GE EN
სხვა სიახლეები
საგამოძიებო სამსახურმა 20 000 დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურები ამოიღო

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გაასაღეს 200 ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა, რომელთა საერთო ღირებულება 20 000 აშშ დოლარს შეადგენს.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები სრულად ამოღებულია.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

1794207810

სებ-მა ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა

შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და პროფესიული დღე მიულოცა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ. მან ხაზი გაუსვა საბანკო სექტორში დასაქმებულ პროფესიონალთა განსაკუთრებულ როლს და აღნიშნა, რომ ქართული საბანკო სისტემის წარმატება სწორედ მათი ცოდნის, გამოცდილების, პასუხისმგებლობისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგია.მისივე თქმით, ბანკირის დღე შესაძლებლობაა, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ქართული საბანკო სისტემის ისტორია, შევაფასოთ განვლილი გზა და დავაფასოთ ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან ქვეყნის ფინანსური სისტემის მომავალს.ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ თანამედროვე ქართული საბანკო სისტემა ილია ჭავჭავაძისა და იასონ ლორთქიფანიძის მიერ დამკვიდრებული ხედვისა და ღირებულებების ღირსეული გამგრძელებელია. ამასთან, იგი ინოვაციების, ტექნოლოგიური განვითარების, მაღალი სტანდარტებისა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის მაგალითია.ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ქართული საბანკო სექტორის მდგრადობასა და ძლიერ ფინანსურ მაჩვენებლებზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, სექტორი კაპიტალისა და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერებით, აქტივების მაღალი ხარისხითა და ჯანსაღი მომგებიანობით გამოირჩევა, ხოლო უმოქმედო სესხების წილი ისტორიულად დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება.„ეს მაჩვენებლები მხოლოდ სტატისტიკა არ არის - ისინი ასახავს სისტემის უნარს, შეინარჩუნოს სტაბილურობა, გაუმკლავდეს გარე შოკებს და ამავე დროს განაგრძოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.ნათია თურნავამ ქართული ბანკების საერთაშორისო წარმატებებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, სწორედ საერთაშორისო შეფასებები მოწმობს, რომ ქართული საფინანსო სექტორი გასცდა ადგილობრივი ბაზრის ფარგლებს და გლობალურ ფინანსურ სივრცეში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იძენს.ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც რეგიონული ფინანსური ცენტრის პოზიციონირებაზეც. ამ მიმართულებით მან თბილისის ფინანსური სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელმაც მსოფლიოს ათეულობით ქვეყნიდან 1 000-ზე მეტი მონაწილე და 100-მდე მაღალი რანგის სტუმარი გააერთიანა.„ჩვენი მთავარი ღირებულება ნდობა, პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმია - ის საფუძველი, რომელზეც ქართული საბანკო სექტორის წარმატება დგას“, - აღნიშნა მან.ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური მიმართულების ხელმძღვანელმა დავით რუსიამ. მისი განცხადებით, ქართული საბანკო სექტორი ერთი დიდი პროფესიული ოჯახია, რომლის როლი ქვეყნის ეკონომიკაში განსაკუთრებულია. როგორც საბანკო ასოციაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, საბანკო სისტემა ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენია და მისი საქმიანობა ქვეყნის ეკონომიკის დაფინანსებასა და განვითარებას ემსახურება.ბანკირის დღე საქართველოში 2001 წლიდან აღინიშნება. 8 ნოემბერი პირველი ქართული ბანკის - თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაარსებასა და მისი პირველი მმართველის, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს უკავშირდება. პროფესიული დღის დაწესების ინიციატივა ეროვნულ ბანკსა და საბანკო ასოციაციას ეკუთვნით.

1794134520

სებ-ისა და GITA-ს ერთობლივი სტუდენტური კონკურსის UNI4VERSE-ის გამარჯვე...

