თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათი კუთვნილი ბარგისა და ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში 642 კოლოფი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ექვსივე კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა დაეკისრა და არადეკლარირებული საქონელი ჩამოერთვა.