GE EN
სხვა სიახლეები
ადგილობრივი ექსპორტი 57.2%-ით გაიზარდა და $4.14 მლრდ შეადგინა - უმსხვი...

2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 62.6% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან: ჩინეთი - $654.8 მლნ რუსეთი - $578.6 მლნ თურქეთი - $350 მლნ 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები არის წარმოდგენილი $828.8 მლნ-ით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 20%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები, $523.7 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.6%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები $262.1 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.3%).

1795073848

რკინიგზით გადაზიდული ტვირთების 34.7% ნავთობპროდუქტებზე, 21.5% - ქიმიკა...

3Q26-ში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 77.9% მოდიოდა ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე, 22.1% კი - ქვეყნიდან გატანილზე.3Q26-ში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 22.2%-ს გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 22.1%-ს გამომგზავნს - აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10%-ზე ნაკლები იყო (ჯამურად 55.7%).3Q26-ში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 24.4%-ს დანიშნულების ქვეყანას სომხეთი წარმოადგენდა, 8 პროცენტისას - ყაზახეთი, 7 პროცენტისას - რუსეთის ფედერაცია, ტვირთის მიმღები თითოეული დანარჩენი ქვეყნების წილი კი შედარებით ნაკლები იყო (ჯამურად 60.6%).3Q26-ში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 9.2% - თურქეთი 8.3% - ნიდერლანდები 5.7% - ჩინეთი 1.8% - იტალია 1.1% - უკრაინა 0.7% - რუმინეთი დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა. ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 4.8%-ის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 3.9 პროცენტისას - თურქეთი, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 34.7% მოდიოდა კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე; 21.5% - ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების; რეზინის და პლასტმასის პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 11.5% - საკვებ პროდუქტებზე, სასმელებზე და თამბაქოზე.3Q26-ში სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება განსხვავებული იყო ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში და 61.4% ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე მოდიოდა, 15.8% ეჭირა სატრანსპორტო აღჭურვილობას, ხოლო 14.8% - კოქსისა და რაფინირებულ ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფს.რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (47.3%), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (13.7%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (7.9%), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (7.8%), ქვანახშირი და ლიგნიტი; ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (7.7%), ძირითადი ლითონები (6.5%), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (2.5%), სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და მეტყევეობის პროდუქტები (2.5%), ხე და ხის კორპის პროდუქტები (1.8%), მანქანები და აღჭურვილობა (1%); ხოლო გატანილია საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (25.8%), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (24.9%), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (16.4%), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (12.6%)  და ძირითადი ლითონები (12.5%).საქსტატის მონაცემები, 3Q26-ში ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 78.2% სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, კერძოდ: კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (35%), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (30.8%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (12.4%).3Q26-ში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 708 ათასი მგზავრი, რაც 20.2%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 164.5 მილიონი მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 13.6%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.3Q26-ში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 619.8 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 87.5%-ს შეადგენს და 8.1%-ით აღემატება 2025 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 88.2 ათასი მგზავრი, რაც დაახლოებით 5.6 ჯერ აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში მგზავრების გადაყვანის 35.5% - აზერბაიჯანიდან შემოსვლაზე მოდიოდა, 12.6% - სომხეთიდან შემოსვლაზე, 36.8% - აზერბაიჯანის მიმართულებით გასვლაზე, ხოლო 15.1% - სომხეთის მიმართულებით გასვლაზე.

1795073216

ევროკავშირში რუსეთთან მოლაპარაკებების მანდატსა და პირობებზე კამათობენ

გასულ კვირას აბუ-დაბიში აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის გამართულ შეხვედრაში ევროპა ფაქტობრივად არ მონაწილეობდა, თუმცა კრემლმა და თეთრმა სახლმა მიანიშნეს, რომ მომდევნო რაუნდებზე ვითარება შეიცვლება. რამდენიმედღიანი უთანხმოების შემდეგ, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან რეგიონს ოთხი წამყვანი ქვეყნის: საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და პოლონეთის წარმომადგენლები, ასევე დიდი ბრიტანეთის, NATO-ს, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს მაღალჩინოსნები წარმოადგენენ.ამჟამად ევროპელი დიპლომატების მთავარი გამოწვევა „წითელი ხაზებისა“ და სამოქმედო მანდატის განსაზღვრაა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი მიიჩნევს, რომ ევროპამ მოლაპარაკებები მაქსიმალური მოთხოვნებით უნდა დაიწყოს და რუსეთისგან წინასწარი დათმობები მოითხოვოს. კალასის პოზიციას იზიარებენ ბალტიისპირეთის, სკანდინავიისა და აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნების მინისტრებიც. ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, პირველ რიგში პუტინმა ცეცხლი უნდა შეწყვიტოს, რასაც სამშვიდობო მოლაპარაკებები და უკრაინისა და რეგიონის უსაფრთხოების გარანტიების განხილვა მოჰყვება.განსხვავებულ, შედარებით რბილ მიდგომას ემხრობიან სხვა ქვეყნები, მათ შორის ავსტრია. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბეატე მაინლ-რაიზინგერმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს 15-პუნქტიანი დოკუმენტი წარუდგინა, რომელიც ნდობის აღდგენის ზომებს, მათ შორის შეზღუდულ ან ნაწილობრივ ზავს და სამშვიდობო შეთანხმების მონიტორინგის საერთაშორისო ფორუმის შექმნას ითვალისწინებს. დაძაბულობის შემცირების იდეებზე საუბრობს ნორვეგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ესპენ ბართ ეიდეც, რომელიც მხარეებს ცივი ომის დროინდელი, 1975 წლის „ჰელსინკის აქტისა“ და შეიარაღების შეზღუდვის შეთანხმებების გამოცდილების გაზიარებას სთავაზობს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ NATO-ს ქვეყნებში ალიანსის ძალების განლაგების საკითხი რუსეთთან განხილვას არ ექვემდებარება.გამოცემის ცნობით, ევროკავშირში ასევე კამათობენ იმაზე, თუ ვინ უნდა შეიმუშაოს მომლაპარაკებელთა მანდატი, საგარეო საქმეთა მინისტრებმა თუ ევროკავშირის მუდმივმა წარმომადგენლებმა (ელჩებმა). ამასთან, პროცესს ართულებს ისიც, რომ აღნიშნული მანდატი მხოლოდ ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს შეზღუდავს და არ გავრცელდება დიდ ბრიტანეთსა და NATO-ზე. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი უკრაინაზე ყოველდღიურ იერიშებს განაგრძობს, ევროპელი მომლაპარაკებლები პრაგმატული მიდგომის ფარგლებში უკვე შეეგუვნენ იმ ფაქტს, რომ აბუ-დაბიში მოლაპარაკებები უახლოეს კვირებში ცეცხლის წინასწარი შეწყვეტის გარეშეც განახლდება.

1795071529

ეროვნული ბანკი: საქართველოს ბანკი მწვანე დაფინანსების ბაზრის ლიდერად რ...

საქართველოს ბანკი წამყვან პოზიციას იკავებს არამხოლოდ პორტფელის მოცულობით, არამედ 2025 წლის განმავლობაში გაცემული მწვანე სესხების მიხედვითაც. ანგარიშის თანახმად, წლის განმავლობაში დაახლოებით ₾838 მილიონის ტაქსონომიის შესაბამისი მწვანე სესხი გაიცა. აქედან თითქმის ნახევარი, დაახლოებით ₾413 მილიონი, საქართველოს ბანკზე მოდის.საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ბიზნესები ინვესტირებას ახორციელებენ განახლებად ენერგიაში, მდგრად მშენებლობაში, ენერგოეფექტურობაში, მდგრად სოფლის მეურნეობასა და მწვანე ტრანსპორტში. ეს კომპანიებს საოპერაციო ხარჯების შემცირებაში ეხმარება, ამცირებს გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას და ხელს უწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას.ბანკი ლიდერობს მწვანე აქტივების კოეფიციენტითაც (Green Asset Ratio). საქართველოს ბანკის მაჩვენებელი 3.2%-ს შეადგენს, მაშინ როცა სექტორის საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 2.1%-ია. ამასთან, საქართველოს ბანკი სექტორში პირველ ადგილზეა ტაქსონომიის შესაბამისი სოციალური დაფინანსების ჯამური მოცულობითაც.ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს ქვეყანაში ტაქსონომიის შესაბამისი მწვანე დაფინანსება 42.5%-ით გაიზარდა და ₾2.16 მილიარდს მიაღწია. ამ ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა კი საქართველოს ბანკია.“ჩვენი შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ბანკის სტრატეგიულ ერთგულებას მდგრადობის მიმართ და ჩვენს წამყვან როლს ქვეყნის მწვანე ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მწვანე დაფინანსება ბიზნესს რეალურ სარგებელს აძლევს: ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებსა და განახლებად ენერგიაში ინვესტიცია კომპანიებს საოპერაციო ხარჯებს უმცირებს, ენერგიაზე დამოკიდებულებას ამცირებს და კონკურენტუნარიანობას უზრდის. შესაბამისად, კიდევ უფრო აქტიურად განვაგრძობთ ბიზნესების მხარდაჭერას მწვანე ტრანსფორმაციის გზაზე - როგორც დაფინანსებით, ისე ცოდნის გაზიარებით“, - განაცხადა ანა ოსაძემ, საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელმა.(R)

1795069373

მოემზადე Black Friday-სთვის - აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მრავალფეროვ...