UNI4VERSE ყოველწლიური ინოვაციების და ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კონკურსია, რომელიც ახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნების, მეწარმეობისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარების ხელშეწყობას ემსახურება და სტუდენტებს საკუთარი იდეების რეალურ პროდუქტებად გარდაქმნის შესაძლებლობას აძლევს. წელს კონკურსში საქართველოს 32 უნივერსიტეტი ჩაერთო, მისი მთავარი თემა კი ფინანსური განათლება იყო.კონკურსის ფარგლებში სტუდენტებმა ფინანსური სერვისების ინტეგრაციის, ინვესტიციებისა და გრძელვადიანი დაგეგმვის გამარტივების, კიბერუსაფრთხოებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ბიუჯეტირებისა და დაზოგვის უნარების გაუმჯობესების, ასევე მცირე ბიზნესისთვის ფულადი ნაკადების ანალიზის თემატიკაზე იმუშავეს. ფინალურ ეტაპამდე მონაწილეებმა იდეების გენერირების სემინარები, საინფორმაციო შეხვედრები და ონლაინ სამუშაო სესიები გაიარეს, რომელშიც მთლიანობაში 1 300-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა.გამარჯვებული გუნდი თბილისის „ტექნოპარკში" გამართულ დემო დღეზე გამოვლინდა, სადაც კომპეტენტური ჟიურის წინაშე ფინალურ ეტაპზე გადასულმა გუნდებმა საკუთარი პროექტები და პროტოტიპები წარადგინეს.კონკურსში გამარჯვებული გუნდის წევრებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შეხვდა. ნათია თურნავამ შეხვედრის მონაწილეებს სებ-ის ხედვა გაუზიარა ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაში ცენტრალური ბანკის როლის შესახებ.„ფინანსური განათლება და ფინანსური ტექნოლოგიები თანამედროვე ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველია, ხოლო ახალგაზრდების ცოდნა, ხედვა და ინოვაციური აზროვნება ამ პროცესში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. მოხარულები ვართ, რომ ამ კონკურსის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც თქვენი შესაძლებლობები გამოავლინეთ და იდეების წარმოსაჩენად სპეციალური პლატფორმა შექმენით", - განაცხადა ნათია თურნავამ.UNI4VERSE ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ, საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუსთან" პარტნიორობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და „ინოვაციური განათლების ფონდის" კოორდინირებით განხორციელდა.საფინანსო სექტორიდან პროექტის პარტნიორები „ბაზისბანკი", „პეივბანკი", „კრედო ბანკი", მიკრობანკი „ემბისი", „ტერაბანკი", „თიბისი ბანკი" და VISA იყვნენ. მათი მხარდაჭერით გამარჯვებული გუნდი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ დაწესებულ 20 000 ლარიან გრანტთან ერთად მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტექნოლოგიურ კონფერენციაზე  „Web Summit"-ზე გაემგზავრება. დამატებით, მე-2 ადგილზე გასული გუნდი 2 000 ლარიანი ფულადი პრიზით „თიბისი ბანკმა" დააჯილდოვა.

1794052140

ალექსანდრე ხაზარაძე: ოქრო საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მნიშ...

2026 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დამატებით 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. შედეგად, ოქტომბრის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის მონეტარული ოქროს პორტფელის ღირებულებამ 1.365 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.6 პროცენტია. ოქროს პორტფელი ივნისსა და ოქტომბერში განხორციელებული შესყიდვების შედეგად გაიზარდა.როგორც ალექსანდრე ხაზარაძე აღნიშნავს, მიმდინარე წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია არა მხოლოდ საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ, არამედ სავალუტო ინტერვენციების შედეგად უცხოური ვალუტის შესყიდვებმაც.„2026 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ისტორიული მაქსიმუმი იყო ინტერვენციების შედეგად შესყიდული უცხოური ვალუტის მოცულობაც. ჯამურად, 3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი უცხოური ვალუტა შევისყიდეთ. ამ პროცესის პარალელურად, 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქროს შეძენამ ჩვენს საერთაშორისო რეზერვებს კიდევ უფრო მეტი დივერსიფიკაცია შესძინა", - აცხადებს ალექსანდრე ხაზარაძე.მისივე განმარტებით, მონეტარული ოქრო წარმოადგენს ინფლაციისგან დაცვის საშუალებას, შესაბამისად ოქრო ბოლო პერიოდში ცენტრალური ბანკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარეზერვო აქტივი გახდა. მსოფლიოს არაერთი ცენტრალური ბანკი, მათ შორის პოლონეთის, ჩეხეთის, უნგრეთისა და სინგაპურის ცენტრალური ბანკები, ოქროს მარაგების ზრდას აქტიურად განაგრძობენ.საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარულ ოქროში ინვესტირება პირველად 2024 წელს განახორციელა. სარეზერვო აქტივების დივერსიფიკაცია და მათი ეფექტიანი მართვა სებ-ის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია.ოქროს პორტფელის ზრდასთან ერთად, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმაც. 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მათი მოცულობა 8.25 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47.2 პროცენტით მეტია.საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 დეკემბერს გამოაქვეყნებს.

1794034500

მოიგეთ 10,000 ლარი საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდისას - საქართველოს...

გათამაშება მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება და გამარჯვებულები თითოეულ რეგიონში ცალ-ცალკე გამოვლინდებიან.მასში მონაწილეობა მარტივია - საქართველოს ბანკის ბარათით შესრულებული ყოველი გადახდა ერთ ბილეთს ნიშნავს და მომხმარებელი გათამაშებაში ავტომატურად ერთვება. თითოეულ მომხმარებელს დღეში მაქსიმუმ 10 ბილეთის დაგროვება შეუძლია, რაც მოგების შანსს ზრდის.კამპანია საქართველოს მასშტაბით მოქმედებს და მოიცავს ყველა იმ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, სადაც საქართველოს ბანკის ბარათით გადაიხდი - მეტროს, ავტობუსს, მიკროავტობუსსა და საბაგიროს. გადახდა შესაძლებელია როგორც ფიზიკური და ციფრული ბარათებით, ისე Apple Pay-ითა და Google Pay-ით.კამპანიაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, 18 წელს ზემოთ ყველა საქართველოს რეზიდენტს, რომლებსაც აქვთ საქართველოს ბანკის ბარათი, მათ შორის იმ მომხმარებლებსაც, რომლებიც შეღავათიანი სატრანსპორტო ტარიფით სარგებლობენ.21 დეკემბრამდე, გამარჯვებულები ყოველკვირეულად გამოვლინდებიან, რომლებიც 100 ლარიან სამგზავრო ბალანსს მიიღებენ. 25 დეკემბერს კი ფინალური გათამაშება გაიმართება, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს 1,000 და 10,000 ლარის მოგების შესაძლებლობა ექნებათ. ჯამში, კამპანიის ფარგლებში 539 გამარჯვებული გამოვლინდება.ასე რომ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას გადაიხადე საქართველოს ბანკის ბარათით და მიიღე შანსი, მოიგო 10,000 ლარი.გათამაშების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.(R)

1793982110

TBC უზბეკეთში სესხის უაქცეპტოდ ჩამოჭრის ახალი რეგულაციისთვის ემზადება

მისივე განმარტებით, საკრედიტო პორტფელის ზრდისა და დეპოზიტების ღირებულების აქტიური მართვის შედეგად, უზბეკეთში ჯგუფის წმინდა საპროცენტო მარჟა (NIM) მესამე კვარტალში აღდგა და 20%-ს გადააჭარბა.ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, ჯგუფი აქტიურად აგრძელებს აქტივების ხარისხის მართვას და ემზადება სესხის დავალიანების ავტომატური ამოღების მექანიზმთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების ამოქმედებისთვის, რომლებიც 2027 წლის დასაწყისში უნდა შევიდეს ძალაში.პარალელურად, TBC უზბეკეთში ახალი პროდუქტების განვითარებასა და მომხმარებლების ბიზნესებთან დაკავშირებას აგრძელებს. მათ შორისაა სხვადასხვა ეკოსისტემის დამაკავშირებელი ლოიალობის პროგრამა Novvot.უზბეკეთის ცენტრალური ბანკის ახალი რეგულაციის თანახმად, 2027 წლის 10 იანვრიდან ბანკებს სესხის ან თავდებობის ვალდებულებების დასაფარად მომხმარებლის საბანკო ბარათებიდან მისი დამატებითი თანხმობის გარეშე თანხის ჩამოჭრისას გარკვეული მინიმალური ნაშთის შენარჩუნება მოუწევთ. კერძოდ, მომხმარებლის ყველა საბანკო ბარათზე ჯამურად უნდა დარჩეს შრომის მინიმალური ანაზღაურების არანაკლებ 50%-ის ოდენობის თანხა. ამჟამინდელი მაჩვენებლით, ეს თანხა 680,000 უზბეკურ სუმს შეადგენს. რეგულაციის მიზანია, ავტომატური ჩამოჭრის შედეგად მომხმარებელი ყოველდღიური აუცილებელი საჭიროებებისთვის საჭირო მინიმალური ფინანსური რესურსის გარეშე არ დარჩეს.ცენტრალური ბანკის ახალი რეგულაციის თავდაპირველ განმარტებაში პირდაპირ არის მითითებული გამონაკლისებიც. 680,000 სუმის დაცვის მოთხოვნა არ ვრცელდება ბარათებზე, რომელთა სავალდებულო რეკვიზიტებიც მითითებულია საკრედიტო ან თავდებობის ხელშეკრულებაში და ბარათებზე, რომლებიც დავალიანების დასაფარად ბანკის მობილურ აპლიკაციას უკავშირდება.აქამდე უზბეკეთში სესხის დასაფარად მომხმარებლის საბანკო ბარათიდან თანხის ავტომატურად, დამატებითი თანხმობის გარეშე ჩამოჭრა შესაძლებელი იყო, თუ ეს შესაბამისი ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.თუმცა, გარკვეული შეზღუდვა უკვე არსებობდა უზბეკური საგადახდო სისტემის UZCARD-ის  მიერ - 2026 წლის 15 აპრილიდან UZCARD-ის სისტემაში ავტომატური, უაქცეპტო ჩამოჭრისას ბარათზე მინიმუმ 3 საბაზო საანგარიშო ერთეულის (БРВ - საბაზისო საანგარიშო სიდიდეს, რაც უზბეკეთში კანონით განსაზღვრული საანგარიშო ერთეულია, რომლითაც გამოითვლება სხვადასხვა მოსაკრებელი, ჯარიმა და ფინანსური ვალდებულება) ოდენობის თანხა ხელუხლებელი უნდა დარჩენილიყო. იმ დროისთვის ეს 1.32 მილიონ სუმს შეადგენდა. თუმცა, ეს შეზღუდვა არ ვრცელდებოდა იმ ბარათებზე, რომელთა რეკვიზიტებიც მომხმარებელმა თავად მიაწოდა ბანკს და OTP კოდით დაადასტურა, ან რომლებიც ბანკის აპლიკაციაში ჰქონდა მიბმული დავალიანების დასაფარად.

1793981680