თბილისი (GBC) – სომხეთი გაზის მიწოდების ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლის შესაძლებლობას განიხილავს, თუ რუსეთი გაზის ფასს გაზრდის. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ერევანი გაზმომარაგების დივერსიფიკაციის სხვადასხვა სცენარს სწავლობს, მათ შორის TRIPP-ის მარშრუტით გაზსადენის გაყვანის შესაძლებლობას.

„თუ გაჩნდება შესაძლებლობა, გაზი მეორე, მესამე ან მეოთხე წყაროდან მივიღოთ, ამ ვარიანტს გამოვიყენებთ. თუ გაჩნდება TRIPP-ის გავლით გაზსადენის გაყვანის შესაძლებლობა, ამ შესაძლებლობასაც გამოვიყენებთ. ჩვენ ყველა შესაძლო სცენარის შემთხვევაში მოქმედების გზებს ვამუშავებთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.