თბილისი (GBC) – ბანკებს აქტივების დანაკარგების მიხედვით ზარალი, 8 თვის სტატისტიკით, 219 მლნ ლარამდე გაეზარდათ. აგვისტოში ზარალი 100 მლნ-მდე გაიზარდა. წინა საანგარიშო თვეს, ივლისში, ₾22 მლნ-ის მოგება ჰქონდათ, რაც სხვადასხვა ოპერაციით, მათ შორის ჩამოწერილი სესხის ან სხვა ვალდებულებების დაფარვით არის განპირობებული.
სებ-ის სტატისტიკით, დანაკარგებს შორის, ზარალი სესხებზე 76 მლნ ლარამდეა გაზრდილი.
ყველაზე ზარალიანი კრედოა, აქტივებთან (2 მლრდ) მიმართებაში 30 მლნ ლარამდე ზარალით.
სანქცირებული ვითიბის შვილობილის რეზერვი ამობრუნებულია. შესაბამისად ზარალზეც არ არის** (+72 მლნ) ** . მოგება აქვს პროკრედიტ ბანკსაც.
01.09.2022 (მლნ ₾)
აქტივებზე | სესხებზე | |
დანაკარგები | რეზერვი | |
საქართველოს ბანკი | 118,633 | -629 |
თიბისი ბანკი | 51,285 | -652 |
ლიბერთი ბანკი | 24,042 | -132 |
ბაზისბანკი | 64.633 | -87 |
კრედო | 29.804 | -76 |
პროკრედიტ ბანკი | -3,271 | -43 |
წყარო: სებ-ი & ბანკები
** სესხი როცა ფუჭდება ზარალი იზრდება, რომ იფარება, იზრდება.