ჯილდო უკავშირდება საქართველოს ბანკის პროექტს, რომლის მიზანიც თვითდასაქმებული ადამიანებისთვის ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. საქართველოში 800 000-ზე მეტი თვითდასაქმებულია, რაც ქვეყნის სამუშაო ძალის დაახლოებით 40%-ს შეადგენს. მათ შორის არიან მასწავლებლები, დიასახლისები, ფერმერები და სხვა პირები, რომლებიც მანამდე საფინანსო სერვისებით სარგებლობისას სხვადასხვა ბარიერს ხვდებოდნენ.ამ გამოწვევის საპასუხოდ, საქართველოს ბანკმა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ეკოსისტემა შექმნა, რომელიც მომხმარებლის იდენტიფიკაციას, შემოსავლის შეფასებას, საკრედიტო ლიმიტის განსაზღვრასა და რისკების მართვას ერთიან პროცესში აერთიანებს. პროექტმა ფინანსური ინკლუზიის გაფართოებას სამი მიმართულებით შეუწყო ხელი: ფინანსურ სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა გაუჩნდა ქალებს, რომლებიც მანამდე ფორმალური საფინანსო სისტემის მიღმა რჩებოდნენ; სერვისი ყველა არხსა და ფილიალში გავრცელდა. ამასთან, 787 ადგილობრივი წარმომადგენლის მეშვეობით მომსახურება 2 900 სოფელში გახდა ხელმისაწვდომი; ამასთანავე, პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ რეგიონებისთვის, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ და თვითდასაქმება შემოსავლის მიღების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის AI in Finance Awards 2026-ზე 7 გლობალური და რეგიონული ჯილდო მოიპოვა. მათ შორის, ბანკი დასახელდა მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკად გლობალური და რეგიონული მასშტაბებით.
1793111355
რეიტინგში საქართველოს ბანკის ჯგუფი ლიდერობს. Q3/2026 -ის მდგომარეობით, BOG-ის ROE 30.72%-ია შემცირებულია კაპიტალზე ლიბერთის უკუგების მაჩვენებელი, რაც სექტორში დიდ გამსხვილებას უკავშირდება (ჩინური ჰუალინგ ჯგუფი ლიბერთის მიერთების პროცესშია) TOP - 7 ბანკი კაპიტალზე უკუგებით (ROE)
1793111171
მისი განცხადებით, თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგური მოძველებული იყო და გარკვეულ სამუშაოებს საჭიროებდა.„გეგმაში გვაქვს გავაკეთოთ თანამედროვე სადგური, ვაახლებთ ყველა ბაქანს. ვფიქრობთ რომ 10-11 თვის განმავლობაში სრულად მოვახდენთ სადგურის რეაბილიტაციას. გვექნება გაცილებით თანამედროვე სადგური, რომელიც კომფორტული იქნება მგზავრებისთვის", - აცხადებს ლაშა აბაშიძე.თბილისი ცენტრალში ბაქნების დემონტაჟი უკვე დაწყებულია. პროექტის მიხედვით, ბაქნების გარდა, შეიცვლება მგზავრების მოსაცდელი კუთხეები, გაკეთდება ახალი ესკალატორები, ასევე სახანძრო მაშუქი მოწყობილობები და დამონტაჟდება საავარიო განათება. თბილისი ცენტრალის განახლების ჯამური ღირებულება დაახლოებით 7 მლნ ლარია.
1793103790
ტრანზაქცია ბანკისთვის დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტების პირველი საბაზრო განთავსებაა, რომელზეც ინვესტორების მხრიდან მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა. განთავსებული ობლიგაციების 54% ინსტიტუციურმა ინვესტორებმა, ხოლო 46% სოფისტიცირებულმა ფიზიკურმა პირებმა შეიძინეს. ემისია დამატებით გააძლიერებს ბანკის კაპიტალს და ხელს შეუწყობს სამომავლო ზრდას.ტრანზაქციის ფარგლებში სრულყოფილი იურიდიული მხარდაჭერა უზრუნველყო BLC Law Office-მა.„დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) ინსტრუმენტის ადგილობრივ ბაზარზე განთავსება კრედო ბანკისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია. ტრანზაქცია აძლიერებს ბანკის კაპიტალის პოზიციას და აფართოებს მისი მოზიდვის შესაძლებლობებს, რითაც ხელს უწყობს ბანკის სამომავლო ზრდას.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინვესტორების მხრიდან დაფიქსირებული მაღალი ინტერესი, რაც „კრედო ბანკის“ მიმართ ნდობისა და ჩვენი განვითარების სტრატეგიის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. მოხარულნი ვართ, რომ ამ ტრანზაქციით ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე ინვესტორებთან თანამშრომლობის ახალი მიმართულება გავხსენით.მადლობას ვუხდი ყველა ინვესტორს გამოხატული ნდობისთვის და ვულოცავ ტრანზაქციაში ჩართულ გუნდებს წარმატებულ განთავსებას“, - ზაზა ფირცხელავა, კრედო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი.„ვულოცავ კრედო ბანკსა და მის გუნდს წარმატებულ ტრანზაქციას. ბანკმა პირველად განათავსა დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) ინსტრუმენტები გარე ინვესტორებზე. ემისიამ ბანკს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის მეშვეობით კაპიტალის მოზიდვის ახალი შესაძლებლობა გაუხსნა და დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციას შეუწყო ხელი.თიბისი კაპიტალისთვის კი, ეს წელს AT1 ობლიგაციების მეორე წარმატებული ემისიაა. ტრანზაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს თიბისი კაპიტალის გამორჩეულ შესაძლებლობებს, მოიზიდოს მრავალფეროვან ინვესტორთა ბაზა, უზრუნველყოს ემიტენტებისთვის კონკურენტული დაფინანსების პირობები და გააფართოვოს ქართული ბანკების წვდომა რეგულატორული კაპიტალის მოზიდვის ალტერნატიულ წყაროებზე.მოხარული ვარ, რომ სულ უფრო მეტი კომპანია იყენებს ადგილობრივ კაპიტალის ბაზარს დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, რაშიც თიბისი კაპიტალს, როგორც წამყვან საინვესტიციო ბანკს, უდიდესი წვლილი შეაქვს. აქტიურად ვუჭერთ მხარს ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარებას - წლის დასაწყისიდან 14 კორპორატიული ობლიგაციის ტრანზაქციაში მივიღეთ მონაწილეობა და 60%-იანი ბაზრის წილით ლიდერობას ვინარჩუნებთ“, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.კრედო ბანკი სიდიდით მეხუთე კომერციული ბანკია საქართველოში. იგი ქვეყნის მასშტაბით, 97 სერვისცენტრით, 500,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში. კრედო ბანკის მფლობელებს წარმოადგენენ განვითარებისა და სოციალური გავლენის მქონე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები: გერმანული Access Credo GmbH, ფრანგული Proparco და იაპონური Gojo & Company, Inc. ბანკს Fitch Ratings-ისგან მინიჭებული აქვს ‘B+’ საკრედიტო რეიტინგი, სტაბილური პერსპექტივით.(R)
1793103438
ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა 2027 წლისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის ძირითად პრიორიტეტებზე, მათ შორის ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობის შენარჩუნებაზე, საერთაშორისო სარეზერვო ბუფერების გაძლიერებასა და დედოლარიზაციის პროცესის გაგრძელებაზე. მისი განცხადებით, მცირე ზომის ღია ეკონომიკისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რისკების დროულ შეფასებას, თანმიმდევრულ პოლიტიკასა და ფინანსური სისტემის მდგრადობის გაძლიერებას.პანელზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას, ფინტექ-ეკოსისტემის განვითარებასა და ციფრული ფინანსების მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწას. ნათია თურნავამ ამ მიმართულებით უკვე განხორციელებულ რეფორმებთან ერთად სამომავლო პრიორიტეტებზეც ისაუბრა, მათ შორის მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვასა და საერთაშორისო საგადახდო სისტემებთან ურთიერთთავსებადობის გაძლიერებაზე.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რეგიონულ ცენტრალურ ბანკებს შორის მარეგულირებელი თანამშრომლობის მნიშვნელობასაც. მისი შეფასებით, მზარდი სავაჭრო და ფინანსური კავშირების ფონზე, ტრანსსასაზღვრო გადახდების გამარტივება, ინფორმაციის დროული გაცვლა და საზედამხედველო ჩარჩოების დაახლოება ხელს შეუწყობს რეგიონის ფინანსურ მდგრადობასა და კონკურენტუნარიანობას.„მდგრადობა შოკების რეალიზებამდე უნდა აშენდეს. საქართველოს მსგავსი მცირე ზომის ღია ეკონომიკისთვის სანდო პოლიტიკასა და ადეკვატურ ბუფერებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამასთან, ჩვენი მიზანია, ფინანსური ინოვაციების განვითარებასთან ერთად შევქმნათ უფრო ეფექტიანი და ურთიერთთავსებადი საგადახდო გარემო, ხოლო რეგიონულ პარტნიორებთან თანამშრომლობით ხელი შევუწყოთ ეკონომიკური და ფინანსური კავშირების გაღრმავებას", - განაცხადა ნათია თურნავამ.პანელურ დისკუსიაში „ცენტრალური ბანკების პრიორიტეტები 2027 წლისთვის", ნათია თურნავასთან ერთად ალბანეთის, სომხეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ყაზახეთისა და ჩინეთის ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.პანელურ დისკუსიას მოდერატორობას უწევდა - გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი სოპნენდუ მოჰანტი.„თბილისის ფინანსური სამიტი" 27-28 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურში დაფუძნებული გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ერთობლივი ორგანიზებით უკვე მეორედ იმართება.
