ოქრო NYMEX(უნც.)  1315.4  +0.13%    |    პლატინა (უნც.)  966.10  -0.64%    |    ვერცხლი (უნც.)  17.04  +0.18%    |    პალადიუმი NYMEX  1093.25  -0.45%    |    ნიკელი (ტონა)  12802.5  +1.09%    |    ალუმინი (ტონა)  2164.5  +0.45%    |    ნავთობი (Brent)  69.03  +0.31%    |    გაზი(NYMEX)  2977  +1.85%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.75  +0.14%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  125.22  +0.11%    |    ხორბალი (ტონა)  432  -0.05%    |   
 USD 2.534        EUR 3.1067        GBP 3.5235        RUB 4.4789        UAH 0.877        AZN 1.4907        AMD 5.2545      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ზურაბ ჯაფარიძე: მაინც ვერ იპოვიან Bitfury-ი ივანიშვილის არის თუ ვისია
ნინო შუბითიძე
10 იანვარი, 2018, 20:07
ზურაბ ჯაფარიძე: მაინც ვერ იპოვიან Bitfury-ი ივანიშვილის არის თუ ვისია

თბილისი (GBC)  - შეღავათიანი რეჟიმისთვის ქვეყნის ზონებად  დაყოფის წინააღმდეგ  ეკონომისტ-პოლიტიკოსთა ჯგუფი გამოდის. 

„ბიძინა ივანიშვილის კომპანიის მიერ ზემოხმარების გამო ელექტროენერგიის ტარიფის ზრდაზე“ ზურაბ ჯაფარიძეს ტელეკომპანია კავკასიის ეთერში ჰკითხეს. ჯაფარიძეს არ ჰგონია რომ  დენის გაძვირება ბიძინას ბრალია, თუმცა ზუსტად იცის, რომ  ელექტრონული ფულის მთავარი მაინერის (მომპოვებელი)  გაშიფვრა პრაქტიკულად შეუძლებელია.

„მაინც ვერ იპოვიან ივანიშვილის არის თუ ვისია. მიკვლეული კომპანიის უკან კიდევ 9 კომპანია  დახვდებათ და ბოლოს  მაინც გაუმხილავი დარჩება, რადგან ბოლო ოფშორია“, - ზურაბ ჯაფარიძეს  გადასახადებისგან ინვესტორების  შერჩევით გათავისუფლებაზე   ჩამოყალიბებული აზრი არ აქვს. ზოგადად,  საკანონმდებლო ხვრელებს გმობს, რადგან  მთავრობებს  შერჩევითი სამართლის დისკრეციას აძლევს, არჩევინებს ბენეფიტების მიმღებ კომპანიას.

ის გეოგრაფიული თანასწორობის მომხრეა. მიაჩნია, რომ  თუ თავისუფალი ეკონომოკური ზონა  უნდა არსებობდეს, იყოს მთელ საქართველოში,  და არა  ფოთსა და ქუთაისში,  წყალტუბოს გამოკლებით.

მიაჩნია, რომ  ადგილობრივი დ უცხოური კომპანიის მიმართ პრეტენზიის წაყენება ბევრ ელექტროენერგიას ხარჯავ და ბენეფიტები მოგვეცი ფეხიფეხზე გადასადებადო, თავისთავად სისულელეა.  ასევე უადგილოა პრეტენზია ელექტრონული ფულის გამომუშავებით ფულის შოვნაზე, ეს ბიზნესია და მსოფლიოში მუშაობს , „ჩემ კუთვნილ ტერიტორიაზე  მოწყობილ ჩემ ბუნაგში ინტერნეტით რას ვყიდი და რას ვშოულობ  არავის საქმეა,  თუ არავის ვაზიანებ, ბიტკოინს  ვამაინერებ თუ  ეთერიუმს“.

დენის და ბიტკოინის თემა მედიაში ბოლო პერიოდში  გააქტიურდა, ელექტრონული ფულის „შახტაში“  პროფესიონალ მაინერებთან ერთად მოსახლეობის აქტიური ჩართვის შემდეგ. ეპიცენტრი თელავშია სადაც ყოველ მე-4-ს  ე.წ „ფერმა“ აქვს, რაც ვიდეოდაფაზე მოწყობილ კომპიუტერულ ტექნიკას გულისხმობს, დენის მუდმივ კვების წყაროზე მიერთებულს, რომლის სიმძლავრე კილოჰეშების ფარგლებშია და  საშუალო გამომუშავების სტატისტიკა არ არსებობს.

ცნობილია მხოლოდ „ბიტფურის“ დღიური გამომუშავება, რაც  $1 მლნ-ია და ესეც ისევე დაუზუსტებელია, როგორც  ბიძინა ივანივილთან კომპანიის შესაძლო კავშირი.   

თელაველი თვითნასწავლი მაინერი „ინდმეწარმეების“ ინფორმაციით,  ბიტფურში სხვადასხვა მოდელის ანტმაინერია (S9; /6; /4; /7;  L3; /2...)  გამომშვებია ჰონგკონგის კომპანია ბიტმაინერი და „ფერმაზე“ რამდენჯერმე მაღალი სიმლავრით მუშაობს, გიგა, მეგა და ტერაჰეშებზე.  შესაბამისად მეტ  დენს ხარჯავს, რაც საზოგადოების მთავარი წუხილი გახდა, რომელთა შორის ზურაბ  ჯაფარიძე არ მოიაზრება, რადგან მას პრიორიტეტულად კვების წყაროების გაზრდა მიაჩნია, ქვეყანაში აუთვისებელი  ჰიდრორესურსების გამოყენებით. ამ ეტაპზე არავინ საუბრობს ელექტროენერგიის მოპარვის ფაქტებზე.

კახელი „ფერმერები“   ფერმისთვის  ნახევარი წლის წინ ვიდეოდაფას $200 ყიდულობენ, ახლა $700-ად შოვნა უწევთ.  ანტმაინერის ფასი $2 300 -2.500 -ის ფარგლებშია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები