თბილისი (GBC) - 2022 წლის 6 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 42 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.690 პროცენტით, მაქსიმალური 9.940 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.841 პროცენტით განისაზღვრა. 

წყარო:სებ