GE EN
სხვა სიახლეები
გალდავა კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის V საერთაშორისო კონფერენცია...

„მომხმარებელთა უფლებების დაცვა მნიშვნელოვანი ამოცანაა. შესაბამისად, მუდმივად იხვეწება მარეგულირებელი ჩარჩო, რაც ხელს უწყობს საფინანსო სექტორში გარემოს გაუმჯობესებას. ფინანსურად მდგრადი და დაცული მომხმარებელი, თავის მხრივ, სექტორის სტაბილურობის განმაპირობებელია", - განაცხადა ეკატერინე გალდავამ.სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ამ მიმართულებით ბოლო 15 წლის საქმიანობა შეაჯამა. ისაუბრა თაღლითობის საპრევენციოდ დანერგილ დამატებით მოთხოვნებზე. ყურადღება გაამახვილა საბაზრო ქცევის ზედამხედველობის გაძლიერებაზე, რაც რისკების დროულ იდენტიფიცირების და მომხმარებელთა ინტერესების უკეთ დაცვის შესაძლებლობას ქმნის.გალდავამ მიმოიხილა სებ-ის უფლებადაცვითი პრაქტიკული საქმიანობის შედეგები. მისი ინფორმაციით, 09/2026-ის მდგომარეობით, მომხმარებელთა 4 600-ზე მეტი მოთხოვნაა განხილული. ასევე ისაუბრა სებ-თან არსებული დავების განმხილველი კომისიის სამწლიან საქმიანობაზე, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს საგადახდო მომსახურებებთან დაკავშირებული დავების უფასოდ განხილვის შესაძლებლობა აქვს.ვიცე-პრეზიდენტმა სამომავლო პრიორიტეტებში კლიენტზე მორგებული პროდუქტების და სერვისის განვითარება, სასესხო და სადეპოზიტო ხელშეკრულებების სტანდარტიზება და მეწარმე ქალთა ფინანსური ჩართულობის ხელშეწყობა დაასახელა.საერთაშორისო კონფერენციის პანელურ დისკუსიებში მონაწილეობა მიიღეს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ნათია ჭყონიამ და კონკურენციის განყოფილების უფროსმა მარი ბასილაშვილმა.პარასკევის პანელური დისკუსიის ფარგლებში, რომლის თემაა „კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის ურთიერთკავშირი: ფასების გამჭვირვალობა და ინფორმირებული არჩევანი სასურსათო და საფინანსო ბაზრებზე“,  სებ-ის საგადახდო დეპარტამენტის უფროსი ნატალია ჭყოიძე საგადახდო მომსახურების ტარიფების და დეპოზიტების განაკვეთების შედარების პლატფორმის პრეზენტაციას გამართავს.საერთაშორისო კონფერენციას 20-ზე მეტი ქვეყნის 40-ზე მეტი უცხოელი დელეგატი, საერთაშორისო ორგანიზაციების, მარეგულირებელი უწყებების, საჯარო ინსტიტუტების, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.კონფერენცია, რომელიც საქართველოში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის 30 წლის იუბილეს ეძღვნება, GCCA, NBG, სემეკის, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით იმართება.

1795095225

სინგაპურის ცენტრალური ბანკის მმართველი დირექტორი - მოუთმენლად ველით სა...

მისი შეფასებით, საქართველოში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო დინამიკურად ვითარდება, ხოლო ქვეყნის აქტიურობა ფინანსურ სექტორსა და ფინტექინდუსტრიაში საქართველოს რეგიონში მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბების შესაძლებლობას აძლევს. ჩია დერ ჯიუნის შეფასებით, საქართველოს აქვს პოტენციალი, ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით რეგიონული ლიდერის პოზიცია დაიკავოს, ისევე როგორც ეს სინგაპურმა შეძლო. მისი თქმით, ისინი საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავებას სწორედ ამ პერსპექტივისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით განიხილავენ. „ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და მოუთმენლად ველით საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას", - აღნიშნა ჩია დერ ჯიუნმა. სინგაპურის ფინტექ ფესტივალის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ნათია თურნავამ სინგაპურელ კოლეგას საქართველოს ფინანსური ეკოსისტემის განვითარების, ფინანსური ინოვაციების ხელშეწყობისა და ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა საქართველოსა და სინგაპურს შორის ფინანსური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების, ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და მარეგულირებლებს შორის პარტნიორობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე გამოითქვა ინიციატივა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სინგაპურის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შესახებ, რომლის განხილვის მზადყოფნაც სინგაპურულმა მხარემ უკვე გამოთქვა. შეხვედრას საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტების ხელმძღვანელები გიორგი ედილაშვილი და ვარლამ ებანოიძე ესწრებოდნენ. 

