GE EN
სხვა სიახლეები
თიბისის მონაცემთა დამუშავების ცენტრი - უნიკალური შესაძლებლობების მქონე...

თიბისის ახალი მონაცემთა ცენტრი საქართველოში ერთადერთი მსგავსი ინფრასტრუქტურაა, რომლის შეკეთება, ტექნიკური განახლება და გაფართოება შესაძლებელია საბანკო სერვისების შეფერხების გარეშე. ეს თიბისის ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია - საჭირო ინფრასტრუქტურა მზად იყოს არა მხოლოდ დღევანდელი, არამედ მომავალი მოთხოვნებისთვისაც.მონაცემთა ცენტრის მშენებლობის სტრატეგიული გადაწყვეტილება თიბისიში 2024 წელს მიიღეს. პროექტის მიზანი იყო მონაცემთა უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერება, საბანკო სერვისების უწყვეტობის შენარჩუნება და მასშტაბირებადი ტექნოლოგიური პლატფორმის შექმნა. ცენტრი რეკორდულად მოკლე დროში - 36 კვირაში აშენდა და ამოქმედდა.სწორედ, აქ განთავსებული სისტემები უზრუნველყოფს ყოველდღიური ციფრული საბანკო ოპერაციების შესრულებას - იქნება ეს მობაილბანკით გადარიცხვა თუ სხვა საბანკო სერვისით სარგებლობა. მონაცემთა უსაფრთხოებას მრავალშრიანი დაცვა, მკაცრი ფიზიკური უსაფრთხოების ზომები, ელექტრომომარაგებისა და გაგრილების რეზერვირებული სისტემები, რამდენიმე მონაცემთა ცენტრის ურთიერთდაზღვევა და ღრუბლოვანი ტექნოლოგიებით დამატებითი რეზერვირება უზრუნველყოფს. თიბისის არსებობის ისტორიაში, მომხმარებელთა მონაცემების დაკარგვის შემთხვევა არასდროს დაფიქსირებულა.ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებული მზის პანელები ელექტრომომარაგების დაახლოებით ერთ მესამედს უზრუნველყოფს, ხოლო ენერგოეფექტური გაგრილების სისტემები და მოდულარული არქიტექტურა ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაციას უწყობს ხელს.მონაცემთა ცენტრი თიბისის გრძელვადიანი ტექნოლოგიური განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი საშუალებით ბანკი კიდევ უფრო აძლიერებს მომხმარებელთა მონაცემების დაცვას, საბანკო სერვისების საიმედოობასა და იმ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, რომლებიც მომავალში ახალი, ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების განვითარებას შეუწყობს ხელს.(R)

1795077757

აეროპორტებში სამგზავრო რეისები 7.6%-ით გაიზარდა, სატვირთო - 9.2%-ით შე...

3Q26-ში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 94% რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.3Q26-ში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 11.6 ათასი შეადგინა, რაც 7.6%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.3Q26-ში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 12.3 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 88.2% მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 11.8% - გაგზავნილი.საქსტატის მონაცემებით, 3Q26-ში საქართველოს აეროპორტებში 0.8 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 9.2%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.3Q26-ში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 211.5 ათასი მგზავრი და გადატანილია 25.9 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 14.4%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო  გადატანილი ტვირთის მოცულობა 26%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

1795076918

საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვა 26.9%-ით გაიზარდა

3Q26-ში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 53.3%-ით მეტი კონტეინერმზიდი მიიღო, 33.9%-ით მეტი - თხევადი ტვირთმზიდი, 15.8%-ით მეტი - გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი გემი, 18.2%-ით ნაკლები - ნაყარი ტვირთმზიდი, სპეციალიზებული კი - 90.9%-ით ნაკლები.3Q26-ში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 17.8% პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 14% - ლიბერიის, 13.8% - თურქეთის, 10.8% - მალტის, დანარჩენი 43.6% კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.საქსტატის მონაცემებით, 3Q26-ში საქართველოს ნავსადგურები 6 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 40.3%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი აღემატებოდა გასული მგზავრების წილს და 51.6%-ს შეადგენდა.3Q26-ში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 5 636.6 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 26.9%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 42.2% გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 39.7% - თხევადი ტვირთი, ხოლო 18.1% - ნაყარი ტვირთი.

1795075843

საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის...

შეხვედრაზე მოსწავლეები, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს შეხვდნენ. მონაწილეები გაეცნენ უცხოეთის უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს და მიიღეს პრაქტიკული რჩევები, როგორ შეარჩიონ მათთვის სასურველი პროგრამა, როგორ მოემზადონ განაცხადის წარსადგენად და რა ეტაპები უნდა გაიარონ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად.ქუთაისამდე ტურის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები რუსთავსა და გორში გაიმართა.საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის სხვა საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.(R)

1795075233

ექსპორტი 17.9%-ით, იმპორტი კი 6.4%-ით გაიზარდა - უარყოფითმა სავაჭრო ბა...

2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 68.1% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი - $731.5 მლნ ჩინეთი - $673.3 მლნ აზერბაიჯანი -$648 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.6% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი - $2.46 მლრდ ჩინეთი - $1.97 მლრდ აშშ - $1.88 მლრდ 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 64.2% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი - $2.8 მლრდ ჩინეთი - $2.6 მლრდ რუსეთი - $2.4 მლრდ 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა $1.7 მლრდ-ით, რაც მთელი ექსპორტის 25%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები $892.8 მლნ-ით (მთლიანი ექსპორტის 13%), ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები $527.4 მლნ-ით (7.7%).საქსტატის მონაცემებით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა $2.95 მლრდ და მთელი იმპორტის 18.2% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები $1.6 მილიარდით (იმპორტის 9.9%), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები დაფასოებული $590.9 მლნ-ით (იმპორტის 3.6%).

1795074721

ადგილობრივი ექსპორტი 57.2%-ით გაიზარდა და $4.14 მლრდ შეადგინა - უმსხვი...

2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 62.6% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან: ჩინეთი - $654.8 მლნ რუსეთი - $578.6 მლნ თურქეთი - $350 მლნ 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები არის წარმოდგენილი $828.8 მლნ-ით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 20%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები, $523.7 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.6%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები $262.1 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.3%).

1795073848