თბილისი (GBC) – 2021 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, სს „სილქნეტის“ შემოსავალმა 413.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2021 წელს, წინა წელთან შედარებით, კომპანიას 4%-ით 847.5 მლნ ლარამდე შეუმცირდა აქტივები. როგორც 2021, ასევე 2020 წლებში კომპანიას კაპიტალზე დეფიციტი უფიქსირდებოდა. 2021 წელს, წინა წელთან შედარებით კომპანიას დეფიციტი 18%-ით 48.8 მლნ ლარამდე შეუმცირდა.

სილქნეტი დაარსდა 2009 წელს. 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით სილქნეტი 1988 ადამიანს ასაქმებდა. 2021 წელს თანამშრომლებზე გაცემულმა ხელფასებმა და სარგებლებმა 63.6 მლნ ლარი შეადგინა (1 თანამშრომელი თვეში საშუალოდ 2660 ლარი). ამ პერიოდისთვის სილქნეტის მობილურ კავშირს 1.7 მლნ აბონენტი ჰყავდა, 300,000 კი ფიქსირებული ინტერნეტის მომხმარებელი.

კომპანიამ 2018 წელს შეიძინა ბაზარზე მეორე უდიდესი მობილურის პროვაიდერი „ჯეოსელი“, რის შედეგადაც სრულფასოვანი კონვერგენტული ოპერატორი გახდა.

კომპანიის მფლობელთა სტრუქტურა შემდეგია:

იერკინ ტატიშევი - 36.3%;

გიორგი რამიშვილი - 36.3%;

ალექსი თოფურია - 16.8%;

დევიდ ფრანც ბორგერი - 5.6%;

დავით მამულაშვილი - 5%.

სს სილქნეტი

2021

2020

%

შემოსავალი

413.4

382.2

8

ხარჯები

(185.8)

(170.7)

9

EBITDA

227.6

211.5

8

საერთო მოგება

41.8

(87.9)

-

აქტივები

847.5

881.8

-4

კაპიტალი(დეფიციტი) 

(48.8)

(59.3)

-18

 

 

 

 

 

თანხა მლნ (₾)