თბილისი (GBC) - ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით 2026 წლამდე გრძელდება ცალკეული შეღავათის მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობას.

„3 წლის ვადით, 2026 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება საგადასახადო შეღავათები სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირებისთვის და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის. 2026 წლამდე გაგრძელდება ცალკეული შეღავათის მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობას, მათ შორის, გადავადდება ბაზრობაზე მოვაჭრე ფიზიკური პირებისთვის საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.