ოქრო NYMEX(უნც.)  1285.34  -0.08%    |    პლატინა (უნც.)  930.85  -0.42%    |    ვერცხლი (უნც.)  17.02  -0.11%    |    პალადიუმი NYMEX  979.92  +0.41%    |    ნიკელი (ტონა)  11807.5  +0.34%    |    ალუმინი (ტონა)  2122.75  -0.97%    |    ნავთობი (Brent)  58.30  +0.73%    |    გაზი(NYMEX)  2923  -1.32%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.04  0.00%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  124.30  +0.22%    |    ხორბალი (ტონა)  434  -0.14%    |   
 USD 2.4839        EUR 2.9223        GBP 3.2842        RUB 4.3318        UAH 0.9386        AZN 1.4635        AMD 5.163      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ანაკლიის პორტის  ოპერატორის გამოვლენისთვის ბოლო დეტალები თანხმდება
ნინო შუბითიძე  
20 აპრილი, 2017, 13:49
ანაკლიის პორტის  ოპერატორის გამოვლენისთვის ბოლო დეტალები თანხმდება

თბილისი (GBC) –  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის  ოპერატორის გამოვლენისთვის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. 

„პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორის შერჩევა საბოლოო ეტაპზეა. გამოვლენილია ლიდერი კომპანია, რომელთანაც მიმდინარეობს დეტალური მოლაპარაკებები“, - აცნობეს GBC-ის კონსორციუმიდან, თუმცა კომპანიის დასახელება ამ ეტაპზე არ ისურვეს.

ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ  ამერიკულ SSA Marine-სთან ერთად, პორტის ოპერირებაზე ინტერესს შვეიცარული, სინგაპურული და შუა აზიური კომპანია გამოხატავდა.

SSA Marine-ს წარმომადგენლები, ვიცე-პრეზიდენთან ერთად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სტუმრობდნენ კიდეც საქართველოს, რაზეც თიბისის პარტნიორმა კურტ კონტმა „ბიზნესკონტაქტში“   განაცხადა, რომ პროფესიონალების ჯგუფმა დიდი დრო დაჰყო ჩვენს ქვეყანაში და იმედი  გამოთქვა, რომ „საბოლოო ჯამში,  კომერციულ ნაწილში  შეთანხმდებოდნენ“.

როგორც ცნობილია „კონტი ჯგუფი“ და „თიბისი“ ანაკლიის პროექტში თანაბარი 40-40%-იანი წილით არის წარმოდგენილი. 20% -ს  Van Oord-ი და რამდენიმე ინვესტორი ინაწილებს.

კონსორციუმის  ცნობით, ამ ეტაპზე  აქტიურად მუშაობენ პორტის გასწვრივ დაგეგმილი თავისუფალი ინდუსტრიული  ზონის განვითარების სტრატეგიაზე. თიზ-ის  ოპერატორად  გამოცდილი კომპანია უნდა შეირჩეს, რომელთან ერთადაც მართვაში ადგილობრივი გუნდიც იქნება ჩართული.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ 2  კვირაში მთავრობას განახლებული გეგმა უნდა წარუდგინოს. 50-წლიანი გეგმა მთავრობის და უცხოელი  კონსულტანტების წინადადებების  მიხედვით განახლდა, I ეტაპის განხილვისას გამოთქმული შენიშვნების მიხედვით.

პორტის მშენებლობის დაწყება კვლავ 2017 წლის II ნახევარში იგეგმება, რაც  339 ჰა -დან  110 ჰა ტერიტორიის განვითარებას გულისხმობს, მოიცავს საზღვაო/სახმელეთო  ყველა ძირითადი ინფრასტრუქტურული ერთეულის მოწყობას, მათ შორის  2 საკონტეინერო ნავსაბელის,  675 მ -ის  ჯებირით.

I ფაზაში ექცევა მხოლოდ საკონტეინერო ტვირთი ( თხევადი/მშრალი ნაყარი).  დაანონსებულია, რომ დასრულების შემდეგ  პორტის გამტარუნარიანობა  8 მლნ ტ იქნება. 9  ფაზის შემდეგ, კი, 100 მლნ ტონა.

მემორანდუმია გაფორმებული  ჩინურ სახელმწიფო კომპანიასთან, რომელიც $40-50 მლნ-ის  ინვესტირებისთვის  არის მზად, თუმცა  რადგან სახელმწიფო კომპანიაა  დეტალების შეთანხმება უფრო ხანგრძლივ დროს მოითხოვს,  ვიდრე კერძო ინვესტორთან დასჭირდებოდა.

ამ ეტაპზე  მხარეები  დეტალურად გადიან დამატებით საკითხებს.

პარალელურად   დაწყებულია სახელმწიფოს ნაწილში შესასრულებელი,  პორტთან მისასვლელი გზის მშენებლობისთვის მზადება.  

სამტრედია-ზუგდიდის შემოვლითი გზის 90 კმ-იანი  მონააკვეთის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე  „კოქსი“ მუშაობს და  8 თვეში უნდა დაასრულოის.

სამუშაოების ღირებულებაა 5.5 მლნ ლარამდეა ($1 349 743  +  ₾ 2 064 410)   პროექტირებას  მსოფლიო ბანკი  აფინანსებს.

პორტის მშენებლობის არეალში 505 მიწის ნაკვეთი და 50 საცხოვრებელი სახლი, 1 კომერციული ობიექტი და 255 სათავსოა მოქცეული 200 მესაკუთრიდან  90 ოჯახმა  ტერიტორია უკვე დატოვა, საკომპენსაციო თანხა 13 მლნ ლარს აღემატება. განსახლების  ბიუჯეტი  გაუთვალისწინებელი ხარჯების (7.7 მლნ) გათვალისწინებით, 96 მლნ ლარია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები