ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2027 წელს 8.9 პროცენტით იზრდება და 126.4 მილიარდ ლარს შეადგენს. შემდგომ წლებში ზრდის პროგნოზი საშუალოდ 8.5 პროცენტია და 2030 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა 161.0 მილიარდ ლარს გადააჭარბებს ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 2027 წლის ბოლოსთვის 12 ათას დოლარს, ხოლო 2030 წლისთვის 15 ათას დოლარს გადააჭარბებს.ინფლაციის მაჩვენებელს მომდევნო წელს კლებადი ტენდენცია ექნება და წლის ბოლოსთვის მის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება.ფინანსთა მინისტრის თქმით, საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული გამოწვევა - მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და გასულ წელს ისტორიულად დაბალ ნიშნულზე, მშპ-ის 2,9 პროცენტის ფარგლებში დაფიქსირდა. მიმდინარე წელს პროგნოზირებულია აღნიშნული მაჩვენებლის კიდევ გაუმჯობესება მშპ-ის 2,4 პროცენტამდე, ხოლო 2027 წლისთვის, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პროგნოზი 2.6 პროცენტს შეადგენს.ბიუჯეტის დეფიციტი 2027 წლისთვის დაგეგმილია მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5 პროცენტის დონეზე, ხოლო შემდგომ წლებში მცირედით კლებადი ტენდენცია აქვს და 2.2 პროცენტამდე მცირდება.მთავრობის ვალის მაჩვენებელი 2027-2030 წლებში მთლიანი შიდა პროდუქტის 31.1 პროცენტს შეადგენს, რაც ვალის უსაფრთხო ნიშნულია.2027 წელს დაგეგმილი ნაერთი ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები 38 მილიარდ 363 მილიონ ლარს შეადგენს, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 38 მილიარდ 243 მილიონი ლარია.
1794389340
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკის სტაბილურმა განვითარებამ, ვალის მდგრადობამ, ფისკალურმა კონსოლიდაციამ და რეზერვების ადეკვატურობის დონის გაუმჯობესებამ, განამტკიცა საერთაშორისო ინვესტორების ნდობა საქართველოსადმი, რაც მიმდინარე წლის იანვარში 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების წარმატებით გამოშვებაშიც აისახა.მისი თქმით, საერთაშორისო ბაზარზე, ახალი ობლიგაციის გამოშვება განსაზღვრავს ერთი მხრივ, ქვეყნის რისკის დონეს, ხოლო მეორე მხრივ, ზომავს საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებასა და ნდობას ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მიმართ.„ორივე მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატება დაფიქსირდა. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის რისკიანობის მაჩვენებელი შემცირებულია 50 საბაზისო პუნქტზე მეტით, რაც ნიშნავს 25 პროცენტზე მეტით გაუმჯობესებას, ხოლო მეორე მხრივ, ვნახეთ რეკორდულად მაღალი მოთხოვნა საქართველოს მიერ გამოშვებულ ევროობლიგაციებზე. ჯამში, 100-ზე მეტი საერთაშორისო ინვესტორის მხრიდან მოთხოვნა 5.5-ჯერ აღემატებოდა ბაზარზე შეთავაზებულ ოდენობას, რაც ნიშნავს, რომ საერთაშორისო ინვესტორები მზად იყვნენ 2,8 მილიარდ დოლარამდე ინვესტიცია განეხორციელებინათ საქართველოს ფასიან ქაღალდებში. ამავდროულად, განაკვეთის მხრივ, ეს იყო ყველაზე კარგი შედეგი, რასაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით საინვესტიციო რეიტინგის არმქონე სუვერენულმა ემიტენტმა მიაღწია", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.იგი ასევე, შეეხო მიმდინარე წლის მაისში სახაზინო ფასიანი ქაღალდების გამოშვების საკითხს, როცა ფინანსთა სამინისტრომ პირველად გამოიყენა სახაზინო ფასიანი ქაღალდების გამოშვების სინდიკაციის მეთოდი (400 მილიონი ლარის ოდენობით), რაც ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.მინისტრის თქმით, ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა 1.8 მილიარდი ლარი იყო, რაც 4.5-ჯერ აღემატებოდა გამოშვებული ფასიანი ქაღალდების მოცულობას.
1794389069
„საქართველოს ეკონომიკა გლობალური და რეგიონული გამოწვევების მიუხედავად, ინარჩუნებს ზრდის პოზიტიურ დინამიკას. ამასთან, საშუალოვადიან პერიოდში, ხორციელდება ეკონომიკური ზრდის დივერსიფიკაცია, პროდუქტიულობის ამაღლება, კერძო ინვესტიციების წახალისება და ექსპორტის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება. აღნიშნული მიმართულებები ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის უფრო მდგრადი საფუძვლის ჩამოყალიბებასა და გარე შოკების მიმართ ქვეყნის ეკონომიკური მედეგობის გაუმჯობესებას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.გამოსვლისას მან ისაუბრა ქვეყნის სუვერენული რეიტინგების შესახებაც და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, სამივე საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ (Fitch-მა, S&P Global-მა და Moody's-მა) გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს გონივრულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას.„აღნიშნული შეფასებები განპირობებულია: ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპით, ფისკალური პოლიტიკის მდგრადობით, მაკროეკონომიკური პარამეტრების სტაბილურობითა და საერთაშორისო რეზერვების ზრდით. ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების მიმართულებით დადებითი მოლოდინები შენარჩუნდება მომდევნო წლებშიც. რა თქმა უნდა, სარეიტინგო კომპანიების შეფასებები მნიშვნელოვანია, თუმცა, კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია უშუალოდ ინვესტორების ნდობა ჩვენი ეკონომიკის მიმართ", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო ინსტიტუციური ინვესტორები აფასებენ არამხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და მის სამომავლო პერსპექტივას, არამედ საკუთარ ფულად რესურსებს ანდობენ საშუალოვადიან პერიოდში, ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკურ და ფისკალურ სტაბილურობას.