შეთავაზებები სხვადასხვა ბარათის მფლობელებისთვის განსხვავდება და არაერთ კატეგორიას მოიცავს - ტანსაცმელსა და აქსესუარებს, ტექნიკას, თავის მოვლის საშუალებებს, სახლის ნივთებს, კვების ობიექტებს და სხვა.გაეცანით შეთავაზებებს და ნახეთ, სად და როდის შეძლებთ დამატებითი სარგებლის მიღებას.PLUS ბარათით, სუპერ PLUS ბარათით და მასწავლებლის ბარათითამ ბარათებით ზოგ ადგილას თანხას დაიბრუნებთ, ზოგან კი PLUS ქულებს დააგროვებთ.PLUS ქულები დაგერიცხებათ 22 ნოემბერს - L’Occitane და Erborian - 30% PLUS ქულების ქეშბექი (ჯამურად მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა); 22 ნოემბერს - Mega Sport - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა); ლიმიტი საერთოა Diesel-ის, Magellan-ის, Napapijri-ის, The North Face-ის, Timberland-ის და Scotch & Soda-ს მაღაზიებში. 23 ნოემბერს - New Balance და EA7 - მინიმუმ 200 ლარიან შენაძენზე 30% PLUS ქულების ქეშბექი (ორივე მაღაზიაში ჯამურად მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა); 23 ნოემბერს - Giordano - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა); 23 ნოემბერს - Top Sport 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 150 ლარის PLUS ქულა); 23 ნოემბერს - Old Supra - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა); 23 ნოემბერს - Mihouse - 20% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა); 23 ნოემბერს - Skivri - 30% PLUS ქულების ქეშბექი (ულიმიტოდ); 25 ნოემბერს - Arttime - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა); 26 ნოემბერს - Kitchen & More - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა); 27 ნოემბერს - ICR Home - 25% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 400 ლარის PLUS ქულა); 27 ნოემბერს - მოლების კვების ობიექტები: Wendy’s, Yakudza, Subway და Tolia - 20% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 20 ლარის PLUS ქულა); 27-29 ნოემბერს - Berghoff - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა); 27-29 ნოემბერს - Pupazzo - 20-ჯერ მეტი PLUS ქულა (ულიმიტოდ); 28 ნოემბერს - Kenari - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა); 28 ნოემბერს - Meama - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 200 ლარისPLUS ქულა); 29 ნოემბერს - Voulez Vous - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა); ინფორმაციისთვის, შეთავაზება არ ვრცელდება Chanel-ზე, Dior-ზე, Essential Parfums-სა და სასაჩუქრე ბარათებზე. 29 ნოემბერს - Manamo - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა). ამ ობიექტებში თანხის გადახდისას ქეშბექს მიიღებთ 27 ნოემბერს - DeFacto - 30% - იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი); მასწავლებლის ბარათით გადახდაზე კი 40%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი); 27-29 ნოემბერს - Copter Tech - 30% - იანი ქეშბექი; (მაქსიმუმ 300 ლარი); 27-29 ნოემბერს - Nisse - 30% - იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 150 ლარი); 27-29 ნოემბერს - Homla - 30% - იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი); 27-29 ნოემბერს - Baldinini, Felino Milano, Kids Concept, AGAPE Jewelry, Pilgrim, Petite Ellie, Eterna, Allbikes.ge და Adelyo - 30% - იანი ქეშბექი (ულიმიტოდ). მხოლოდ სუპერ PLUS ბარათით27 ნოემბერს - City Mall-ის საბურთალოსა და გლდანის ფილიალებში,  Grand Mall Batumi-ში, Telavi Mall-სა და Gori Mall-ში შოპინგისა და აქსესუარების კატეგორიის მაღაზიებში დახარჯული თანხის 40% PLUS ქულების სახით დაგიბრუნდებათ. (მაქსიმუმ 150 ლარის PLUS ქულაStudent Card-ის მფლობელები შემდეგი შეთავაზებებით ისარგებლებენ:●24 ნოემბერს - UNO Shoes - 30% ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი);●27 ნოემბერს - ASOS, SHEIN, Zalando და Trendyol -30% -იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი);●27 ნოემბერს - DeFacto - 30%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი);●27 ნოემბერს - მოლების კვების ობიექტები: Wendy’s, Dunkin’, Subway და Tolia - 30%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 20 ლარი);●27-29 ნოემბერს - Altersocks - 40% - იანი ქეშბექი (ლიმიტის გარეშე);●27-29 ნოემბერს - Kotesi, Skivri, Felino Milano, Dakhli, AJ Handmade (ონლაინ და ფილიალებში), iRoom, Aden Cosmetics და Tresor - 30%-იანი ქეშბექი (ულიმიტოდ).sCool Card-ის მფლობელებისთვის შეთავაზებები:გაითვალისწინეთ, რომ შეთავაზებებით სარგებლობამდე აუცილებელია მათი sCoolApp-ში გააქტიურება.●24 ნოემბერს - UNO Shoes - 30%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 50 ლარი);●26 ნოემბრის 21:00 საათიდან 27 ნოემბრის ჩათვლით - Biblusi, XS Toys და Pepela - 40% - იანი ქეშბექი (სამივე მაღაზიაში ჯამურად მაქსიმუმ 50 ლარი);შეთავაზება ღამის ბაზრობაზეც ვრცელდება.●27 ნოემბერს - Miniso - 40% - იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 50 ლარი);●27 ნოემბერს - DeFacto - 30% - იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი);●27 ნოემბერს - მოლების კვების ობიექტები: Wendy’s, Dunkin’, Subway და Tolia - 30% - იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 20 ლარი);●27-29 ნოემბერს - Altersocks - 40% - იანი ქეშბექი (ულიმიტოდ);●27-29 ნოემბერს - Skivri და Aden Cosmetics - 30%-იანი ქეშბექი (ულიმიტოდ).საქართველოს ბანკის ყველა სადებეტო ბარათის მფლობელებისთვის●23 და 28 ნოემბერს -  BEKO - 30% - იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 300 ლარი); შეთავაზება არ ვრცელდება ტელეფონებსა და ლეპტოპებზე.●25-26 ნოემბერს - Archevani - 30% - იანი ქეშბექი (ულიმიტოდ);●27-29 ნოემბერს - Carpisa - 30% - იანი ქეშბექი (ულიმიტოდ);შეთავაზება არ ვრცელდება ფასდაკლებულ ნივთებზე.●27-29 ნოემბერს - Intelekti - 30% - იანი ქეშბექი (ულიმიტოდ);●29 ნოემბერს - Automenu.ge - 20% - იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი).საქართველოს ბანკის ყველა ბარათით●23-29 ნოემბერს - Pancho - 30% - იანი  ქეშბექი (ულიმიტოდ);●27 ნოემბერს - Kontakt Home - 20% - იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 500 ლარი);●27-29 ნოემბერს - Kotesi - 30% - იანი ქეშბექი (ულიმიტოდ);●28-30 ნოემბერს - Glasses Gallery - 50% - იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 200 ლარი). შეთავაზება არ ვრცელდება მინებზე.ინფორმაციისთვის, შეთავაზებები ეტაპობრივად დაემატება. ამიტომ, თვალი ადევნეთ საქართველოს ბანკის შეთავაზების გვერდს, რომ სიახლეები არ გამოგრჩეთ.მოემზადეთ Black Friday-სთვის - შეარჩიეთ სასურველი შეთავაზება და მიიღეთ კიდევ უფრო სარგებელი.(R)

