გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთი მათგანის სახელზე რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით დაამზადეს და გაასაღეს 176 000 ლარის ღირებულების პოლიეთილენის ყუთების თითქოსდა მიწოდების ამსახველი ყალბი სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. აღნიშნული ქმედების სანაცვლოდ მათ მართლსაწინააღმდეგოდ მოითხოვეს და მიიღეს 49 300 ლარი.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
1792565169
გამოცემის ცნობით, ბრიუსელი საკითხის უმაღლეს დონეზე დაყენებას 29-30 ოქტომბერს დაგეგმილ ევროკავშირ-კანადის სამიტსა და 20 ნოემბერს გამართულ ევროკავშირ-დიდი ბრიტანეთის შეხვედრაზე გეგმავს. კიევის მზარდი საჭიროებებისა და აშშ-ის მხარდაჭერის გაურკვევლობის ფონზე, ევროკავშირი სულ უფრო აქტიურად ცდილობს არასახელმწიფო მოკავშირეების ჩართვას.„ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება, რომ სხვა პარტნიორებიც ჩაერთონ“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ევროკავშირმა 2026-2027 წლებისთვის უკვე აიღო €90-მილიარდიანი სესხის გამოყოფის ვალდებულება, რაც კიევის საჭიროებების ორ მესამედს ფარავს. ბრიუსელი ელოდა, რომ პარტნიორები (მათ შორის კანადა, იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია და ნორვეგია) დამატებით €45 მილიარდს უზრუნველყოფდნენ, თუმცა ამ თანხის მობილიზება დაგვიანებით მიმდინარეობს.Politico წერს, რომ 2027 წლისთვის პროგნოზირებული ხარჯები გაიზარდა რუსეთის თავდასხმების ინტენსივობის, აშშ-ისრაელისა და ირანის კონფლიქტით გამოწვეული ფასების ზრდისა და ვაშინგტონის მხრიდან პოზიციების შესაძლო ცვლილების გამო.ევროკომისარმა ვალდის დომბროვსკისმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის შეხვედრებზეც მოუწოდა პარტნიორებს „ტვირთის თანაბარი გადანაწილებისკენ“.ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინას €231 მილიარდზე მეტი გამოუყვეს. დიპლომატების განცხადებით, ევროპული ბიუჯეტების შეზღუდული რესურსისა და მომავალ წელს ევროპაში დაგეგმილი არჩევნების ფონზე, აუცილებელია ფინანსური წყაროების უფრო ფართო მასშტაბით მოძიება.ამის პარალელურად, ბრიუსელი იაპონიასაც მოუწოდებს შენატანების გაზრდისკენ, თუმცა ტოკიოში აცხადებენ, რომ უკვე გამოჰყვეს $20 მილიარდზე მეტი და მზად არიან დამატებითი დახმარება განახორციელონ, თუ კიევისგან შესაბამისი მოთხოვნა იქნება.
1792560420
გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ოსლოს მოლაპარაკებების მთავარი მიზანია უკრაინამ, ევროპელმა მოკავშირეებმა და აშშ-მა შეიმუშაონ ერთობლივი სამშვიდობო წინადადება, რომელიც შემდგომში რუსეთს წარედგინება.მოლაპარაკებებში მონაწილეობენ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტორესი, „E4“ ჯგუფის (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი) წარმომადგენლები და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი. დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი დისკუსიაში დისტანციურად ჩაერთვება. გავრცელებული ცნობებით, მას გრიპი აქვს.აშშ-ის ანონიმური წარმომადგენლის განცხადებით, ოსლოს შეხვედრის შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი რუსეთში გამგზავრებას გეგმავს, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრასა და უკრაინასთან და ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავებული იდეების წარდგენას იმედოვნებს.„პრეზიდენტმა ტრამპმა დაავალა ინტენსიური მუშაობის ჩატარება უკრაინასთან და ევროპასთან ერთობლივი სამშვიდობო წინადადების შესამუშავებლად. შემდეგი ნაბიჯია შემოწმდეს, შეიძლება თუ არა ეს სამუშაო გახდეს რუსეთთან სერიოზული მოლაპარაკებების საფუძველი“, - განაცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.მისივე ცნობით, გასულ კვირას აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობდნენ ამ წინადადებებზე, ხოლო კვირას ვიტკოფმა და კუშნერმა პრეზიდენტ ზელენსკისთან დამატებითი კონსულტაციები გამართეს.ამასთან, ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ძალისხმევის გაწევა ამერიკელი პენსიონერი მასწავლებლის, სტივენ გაბარდის გასათავისუფლებლად, რომელიც, ვაშინგტონის განცხადებით, რუსეთში უკანონოდ იმყოფება პატიმრობაში.სტივ ვიტკოფი ნორვეგიაში უკვე ჩავიდა.
