GE EN
სხვა სიახლეები
ტრამპის ემისრები პუტინსა და ზელენსკის შეხვდნენ: ტყვეების უდიდესი გაცვლ...

რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები აბუ-დაბიში 10-11 ნოემბერს გაიმართა. შეხვედრის შემდეგ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ მხარეები რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების ახალი, მასშტაბური გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ. პროცესის კონკრეტული პარამეტრები, როგორც მან აღნიშნა, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.კრემლი მოლაპარაკებებს „კონსტრუქციულს“ უწოდებს12 ნოემბერს კრემლში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდა.შეხვედრის შედეგებზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ პუტინისა და ამერიკელი წარმომადგენლების საუბარი „შინაარსიანი, კონსტრუქციული, გულწრფელი და სასარგებლო იყო, ისევე როგორც ყველა წინა საუბარი“.მისი თქმით, ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა „აქტიურად დაუჭირეს მხარი“ პუტინის წინადადებას, უკრაინის დონეცკის ოლქში, კონსტანტინოვკაში ჰუმანიტარული ოპერაციის ჩატარების შესახებ.უშაკოვის განცხადებით, ამჟამად ტყვეების „ყველაზე მასშტაბური“ გაცვლის პარამეტრები თანხმდება.მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის, დაუყოვნებლივ დაიწყოს აშშ-თან ევროპული უსაფრთხოების შესახებ წინადადებების ერთობლივი განხილვა და ამ საკითხზე მოსკოვს „ახალი მოსაზრებები“ აქვს.უშაკოვის თქმით, კრემლში იმედოვნებენ, რომ უიტკოფი და კუშნერი პუტინთან შეხვედრისას მიღებულ გზავნილებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადასცემენ.რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთში, შენჟენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ორმხრივ შეხვედრაზე გააგრძელებენ მსჯელობას.„აღინიშნა, რომ ამ ამოცანის გადაწყვეტას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირადად უთმობს ყურადღებას. ბუნებრივია, მასთან დაგეგმილი შეხვედრისას, APEC-ის სამიტზე შენჟენში, გაგრძელდება დარეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების მთელი კომპლექსის განხილვა“, – განაცხადა უშაკოვმა.პუტინმა უშიშროების საბჭო მოიწვიაამერიკელ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ვლადიმირ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრებთან აბუ-დაბიში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებების შედეგები განიხილა.რუსული მედიის ცნობით, პუტინმა შეხვედრაზე რუსეთის მომლაპარაკებელთა დელეგაციის წევრებიც მიიწვია, რათა მათ აბუ-დაბიში ჩატარებული სამუშაოს შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები, დაკვირვებები და შედეგები გაეზიარებინათ.„ხუთშაბათს შეხვედრაზე რუსეთის დელეგაციის წევრები მოვიწვიე, რათა გაეზიარებინათ თავიანთი შთაბეჭდილებები, დაკვირვებები და ის შედეგები, როგორც თავად ხედავენ, იმ სამუშაოს შესახებ, რომელიც აბუ-დაბიში ჩაატარეს“, – განაცხადა პუტინმა.შეხვედრაზე პირველი მოხსენება რუსეთის მომლაპარაკებელთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ მედინსკიმ წარადგინა.ზელენსკი ტყვეების ყველაზე მასშტაბურ გაცვლას აანონსებსრუსეთში ვიზიტის შემდეგ აშშ-ის წარმომადგენლები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. 12 ნოემბრის შეხვედრის შედეგებზე საუბრისას ზელენსკიმ რუსეთთან ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლა დააანონსა.„რუსეთში ვიზიტის შემდეგ ამერიკულმა გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი ჩამოიტანა – ჩვენ ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ. სტივმა და ჯარედმა მითხრეს, რომ ეს ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლა იქნება. ბიჭები, ჩვენი ჯარისკაცები სახლში ბრუნდებიან. ძალიან მადლობელი ვარ ყველა ჩვენი მომლაპარაკებლის. ეს რეალური შედეგია. უპირველესად, ეს წარმატებაა ოჯახებისთვის და, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანისთვის, რადგან ადამიანები სახლში, თავიანთ ოჯახებთან დაბრუნდებიან“, – ციტირებს ზელენსკის „უკრაინსკაია პრავდა“.უკრაინის პრეზიდენტს გაცვლის კონკრეტული რაოდენობა არ დაუსახელებია. მანამდე კი აცხადებდა, რომ მოლაპარაკებებზე გაცვლის ორი შესაძლო ფორმატი განიხილებოდა – 1000 1000-ზე ან 1500 1500-ზე.ზელენსკიმ კიდევ ერთ მნიშვნელოვან შედეგად დაასახელა ის, რომ მომდევნო მოლაპარაკებებში ევროპელები უშუალოდ მიიღებენ მონაწილეობას და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ხმის უფლება ექნებათ.„ეს ძალიან მნიშვნელოვანია კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გარანტიებისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.კუშნერი: შეთანხმება ევროპელების მონაწილეობის გარეშე ვერ შედგებაჯარედ კუშნერმა დაადასტურა, რომ აშშ ევროპულ ქვეყნებთან მჭიდროდ თანამშრომლობს და მათი მონაწილეობა სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად აუცილებელია.„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ევროპელებთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია – ამ შეთანხმებას ვერ დავდებთ, თუ ევროპელები მოლაპარაკებების მაგიდასთან არ იქნებიან. ამის შესახებ პრეზიდენტ პუტინსაც ვუთხარით. პრეზიდენტი ზელენსკი ამას თავიდანვე უჭერდა მხარს. პუტინი მზად არის, ამ შესაძლებლობას შანსი მისცეს“, – განაცხადა კუშნერმა.მისივე თქმით, აშშ-ის წარმომადგენლები უკრაინის პრეზიდენტთან და მის გუნდთან ომის შემდგომი უკრაინის გეგმის შემუშავებაზე მჭიდროდ მუშაობენ.„უკრაინის პოტენციალი წარმოუდგენელია. როდესაც ფიქრობ იმაზე, რასაც მათ ამ ომში საკუთარი თავის დასაცავად მიაღწიეს, ეს ინოვაციები ძალიან შთამბეჭდავია“, – აღნიშნა კუშნერმა.მან ასევე განაცხადა, რომ აქტიურად განიხილება უკრაინისა და მთლიანად რეგიონის ომისშემდგომი უსაფრთხოების საკითხები, რათა მსგავსი ომი აღარ განმეორდეს.„ამაზე გენერალი გრინკევიჩიც მუშაობს“, – განაცხადა კუშნერმა და აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალ ალექსუს გრინკევიჩს გულისხმობდა.„ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ და იმედი მაქვს, უფრო მეტ პროგრესს მივაღწევთ“, – დასძინა მან.უიტკოფი: ტრამპის მიზანი ომის დასრულებაასტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართული შეხვედრა ძალიან კარგი და პოზიტიური იყო. მანაც დაადასტურა, რომ ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლა უნდა შედგეს.„ტრამპი მოწადინებულია, ეს ომი დასრულდეს. ჩვენ უკვე დაგეგმილი გვაქვს ახალი შეხვედრა და ამ მიზნის მისაღწევად ინტენსიურად ვიმუშავებთ“, – განაცხადა უიტკოფმა.ამრიგად, აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებებისა და შემდგომი შეხვედრების შემდეგ მხარეები ტყვეების გაცვლის საკითხზე შეთანხმების მიღწევაზე საუბრობენ. ამასთან, აშშ-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამშვიდობო პროცესში ევროპის მონაწილეობა აუცილებელია, ხოლო უკრაინისა და რეგიონის ომისშემდგომი უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე მუშაობა გრძელდება.