1795091006

სექტემბერში თვიურ ხელფასს 1 016 142 ადამიანი იღებდა. 2 400 ლარზე მეტი...

კვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში გაზრდილია მაღალანაზღაურებადი დასაქმებულების წილი. კერძოდ, 2026 წლის სექტემბერში იმ ადამიანების წილმა, რომლებიც 2 400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ, 37.7% (383 ათასი ადამიანი) შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2026 წლის აგვისტოსთან შედარებით 0.6 პ.პ.-ით, ხოლო 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 4.1 პ.პ.-ით არის გაზრდილი. ამასთან, დასაქმებულთა 3.2% 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდა, რაც წინა თვესთან შედარებით 0.2 პ.პ.-ით ნაკლები, თუმცა გასული წლის სექტემბერთან შედარებით 0.2 პ.პ.-ით მეტია.რაც შეეხება დაბალშემოსავლიან კატეგორიას, 2026 წლის სექტემბერში იმ ადამიანების წილმა, რომელთა თვიური ხელფასი 0-დან 600 ლარამდე მერყეობდა, 11.2% (114 ათასი ადამიანი) შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი როგორც წინა თვესთან (აგვისტოსთან), ისე 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 1.3 პ.პ.-ით არის შემცირებული. სხვა სახელფასო კატეგორიებში კი დასაქმებულები შემდეგნაირად განაწილდნენ: 600-1199 ლარამდე ხელფასს 172 ათასი ადამიანი (17%) იღებდა, ხოლო 1200-2399 ლარამდე - 347 ათასი ადამიანი (34%).ანგარიშში ასევე მიმოხილულია ვაკანსიების დინამიკა. 2026 წლის სექტემბერში jobs.ge-ზე 8 319 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც აგვისტოს მაჩვენებელს 18.2%-ით აღემატება, თუმცა 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 4.8%-ით შემცირებულია. თვიურ ჭრილში ვაკანსიების ყველაზე მაღალი ზრდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში (+29.1%) დაფიქსირდა, ყველაზე მცირე ზრდა კი - ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების მიმართულებით (+5.3%). წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად ლოგისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის ვაკანსიები (+2.6%) გაიზარდა, ხოლო ყველაზე დიდი კლება - 41.6%-ით, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში დაფიქსირდა.ჯამურად, 2026 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, პლატფორმაზე 23 497 ვაკანსია განთავსდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.9%-ით ნაკლებია. მესამე კვარტალში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა წლიურ ჭრილში შემცირდა ძირითად კატეგორიებშიც: გაყიდვებსა და შესყიდვებში 6 256 ვაკანსია დაფიქსირდა (-2.3%), ადმინისტრაციასა და მენეჯმენტში - 4 945 (-2.8%), ხოლო ფინანსებსა და სტატისტიკაში - 4 774 (-0.3%).გარდა ამისა, კვლევაში წარმოდგენილია საქსტატის შრომის ბაზრის მაკროეკონომიკური ინდიკატორებიც, რომლის თანახმადაც 2026 წლის II კვარტალში ქვეყანაში უმუშევრობის დონემ 13.8% შეადგინა (I კვარტალში 14.4% იყო), დასაქმების დონე 46%-ს გაუტოლდა, ხოლო საშუალო ნომინალურმა თვიურმა ხელფასმა 2 389 ლარი შეადგინა.

