ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9036        EUR 3.0738        GBP 3.624        RUB 4.7604        UAH 0.9876        AZN 1.7113        AMD 6.3493      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თეგეტა 2022 წელს სრული მომსახურების ციფრულ პლატფორმებზე მოქცევას გეგმავს
26 იანვარი, 2022, 18:43
თეგეტა 2022 წელს სრული მომსახურების  ციფრულ პლატფორმებზე მოქცევას გეგმავს

თბილისი (GBC) - ციფრული სისტემებისა და ელექტრონული კომერციის მსოფლიო ტენდენციების ფონზე მომხმარებლისთვის თეგეტას ერთ გაჯეტში მოქცევა ბოლო წლების პრიორიტეტია - ამის შესახებ კომერსანტთან „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ კაჭარავამ ისაუბრა.

მისი თქმით, დიჯიტალიზაციის მიზანია ავტომობილის მფლობელებს კიდევ უფრო გაუმარტივდეთ საავტომობილო პროდუქტებსა და სერვისებზე ხელმისაწვდომობა. 

თეგეტაში პროცესების ავტომატიზების პარალელურად გაციფრულება აქტიურად მიმდინარეობს. პროცესი გულისხმობს ოფიციალური დოკუმენტაციის მინიმუმამდე დაყვანას და დიჯიტალ სივრცეში გადატანასსადაც მომხმარებელს აღარ უწევს დაბეჭდილი დოკუმენტების შევსება.

,,თეგეტაპირველ რიგშიყველასათვის საავტომობილო სერვისებით არის ცნობილიამ კუთხითვფიქრობთმნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება თანამედროვე უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების ინტეგრაცია ყოველდღიურობაშიმაგალითადრიგების მართვის ,,სმარტ“ გადაწყვეტილებებიდისტანციური სერვისებითანამედროვე მანქანა-დანადგარები, - ამბობს „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი, ვახტანგ კაჭარავა

ტექნოლოგიური განვითარებისა და პანდემიის ფონზე საავტომობილო ბრენდები სტრატეგიული მიზანიმეტი დიჯიტალიზაცია და დისტანციური, ,,ონლაინ“ გაყიდვები. თეგეტა საქართველოში 10-ზე მეტ  საავტომობილო ბრენდ წარმოადგენს და ავტოინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებს ფეხდაფეხ მიჰყვება. საქართველოში უკვე შესაძლებელია Volvo- ნებისმიერი მოდელის ციფრული მაღაზიის საშუალებით შეძენა. ამ მიმართულების კიდევ უფრო განვითარებას კომპანია 2022 წელსაც გეგმავს. 

 

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. „თეგეტა ჰოლდინგი“ მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო, ინდუსტრიულ და საგარაჟე დანადგარებს მოიცავს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. ,,თეგეტა მოტორსი“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს “Porsche”, Volvo”, “Toyota”,”Mazda”.

სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით „თეგეტას“ პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: “MAN”,”JCB”,”HINO” და სხვები. თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტიწამყვანი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში.

თეგეტა ჰოლდინგი, 2500-მდე თანამშრომლითდღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები