ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.7141        EUR 2.7662        GBP 3.2835        RUB 4.5071        UAH 0.7349        AZN 1.6007        AMD 6.6998      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მინისტრის მოადგილე მშპ-ის ორნიშნა ზრდაზე
31 იანვარი, 2022, 15:35
მინისტრის მოადგილე მშპ-ის ორნიშნა ზრდაზე

თბილისი (GBC) - ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილი: 2021 წელს 10,6%-იანი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანი ფისკალური კონსოლიდაციის ფონზე განხორციელდა

წინასწარი შეფასებით, 2021 წელს 10,6%-იანი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანი ფისკალური კონსოლიდაციის ფონზე განხორციელდა - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა გასულ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის შეფასებისას.

როგორც მან განაცხადა, 2021 წელს 3.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა ბიუჯეტის დეფიციტი და მშპ-ს 6.1 პროცენტი შეადგინა. შედეგად, შემცირდა მთავრობის ვალი 10 პროცენტული პუნქტით და 2021 წლის ბოლოს მან მშპ-ს 50 პროცენტი შეადგინა.

„აღსანიშნავია, რომ პანდემიამდელ - 2019 წელთან შედარებით, მშპ-ს ზრდამ 3.1 პროცენტი შეადგინა. მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ყველა ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი, მათ შორის: ექსპორტი და ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა დაახლოებით, 30 პროცენტით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლის მეორე ნახევრიდან აჭარბებს 2019 წლის მაჩვენებლის 50 პროცენტს, მათ შორის, დეკემბერში - 58 პროცენტით, ფულადი გზავნილები გაზრდილია დაახლოებით, 25 პროცენტით, ჯამში, ველოდებით, რომ 2021 წლის მონაცემებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი დაახლოებით, 2-2.5 პროცენტული პუნქტით შემცირდება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

 მირზა გელაშვილის თქმით, გლობალური კრიზისის ფონზე, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკამ სწრაფად შეძლო აღდგენის ფაზაში გადასვლა.

„ბუნებრივია, არსებობს და ნარჩუნდება მაღალი რისკები გლობალურადაც და რეგიონშიც, თუმცა სხვა თანაბარ პირობებში ველოდებით, რომ ზრდის მაღალი ტემპები შენარჩუნდება მომავალშიც“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები