ კოლომინას განცხადებით, ალიანსისათვის  მნიშვნელოვანია რეგიონის სტაბილურობა. პრეზიდენტის თქმით, რეგიონული სტაბილურობისათვის და შავი ზღვის უსაფრთხოებისათვის ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირის ჩართულობით  სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და ინფრასტრუქტურული მიმართულებებით ერთობლივი პროექტების განხორციელება. 

ხავიერ კოლომინა მიესალმა საქართველოს ხელისუფლების აქტიურ ჩართულობას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში. 

შეხვედრისას ისაუბრეს აშშ - საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დადებულ ახალი მემორანდუმზე და ხავიერ კოლომინამ აღნიშნული შეთანხმების დადება საქართველოსთვის მნიშვნელოვან წარმატებად შეაფასა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები