თბილისი (GBC) - ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2022 წელს შპს „პსპ ფარმამ“ შემოსავლის სახით 683.8 მლნ ლარი მიიღო. აღნიშნული მაჩვენებლით „პსპ ფარმა“ მის უშუალო კონკურენტ „ავერსი ფარმას“ 19%-ით უსწრებს. თავის მხრივ, გასულ წელს ავერსმა შემოსავლის სახით 576.1 მლნ ლარი დააფიქსირა, რაც 14.5%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

რაც შეეხება სს „გეფას“ აფთიაქებს, „ფარმადეპოსა“ და „ჯი-პი-სის“, მათი ჯამური შემოსავალი 2022 წელს 1%-ზე ნაკლებით, 789.9 მლნ ლარამდე გაიზარდა (2021- ₾782.4 მლნ)

საანგარიშო პერიოდში „პსპ-ფარმას“ აქტივები 10%-ით – 509.4 მლნ ლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება „ავერსის“ აქტივებს, ის 11.5%-ით – 428.7 მლნ ლარამდე გაიზარდა. „გეფას“ აქტივები კი 8.5%-ით 566.6 მლნ ლარამდე გაიზარდა.

ამასთან, გასულ წელს „პსპ ფარმას“ მოგების მარჟა 30.5%-ს, ავერსის მოგების მარჟა 28.5%-ს, ხოლო „გეფას“ მოგების მარჟა 41.4%-ს შეადგენდა.

წყარო: reportal.ge