1795090750

TBC ლიზინგი სავალუტო ემისიაზე აცხადებს

სასესხო ფასიანი ქაღალდი არაუზრუნველყოფილი, არასუბორდინირებული ვალდებულებაა. ყველა ობლიგაციას აქვს თანაბარი, იდენტური სამართლებრივი სტატუსი, ერთმანეთთან გარკვეული უპირატესობის გარეშე.განთავსების აგენტია თიბისი კაპიტალი. ემიტენტი (TBC ლიზინგი) ფლობს Fitch-ის Ratings - BB / პოზიტიური საკრედიტო პერსპექტივითსაერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს ბოლო განახლებაზე თიბისი ლიზინგმა ამ კვირაში განაცხადა. Fitch -მა  გრძელვადიანი ემიტენტის დეფოლტის რეიტინგის (IDR) პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა. ამასთანავე, კომპანიის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო აქციონერის მხარდაჭერის რეიტინგი (SSR) „bb“ დონეზე დაადასტურა.რეიტინგის პოზიტიური პერსპექტივა თიბისი ლიზინგს უძლიერებს საკრედიტო პოზიციას.ემიტენტი ობლიგაციებით ნასხესხები სახსრებით სალიზინგო პორტფელს გაზრდის. სალიზინგო კომპანია გეგმავს  რამდენიმე ემისიით სულ $60 მლნ-მდე გამოშვებას.

