თბილისი (GBC) – ლევან დავითაშვილის განცხადებით გადასახადის გადახდის ესტონური მოდელი სადაზღვეო სექტორისთვის იმუშავებს. აღნიშნულ სექტორს განვითარების მნიშვნელოვანი გზა აქვს გასავლელი.

ამის შესახებ მინისტრმა ბრიფინგზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით აღნიშნული მოდელი საბანკო სექტორს აღარ შეეხება, ვინაიდან ქართული საბანკო სისტემის 2 ძირითადი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტშია და ისინი,,ძალიან კარგად და გამჭვირვალედ მუშაობენ’’. 

აღნიშნულ მოდელს ვიცე პრემიერმა ,,საშეღავათო'' უწოდა და განაცხადა,რომ საბანკო სექტორს ,,დახმარება'' არ სჭირდება