







თბილისი (GBC) - ლიბერთი ბანკს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს.
ალექსი ხოროშვილი ამ პოსტზე გიორგი კალანდარიშვილმა ჩაანაცვლა, რომელიც ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში შემოდგომაზე შევიდა.
ბანკიდან ახლადწამოსული გენერალური დირექტორი დარწმუნებულია, რომ ლიბერთი ბანკის განვითარება ახალი მფლობელის პირობებში უფრო დაჩქარდება. ამის საფუძველს მას ჯგუფის დიდი საინვესტიციო შესაძლებლობები აძლევს.
ბანკში ახალი მფლობელების შეცვლა მოულოდნელი არ იყო, თუმცა ხოროშვილმა ზუსტი გეგმები არ იცის არსებულ სეგემენტზე დარჩება ლიბერთი ბანკი, ანუ საცალო ბაზარზე იქნება ორიენტირებული, თუ აგრესიულ კამპანიით შევა კორპორაციულ სექტორში.
მიუხედავად, იმისა, რომ არც ხოროშვილისთვის იყო მოულოდნელი ბანკიდან წასვლა, სად გააგრძელებს მოღვაწეობას ამ ეტაპზე არ იცის. როგორც თავად ამბობს, საჯარო სექტორიდან შეთავაზებები არ მიუღია.
შეგახსენებთ, ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ 30 ოქტომბერს ირაკლი რუხაძე აირჩიეს.
შეგახსენებთ, ლიბერთი ბანკი გაიყიდა. აქციათა 74.64%-იანი წილი ნიდერლანდების სამეფოში დაარსებულმა კომპანიამ European Financial Group B.V.-მ (EFG) შეიძინა.
ამ გარიგების შედეგად ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრეები გახდნენ ირაკლი რუხაძე (აშშ-ის მოქალაქე), ბენ მარსონი (გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე) და იგორ ალექსეევი (აშშ-ის მოქალაქე).