1795088235

სავალუტო შემოდინებები შენელდა, თუმცა ლარი სტაბილური რჩება

თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, რომელიც ხუთშაბათს, 19 ნოემბერს გამოქვეყნდა, მნიშვნელოვანია, რომ, თიბისი კაპიტალის შეფასებით, სავალუტო ბაზარზე კვლავ სიჭარბე ფიქსირდება. ასეთ პირობებში შემოდინებების კლება უფრო მეტად სებ-ის მიერ რეზერვებისთვის შესასყიდი უცხოური ვალუტის მოცულობას ამცირებს, ვიდრე უშუალოდ ლარის გაცვლით კურსზე ქმნის ზეწოლას. ამას ისიც ადასტურებს, რომ ბოლო პერიოდში, როდესაც აშშ დოლარი გლობალურად გამყარდა და სავაჭრო პარტნიორების ვალუტები გაუფასურდა, ლარი სტაბილური დარჩა.ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ოპერატიული მონაცემები, რომელთაც მიმდინარე მდგომარეობის რეალურ დროში შესაფასებლად ვიყენებთ, საგარეო ნაკადების სრულ სურათს ვერ ასახავს. ჩვენი შეფასებით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, რეინვესტირებული მოგების გარეშე, რომელიც წლის პირველ ნახევარში ძირითადად ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მომსახურების ექსპორტმა გააუმჯობესა, მესამე კვარტალშიც დადებითი დარჩა. თუმცა მეტად თუ არა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფინანსური ნაკადებია, რომელთა შესახებ ოპერატიული მონაცემები ნაკლებად არის ხელმისაწვდომი. ბოლო ოთხ კვარტალში რეზერვების 2.3 მილიარდი აშშ დოლარით ზრდის დაახლოებით 90% სწორედ ფინანსურმა შემოდინებებმა, უპირველეს ყოვლისა ბანკების მიერ საზღვარგარეთიდან მოზიდულმა სახსრებმა, უზრუნველყო. უახლესი დინამიკის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ 2026 წლის მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი, რეინვესტიციის გამორიცხვით, დაახლოებით მშპ-ის 0.5% იქნება, მაშინ როდესაც წინა პროგნოზი 0.7-0.8%-ს შეადგენდა.უშუალოდ კომპონენტების დინამიკის კუთხით, საგარეო ვაჭრობაში ექსპორტის წლიური ზრდა იანვარ-აგვისტოს 22%-დან სექტემბერ-ოქტომბერში დაახლოებით 5%-მდე შენელდა, იმპორტის ზრდა კი 9%-დან დაახლოებით 15%-მდე დაჩქარდა. ექსპორტის შენელების დიდი ნაწილი ავტომობილების რე-ექსპორტის კლებას და ერთჯერად ფაქტორებს უკავშირდება: სპილენძის მადნების ექსპორტი სექტემბერში შეჩერდა (ოქტომბერში განახლდა), გასული წლის სექტემბერში კი ნახატებისა და თვითმფრინავების ერთჯერადი ექსპორტი დაფიქსირდა. თუმცა ზრდა სხვა პროდუქტებზეც, ძირითადად სურსათსა და სასმელებზე, შენელდა. ავტომობილების რე-ექსპორტის კლება ავტომობილების იმპორტის შემცირებამ თითქმის სრულად დააბალანსა, იმპორტის დაჩქარება კი ძირითადად ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შემოტანამ განაპირობა. მართალია, ნედლი ნავთობის იმპორტი ნავთობპროდუქტების ექსპორტთან ერთად იზრდება, თუმცა სექტემბერ-ოქტომბერში ნავთობისა და საწვავის იმპორტზე ხარჯი ორჯერ მეტით გაიზარდა, ვიდრე ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი. მთლიანობაში, იანვარ-ოქტომბერში საქონლით ვაჭრობის დეფიციტი მშპ-სთან მიმართებით, წინა წლებთან შედარებით, კვლავ მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, გასული წლის ძლიერი ნოემბრის გამო, მიმდინარე წლის ნოემბერში ექსპორტი წლიურ ჭრილში შესაძლოა შემცირდეს კიდეც.სავაჭრო ბალანსზე მოქმედი ფაქტორების მხრივ, აღსანიშნავია ისიც, რომ სავაჭრო პირობები - ექსპორტის ფასების ფარდობა იმპორტის ფასებთან - კვლავ გაუარესდა. თუკი წლის დასაწყისში საექსპორტო საქონლის ფასები იმპორტის ფასებზე მეტად იყო გაზრდილი, ძირითადად ლითონების გაძვირების ხარჯზე, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, უპირველეს ყოვლისა ნავთობის მკვეთრი გაძვირების გამო, ეს პოზიტიური ეფექტი მიილია. საყურადღებოა, რომ ნოემბერში ნავთობის ფასი გლობალურ ბაზრებზე საგრძნობლად შემცირდა, ხოლო საქართველოშიც საწვავის ფასებმა მცირედით უკვე იკლო. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, მოსალოდნელია, რომ სავაჭრო პირობებზე წმინდა ეფექტი დადებითი იქნება.ამასთან, ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა ოქტომბერში კვლავ ძლიერი იყო, თუმცა ბოლო კვირების მონაცემები გარკვეულ შენელებაზე მიუთითებს: ნოემბრის შუა რიცხვებისთვის საქართველოს აეროპორტებში ფრენების რაოდენობა წლიურად დაახლოებით 15%-ით იყო შემცირებული, ხოლო არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, რომლებიც ტურიზმიდან შემოსავლების შესაფასებლად გამოიყენება, სექტემბრის პიკთან შედარებით 2.5%-ით დაბალია. საპირისპიროდ, რეზიდენტების ხარჯვა კვლავ იზრდება.ოქტომბერში საქართველოში ფულადი გზავნილები წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 9.5%-ით შემცირდა. კლების დიდი ნაწილი რუსეთიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან გზავნილებზე მოდიოდა. სანქციების შემდეგ Zolotaya Korona-ს მეშვეობით საქართველოში გადმორიცხვები დროებით შეწყდა. სხვა სისტემებით რუსეთიდან გადმორიცხული თანხა სექტემბერთან შედარებით გაიზარდა და 11.2 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, თუმცა ეს სანქციებამდე არსებული თანხის მხოლოდ მეოთხედია. ნოემბრის შუა რიცხვებში Zolotaya Korona-მ საქართველოში გადარიცხვები განაახლა, რაც მომდევნო თვეებში გზავნილების აღდგენას შეუწყობს ხელს, თუმცა აღდგენის ნაწილი შესაძლოა სხვა არხებიდან დაბრუნებულ თანხებსაც ასახავდეს.იანვარ-სექტემბერში სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვამ 3.4 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ოქტომბრის ბოლოს კი საერთაშორისო რეზერვები რეკორდულ 8.2 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შეფასებული რეზერვების ადეკვატურობის ნორმის 130%-ია. საგარეო შემოდინებების ბალანსის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ოქტომბრის შესყიდვები სექტემბრის დონესთან ახლოს იქნება.რაც შეეხება ლარის პერსპექტივას, სავალუტო ბაზარზე არსებული სიჭარბე კვლავ ლარის მხარდამჭერია, თუმცა წინა პერიოდთან შედარებით ნაკლებად. აგრეთვე, ჩვენი შეფასებით, ლარი კვლავ იმაზე სუსტია, ვიდრე ამას ფუნდამენტური ფაქტორები მოიაზრებს, როგორც მოკლევადიან ასევე გრძელვადიან ჭრილში. მეორე მხრივ, აშშ დოლარის გლობალურად გამყარება და უცხოელი ინვესტორების მხრიდან ლარის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნის შენელება ლარის გამყარებისთვის უარყოფითი ფაქტორებია. ამასთან, შესყიდვების დღევანდელი ტემპით რეზერვების სასურველ დონემდე შევსებას შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეს.საერთო ჯამში, შიდა ინფლაციური ზეწოლის გაძლიერებისა და გამკაცრებული საგარეო ფინანსური პირობების ფონზე, მაღალია ალბათობა, რომ დეკემბერში სებ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 8.25%-დან 8.5%-მდე გაზრდის. თუმცა, ნოემბრის დასაწყისში ნავთობის ფასების მკვეთრი კლება ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგო ფაქტორია. საბოლოოდ, სებ-ის მიერ რეზერვების დაგროვების პრიორიტეტის გათვალისწინებით, ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზი უცვლელია: წლის ბოლოს ერთი აშშ დოლარი დაახლოებით 2.58 ლარის ფარგლებშია მოსალოდნელი, თუმცა, თუ წინა თვეებში ტენდენციები უფრო ძლიერი ლარისკენ იხრებოდა, ამჟამად დინამიკა მეტად დაბალანსებულია.

