თბილისი (GBC) -  2021 წლის განმავლობაში ,,ატელიე აუთლეთის'' ამონაგებმა 11.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 82.6%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე. 

ამ პერიოდში კომპანიამ 60.7%-ით 5.7 მლნ ლარამდე გაზარდა პროდუქციის თვითღირებულება. შესაბამისად კომპანიამ 5.7 მლნ ლარი საერთო მოგება დააფიქსირა.

შესაბამისად ,,ატელიე აუთლეთი’’ ზარალიანი 2020 წლის შემდეგ მოგებაზე გავიდა. კომპანიის წმინდა მოგებამ კი 3.1 მლნ ლარი შეადგინა.

,,ატელიე აუთლეთს’’ 2021 წელს წინა წელთან შედარებით 40.3%-ით 6.5 მლნ ლარამდე გაეზარდა კაპიტალი, ხოლო 146%-ით 1.8 მლნ ლარამდე აქტივები.

ატელიე აუთლეთი დაარსებულია 2018 წელს. მის ძირითად საქმიანობას ტანსაცმლით საცალო ვაჭრობა წარმოადგენს. 2021 წლის მდგომარეობით კომპანია ასაქმებდა  80 ადამიანს. ამჟამად კომპანიას აქვს 8 ფილიალი.

კომპანიის მფლობელთა სტრუქტურა შემდეგია:

დავით გიგაური -50%

გიორგი ხაბელაშვილი -50%.

ატელიე აუთლეტი

2021

2020

ამონაგები

11.7

6.3

თვითღირებულება

(5.7)

(3.6)

საერთო მოგება

5.7

2.7

წმინდა მოგება

3.1

(1.1)

აქტივები

6.5

4.6

კაპიტალი

1.8

(1.2)

თანხა მლნ ₾