1794386808
ამავე პერიოდში სისხლისსამართლებრივი დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო, მათგან 9 პირი დაკავებულია.ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია 19 640 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 119 724 ლარს შეადგენს.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლით.
1794386487
ოქტომბერში, მობაილბანკს მნიშვნელოვანი სიახლე დაემატა - თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთწლიანი ულიმიტო სამგზავრო ბარათის გააქტიურება მომხმარებლებს უკვე პირდაპირ მობაილბანკიდან, სპეციალური შეთავაზებით შეუძლიათ. ერთიანად გადასახდელი წლიური 250₾-იანი აბონემენტის ან ერთთვიანი 40₾-იანი აბონემენტის ნაცვლად, მომხმარებლები სააქციო პერიოდში თვეში მხოლოდ 20 ლარს გადაიხდიან. შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ სრულწლოვან მომხმარებლებს, ფიზიკური ბარათის გამოყენებით.კიდევ ერთი სიახლე პირველი სწრაფი სამომხმარებლო სესხის აღებას უკავშირდება. მომხმარებლები, რომლებიც ამ ტიპის სესხს თიბისიში პირველად იღებენ, 0%-იანი გაცემის საკომისიოთი ისარგებლებენ და სესხს დამატებითი ერთჯერადი გაცემის საკომისიოს გარეშე მიიღებენ.გაფართოვდა მობაილბანკის კრიპტო პლატფორმის შესაძლებლობებიც - ყიდვა-გაყიდვის ფუნქციონალს ხუთი ახალი კრიპტოაქტივი: HYPE, MNT, KAS, SKY და PENGU დაემატა. შედეგად, პლატფორმაზე უკვე 60-ზე მეტი კრიპტოაქტივის ყიდვა-გაყიდვაა შესაძლებელი.ოქტომბრის სიახლეებს შორისაა Visa+-იც - პირველად საქართველოში, თიბისის მობაილბანკში მომხმარებლებს შეუძლიათ, საბანკო ბარათს ტელეფონის ნომერი დაუკავშირონ და Visa+-ის საშუალებით საერთაშორისო მასშტაბით თანხა მხოლოდ ტელეფონის ნომრით გაგზავნონ და მიიღონ. სერვისი ასევე იძლევა მობაილბანკიდან საერთაშორისო მომენტალური გადარიცხვის შესაძლებლობას.თიბისის მობაილბანკი აგრძელებს განვითარებას და მომხმარებლებს სულ უფრო მეტ შესაძლებლობას სთავაზობს. თითოეული განახლების მიზანი ყოველდღიური საჭიროებების გამარტივება, დროის დაზოგვა და კიდევ უფრო კომფორტული ციფრული გამოცდილების შექმნაა.(R)
1794385673
სოფელი ქორენიში ტვიშის უნიკალურ მიკროზონაში მდებარეობს, რის გამოც სასტუმროს პარალელურად, კომპანიისთვის მეღვინეობას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ბაზისბანკთან პარტნიორობითა და ფინანსური მხარდაჭერით, „ქორენიშული ვერანდამ“ შეძლო სასტუმროსა და მარნის გაფართოება, სადაც ენდემური ვაზის ჯიშებისგან პრემიუმ ხარისხის ღვინოები ტვიში, უსახელაური, ოჯალეში და ლეჩხუმური ცოლიკაური იწურება.ლეჩხუმის ბუნებრივი პოტენციალი მხოლოდ მეღვინეობით არ შემოიფარგლება. რეგიონის უნიკალური გარემო ხელსაყრელ პირობებს ქმნის მეფუტკრეობის განვითარებისთვისაც, რის საფუძველზეც კომპანიამ თაფლის გადამამუშავებელი საწარმო მოაწყო. წარმოებული პროდუქცია დღეს წარმატებით მიეწოდება სხვადასხვა სასტუმროებსა და ღვინის ბარებს.პროექტი, რომელიც თავდაპირველად საოჯახო მემკვიდრეობის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად, ბაზისბანკის მხარდაჭერით მასშტაბურ ბიზნესად იქცა. ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობა კომპანიას საშუალებას აძლევს, განახორციელოს სამომავლო გეგმები და ხელი შეუწყოს ლეჩხუმის პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.ბაზისბანკის და ქორენიშული ვერანდის პარტნიორობის ვიდეო ისტორია(R)
1794383485
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე...
1793618249
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები ქეშბექს მიიღებენ
1793619133
ბექტუროვი საქართველოს როლზე ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის ფინანსურ...
1793180988
საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთობლივი საბაჟო გამტარი პუნქტის „აბრეშუმი...
1793363920
საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხები...
1793169691