1795085775

„თბილისი ენერჯი“: ფონიჭალაში, აფეთქების ადგილად დასახელებული ბინა ბაზა...

დეკანოიძის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში აღნიშნული მისამართიდან გაზის სუნთან ან სხვა ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით კომპანიაში გამოძახება არ შესულა. მისივე განმარტებით, ნგრევის გამო „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა ბინაში შესვლა და ადგილზე დათვალიერება ამ ეტაპზე ვერ შეძლეს, რის გამოც კომპანიას საკუთარი ვერსია ჯერ არ აქვს და მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა.„ჩვენმა თანამშრომლებმა მისამართზე შესვლა ვერ შეძლეს, რადგან ბინები დანგრეულია. მოვისმინეთ შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება. ამ ეტაპზე ადგილზე დათვალიერება ვერ შევძელით და მომხდართან დაკავშირებით რაიმე ვერსია არ გვაქვს. რაც შეეხება მეხუთე სართულზე მდებარე ბინას, ჩვენს მონაცემთა ბაზაში ფიქსირდება დაკეტილად და გაზის მოხმარების ხარჯი არ ფიქსირდება. შესაბამისად, როდესაც ჩვენი თანამშრომლები მისამართზე მივიდნენ, ადგილზე არავინ დახვდათ. ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ადამიანი საცხოვრებელ ბინაში იშვიათად მიდიოდა“, - განაცხადა ირაკლი დეკანოიძემ.მანვე აღნიშნა, რომ კომპანია აღნიშნულ ტერიტორიაზე ბინების გეგმურ დათვალიერებას წლის განმავლობაში ატარებს. პრევენციის მიზნით კი, სწრაფი რეაგირების ცენტრის ხელმძღვანელი მოქალაქეებს მოუწოდებს, გაზის სუნის შეგრძნებისთანავე დაუყოვნებლივ დარეკონ უფასო ცხელ ხაზზე - 114, რათა ჯგუფებმა დროული რეაგირება მოახდინონ.შეგახსენებთ, ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდო ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება დღეს დილით მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავებული 4 ადამიანი სამედიცინო დაწესებულებებშია გადაყვანილი, შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის ინფორმაციით კი, ადგილზე 7 ადამიანის, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

1795083586