1794545150

საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტური...

პირველი საინფორმაციო შეხვედრები რუსთავსა და გორში უკვე გაიმართა.შეხვედრებზე მოსწავლეები, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს შეხვდნენ, სადაც მათ საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ამასთან, მონაწილეები გაეცნენ განაცხადის შევსების პროცესს, გაიგეს, თუ რა ეტაპების გავლაა საჭირო და როგორ უნდა მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად.რეგიონული ტური ქუთაისსა და ზუგდიდში გაგრძელდება: 16 ნოემბერი | 17:00–18:00 | ქუთაისი - ჭავჭავაძის გამზირი N50; 17 ნოემბერი | 14:00–15:00 | ზუგდიდი - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯანაშიას N14. შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომლის გავლაც შესაძლებელია ბმულზე.ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვით ბმულს.საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი.(R)

1794502831

ვალუტის გაუმჯობესებული კურსი — საქართველოს ბანკის მობილ და ინტერნერბან...

მომხმარებელი ყოველთვიური ლიმიტის ფარგლებში (GEL, USD, EUR) ვალუტის გადაცვლას საქართველოს ბანკის საუკეთესო კურსით შეძლებსნ. ოპერაციის შესრულება შესაძლებელია დისტანციურად, ნებისმიერ დროს, 24/7 რეჟიმში, მომენტალურად.შეთავაზება მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლონ კონკურენტული გაცვლითი კურსით და საბანკო ოპერაციები მათთვის მოსახერხებელ დროს, ერთიანი ციფრული სივრციდან შეასრულონ.M, L და SUPER ნაკრებები მომხმარებლებს ყოველდღიური საბანკო საჭიროებების ერთიანად მართვის შესაძლებლობას აძლევს. ფიქსირებული ყოველთვიური საფასურის სანაცვლოდ, ისინი სხვადასხვა საბანკო მომსახურებას დამატებითი საკომისიოს გარეშე იღებენ, მათ შორისაა, ავტომატური გადახდები, კომუნალურების დაფარვა, ანგარიშებისა და ბარათების მომსახურება და სხვა სერვისები.საბანკო ნაკრებებისა და მათი პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს, ხოლო ვალუტის გადასაცვლელად გამოიყენეთ საქართველოს ბანკის მობილბანკი ან ინტერნეტბანკი.

1794495439

AI ეპოქის შესაძლებლობები - დისკუსია BOG და UN Women-ის ინიციატივით

შეხვედრის ფარგლებში, სპიკერებმა ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებული ცვლილებებისა და ახალი შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს.დისკუსიას Theneo-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ანა რობაქიძე უძღვებოდა. ღონისძიების ფარგლებში სპიკერები იყვნენ: მარიამ ჯანჯღავა - AI Products Owner ელენე გაბელაია - პროექტის ანალიტიკოსი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) თეო ზანგურაშვილი - CEO, Comm School ანა ხოსიტაშვილი - კონტენტ კრეატორი სპიკერებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა სფეროს, რა შესაძლებლობებს ქმნის ტექნოლოგიური პროგრესი და როგორ აისახება ეს დასაქმების ბაზარზე. მათ აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ყურადღება გაამახვილეს იმ ცოდნასა და უნარებზე, რომლებიც AI-ის ეპოქაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ადაპტაციის მნიშვნელობასა და ახალი შესაძლებლობების გამოყენებას.საქართველოს ბანკისთვის განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და ადამიანებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, ბანკი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა ინიციატივას ახორციელებს, რომლებიც ცოდნის გაზიარებას, ახალი უნარების განვითარებასა და თანამედროვე გამოწვევებისთვის მომზადებას ემსახურება.საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge

1794494658

არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანებს სრულად გამოავლინონ და აითვისონ საკუთარი პოტენციალი. შესაბამისად, ბანკისთვის „არ გაჩერდე“ მხოლოდ გზავნილი არ არის - ეს არის ფილოსოფია, რომელიც მის საქმიანობასა და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებს აერთიანებს.ამ ხედვის ნაწილია სპორტისა და ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა, რათა ხელი შეუწყოს მათ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდასა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში; სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი უკვე წლებია ეროვნული ოლიმპიური ნაკრების, საფეხბურთო ნაკრების და საკალათბურთო ნაკრების მთავარი მხარდამჭერია.ამასთან, ბანკი აქტიურად უჭერს მხარს კულტურულ და შემოქმედებით ინიციატივებს, რომლებიც ადამიანებს თვითგამოხატვისა და საკუთარი ნიჭის გამოვლენის სივრცეს უქმნის. ამ მიზნით, საქართველოს ბანკი სუხიშვილების მთავარი სპონსორია.თითოეული ეს ინიციატივა ერთი საერთო მიზნის ნაწილია - ადამიანებს ჰქონდეთ მეტი რესურსი, საკუთარი შესაძლებლობების საზღვრები გააფართოონ და მიაღწიონ იმას, რაც შესაძლოა, აქამდე მიუღწევლად მიაჩნდათ.სწორედ ამიტომ, „არ გაჩერდე“ ნიშნავს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, აღმოაჩინოს საკუთარი პოტენციალი, გაბედოს მეტი და მიაღწიოს მეტს.არ გაჩერების ისტორიების შესახებ უფრო მეტის გასაგებად, ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს argacherde

1794490367

აბუ-დაბის მოლაპარაკებების დასრულებიდან რამდენიმე საათში რუსეთმა უკრაინ...

უკრაინული მხარის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ 94 დრონი ჩამოაგდო, თუმცა რაკეტების განეიტრალება ვერ მოხერხდა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქში თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძრები გაჩნდა რივნესა და ჟიტომირის ოლქებშიც. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აიღო და განაცხადა, რომ სამიზნე დრონების საწარმოო ობიექტები და ელექტროქვესადგურები იყო. თავის მხრივ, მოსკოვმა განაცხადა, რომ ღამით რვა რეგიონის თავზე დაახლოებით 70 უკრაინული დრონი ჩამოაგდო.ორმხრივი იერიშები წინ უსწრებდა აშშ-ის შუამავლობით გამართული სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულებას. მართალია, მხარეები სამხედრო ტყვეთა მორიგ მასშტაბურ გაცვლაზე შეთანხმდნენ, თუმცა ტერიტორიებისა და მომავალ მოლაპარაკებებში ევროპის ჩართულობის საკითხებმა მოლაპარაკებების მაგიდასთან მწვავე დებატები გამოიწვია.უკრაინის დელეგაციის წევრმა დავით არახამიამ შეხვედრას ერთ-ერთი ყველაზე რთული უწოდა და აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ მკაცრი მოთხოვნები წამოაყენა და კომპრომისისთვის მცირე სივრცე დატოვა. მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ უკრაინას „გამსკდარი აბსცესი“ უწოდა და განაცხადა, რომ „მათი მიწის თითოეული სანტიმეტრი დაბრუნდება“. უკრაინის ტერიტორიების მოთხოვნის გარდა, კრემლმა ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნაც მოითხოვა.უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტერიტორიული საკითხი ბოლო რაუნდის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, ამერიკელი შუამავლები კი ძირითადად დონბასის რეგიონთან დაკავშირებული დავის გადაჭრის სხვადასხვა გზაზე მუშაობდნენ. „მათ მიაჩნიათ, რომ ამ ომის შესაჩერებლად საკუთარი ტერიტორია უნდა დავტოვოთ. შეუძლებელია ჩვენთან ასე საუბარი, როდესაც საქმე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას ეხება. ისინი სხვადასხვა ვარიაციის პოვნას ცდილობენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ ოთხშაბათს დუბლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.მაღალჩინოსანმა წყარომ, რომელმაც POLITICO-სთან ანონიმურობის დაცვით ისაუბრა, განმარტა, რომ განხილული იდეებიდან ერთ-ერთი გულისხმობდა ომის შეჩერებას ამჟამინდელ ფრონტის ხაზზე, რის შემდეგაც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილები ადმინისტრაციულად სხვა ოლქის იურისდიქციას დაექვემდებარებოდა. „თუმცა ეს დაახლოებით მილიონი სხვადასხვა იდეიდან მხოლოდ ერთ-ერთი იყო. ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინა ოდესმე აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად“, - დასძინა გამოცემის წყარომ.

1794487451