1795013171

24-მდე დარეგისტრირდი BOG-ის სასტიპენდიო პროგრამაზე და დაეუფლე ახალ პრო...

პროგრამაზე მიღება მიმდინარეობს და 24 ნოემბერს დასრულდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, ისწავლონ 20-ზე მეტ პროფესიულ აკადემიაში, მათთვის სასურველ მიმართულებაზე 100%-იანი დაფინანსებით და პროფესიული განვითარების ახალი ეტაპი დაიწყონ.რა მიმართულებების შესწავლაა შესაძლებელი?პროგრამა მრავალფეროვან სასწავლო მიმართულებებს მოიცავს, მათ შორისაა ტექნოლოგიები, დიზაინი, მარკეტინგი, ფინანსები, ბიზნესი და კულინარია.დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, შეისწავლონ მონაცემთა ინჟინერია, Data Analytics & BI Development (SQL & Power BI), Python, AI აგენტები და ავტომატიზაცია, კიბერუსაფრთხოება, გრაფიკული და 3D დიზაინი, არქიტექტურის დიზაინი, კონტენტ მარკეტინგი, MarTech, UX/UI ქოფირაითინგი, ფინანსური ანალიზი, ბუღალტრული აღრიცხვა, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა მიმართულებები.კურსების ჩამონათვალი და ხელმისაწვდომობა პარტნიორი აკადემიის მიხედვით განსხვავდება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.  

1795012735