1792499897
ბიზნესის დაკრედიტება ჯერ არ დაუწყია. მისოს ინფორმაციით, სალომბარდე სესხებიდან შემოსავალი წლიურად, 24%-ითაა გაზრდილი. ძირითადად ავტოლომბარდია (სესხი 2004 წლიდან გამოშვებული ავტომობილის გირავნობით გაიცემა), რომელიც წლიურ 26%-დან 42%-მდე განაკვეთით გაიცემა (ეფექტური 50%-მდე).გირავნობის ხარჯი 160 ლარია, გაცემის საკომისიო კი 4%-მდე. თუ ავტომობილის მფლობელი დისტანციური სასესხო შეთავაზებით ისარგებლებს, გირავნობის ხარჯი 60%-ით გაეზრდება (100 ლარით, 260 ლარამდე) სამაგიეროდ გაცემის საკომისიოსგან გათავისუფლდება. მიმდინარე აქციის ფარგლებში სესხი ეფექტურ 45%-მდე გაიცემა, 50%-ის ნაცვლად. დამტკიცების საკომისიო კი ფიქსირებული 5%-ია.
1792499297
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად ვითარდება, იზრდება კერძო სექტორის შესაძლებლობებიც და ამ პროცესს დამატებითი მხარდაჭერა სჭირდება.კობახიძის განცხადებით, ეკონომიკის განვითარებას მნიშვნელოვანი სტიმული მისცა 2014 წელს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ შექმნამ.„2014-2025 წლებში სამთავრობო პროგრამებით 20 000-ზე მეტმა მეწარმემ ისარგებლა; განხორციელდა 8,5 მილიარდ ლარამდე ინვესტიცია და შეიქმნა დაახლოებით 90 000 სამუშაო ადგილი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.მისივე ინფორმაციით, ამ პერიოდში მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობა 405 ათასიდან 544 ათასამდე გაიზარდა, ხოლო ამ სექტორში პროდუქციის გამოშვების მოცულობამ 14,8 მილიარდი ლარიდან 54 მილიარდ ლარს გადააჭარბა.კობახიძის თქმით, საშუალო ზომის კომპანიებში შრომის ანაზღაურება 998 ლარიდან 2 760 ლარამდე გაიზარდა, რაც მსხვილ კორპორაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების მაჩვენებელსაც აღემატება. ამასთან, მცირე და საშუალო საწარმოების ექსპორტის მოცულობა 1,3 მილიარდიდან 2,7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიღწეული შედეგების შესანარჩუნებლად საჭიროა უფრო ფართო და გრძელვადიანი ხედვა, ასევე სახელმწიფო მხარდაჭერის გაფართოება.„სწორედ ამიტომ, სხვადასხვა უწყებაში დაგროვილი ცოდნისა და ფინანსური რესურსების გაერთიანებით, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია. ეს ცვლილება მხოლოდ სტრუქტურული გარდაქმნა არ არის. ჩვენი მიზანია, მეწარმეების ხელშეწყობა კიდევ უფრო კოორდინირებული და შედეგზე ორიენტირებული გახდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1792491934
შეხვედრას საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე დავით არდაზიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით შაქარაშვილი ესწრებოდნენ.შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული გამოწვევები და სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აქტიური კომუნიკაციისა და საერთო პრიორიტეტების განსაზღვრის მნიშვნელობას.მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, კონკრეტული მიმართულებებით სამუშაო ფორმატში გააგრძელონ თანამშრომლობა. აღინიშნა, რომ პარტნიორობის გაღრმავება ხელს შეუწყობს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას, მათ შორის, მოქმედი კანონმდებლობის შესწავლასა და ანალიზს, აგრეთვე კიბერდანაშაულისა და სხვა სახის ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე მეთოდებთან დაკავშირებით გამოცდილების ურთიერთგაზიარებას.საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს შესაბამის უწყებებს შორის პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მხარეები სამომავლო ერთობლივი აქტივობების დაგეგმვაზე მუშაობას გააგრძელებენ.
1792491109
ქურდიანმა TBC PLC-ის აქციების გაყიდვით £1.3 მლნ-ის შემოსავალი მიიღო
1791467161
ანაკლიის პორტთან მისასვლელ 18 კმ რკინიგზის მშენებლობას მსოფლიო ბანკი უ...
1791389709
საქართველოს ბანკმა სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
1791382860
Forbes Georgia: საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანიის ჯამური საბაზრო ღი...
1791892894
საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა
1791371438