1793101696
ელექტროსადგურზე დამონტაჟდა Goldwind-ის ექვსი GWH182-7.2MW მოდელის ტურბინა, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე 7.2 მგვტ-ია. ტურბინების მონტაჟი კომპანია GOLDWIND INTERNATIONAL GEORGIA - მ განახორციელა. აღსანიშნავია, რომ ბრეთის ქარის ელექტროსადგური საქართველოში ყველაზე მასშტაბური ქარის ელექტროსადგურია, რომელიც სრულად ადგილობრივი კომერციული ბანკის დაფინანსებით განხორციელდა.პროექტი საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.„მოხარული ვართ, რომ საქართველოში კიდევ ერთი თანამედროვე განახლებადი ენერგიის პროექტი განხორციელდა, რომელიც სულ მალე ჩაერთვება ქვეყნის ერთიან ენერგოსისტემაში. მადლობას ვუხდით ყველა ჩართულ მხარეს, განსაკუთრებით კი კომპანია Goldwind-ს და საქართველოს ბანკს გაწეული მხარდაჭერისა და პროექტის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“, - აცხადებს ზაქარია ავალიანი, ვენტო ენერჯის დირექტორი.„ბრეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარების მიმართულებით და ასახავს Goldwind-ის გრძელვადიან ხედვას საქართველოს ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პროცესში. ქართულ ბაზარზე 2024 წელს შემოსვლის შემდეგ, ჩვენ უკვე გავაფორმეთ ცხრა ქარის ელექტროსადგურის პროექტზე შეთანხმება, რომელთა ჯამური სიმძლავრე 438 მგვტ-ს შეადგენს. მომავალშიც გავაგრძელებთ საქართველოში ქარის ენერგიის პროექტების განხორციელებაში მონაწილეობას, რათა ჩვენი ტექნოლოგიური გამოცდილებით ხელი შევუწყოთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასა და მდგრად განვითარებას. მინდა მადლობა გადავუხადო ვენტო ენერჯის, საქართველოს ბანკსა და ყველა პარტნიორს ნდობისა და თანამშრომლობისთვის“, - აცხადებს პიტერ გუო, Goldwind Georgia-ს ბიზნესის განვითარების დირექტორი.„ქარის ენერგიის განვითარება საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მისაღწევად ერთ-ერთი გადამწყვეტი მიმართულებაა. ქარის ენერგიის გენერაცია ავსებს ზამთრის ენერგოდეფიციტს და ამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას. საქართველოს ბანკისთვის აღნიშნული მიმართულება სტრატეგიული მნიშვნელობის მქონეა. შესაბამისად, ბრეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის დაფინანსებით ხელს ვუწყობთ საქართველოში ქარის ენერგიის განვითარებასა და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლის განმტკიცებას“, - აცხადებს ბონდო ტაბატაძე, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი.(R)
1793101431
რიკოს პორტფელმა მილიარდს გადააჭარბა - მისოების რეიტინგი
1792677840
რა სარგებელს მოიტანს ციფრული ვალუტა - სები საპილოტე პროგრამით შეისწავლ...
1792585798
საქართველოს ბანკის Wealth Management-ის მიმართულება და Visa წარმოგიდგე...
1792156494
სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე შეინარჩუნა
1792569931
საფოსტო-საკურიერო სექტორის შემოსავლების 67% საერთაშორისო მომსახურებაზე...
1792656491










