თბილისი (GBC) – სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ორგანიზაციამ იანვარ-ოქტომბერში საზოგადოებრივი კვებისა და სარეალიზაციო ობიექტებში გამოავლინა 2398 დარღვევა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დარღვევების რაოდენობა 123%-ით არის გაზრდილი(2021 იანვარ-ოქტომბერი: 1073).

ამ პერიოდში დაჯარიმდა 1844 ბიზნესოპერატორი; საწარმოო პროცესი შეუჩერდა 281 ბიზნესოპერატორს.